დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 14.IV დანახვისის წმ.გიორგი
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
TAMO
http://allshares.ge/download.php?id=F56E388984
სურათები
matasi
შედგა ლაშქრობა, რომელიც საკმაოდ რთული გამოდგა,თუმცა მოლაშქრეები კმაყოფილნი დარჩნენ, ზოგიერთნი ლაშქრობის სირთულით აღფრთოვანებულნი და უმეტესობა (პრინციპში ყველა) ხედების არნახული სილამაზით... რომელსაც თავადაც იხილავთ უკვე რეპორტაჟში smile.gif
საკუთარ შთაბეჭდილებებს თავად მოლაშქრეები დაწერენ...
matasi
მე რაც შემეხება და ჩემს შთაბეჭდილებებს, მე წინადღეს ძალიან ბევრი ვიარე ფეხით, (მაღალ ქუსლიანებზე) და ალბათ ამან იმოქმედა, რომ ჩემთვის რთული გამოდგა და თითქმის ბოლომდე ასულები, მე აღარ ავედი ეკლესიის სანახავად და დავრჩი ისედაც საკმაოდ მაღალ მთის წვერზე და ვისიამოვნე არსებული ხედებით.. ამინდი თავიდან ვერ იყო ხასიათზე, მაგრამ მერე გამოასწორა თავისი შცდომა და გამოანათა smile.gif
Isengard
მოლაშქრეებმა კარგად იარეს და კმაყოფილი დავრჩი ფიზიკური მომზადებით smile.gif)) მაია გადაიგალა ბოლოში მარა მაინც კარგად იარა. მეც ავიშნავ ხედებს, ძალიან ლამაზი იყო. ბოლო ასვა იყო დამგლელი მარა ღირდა.
erekle eko
ძალიან მაგარი აღმართები იყო(მართლა)! სუუუპერ ხედები! მოკლედ, სასტიკად ვისიამოვნე!
_NOSTRA_
ხეები აყვავილდნენ, დათბა, ტემპერატურამ მკვეთრად აიწია, დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ვიყავით რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, თბილოდა, ყველაფერი ყვაოდა, ჩიტის ბუდეში ორიოდე კვერცხი აღმოვაჩინეთ, მოლაშქრე.გე-ს და კარავი.გე-ს სასტავი ერთმანეთს შეხვდა, იქ სადაც ჩანთები იყო დალაგებული, ანუ დროებით ბანაკში, სანამ ეკლესიამდე ავალთ და ჩამოვალთ, შემდეგ ვისაუზმებთ, გავაგრძელებთ გზას. მანქანით სავალ გზაზე ვიარეთ და სოფლამდე ჩავედით, შემდეგ გორისკენ მიმავალ ავტობუსს შევაჯექით, სადგურიდან კი გაფართოებული ტაქსით წამოვედით, რომელშიც სულ 9 მგზავრი ეტეოდა მძღოლის ჩათვლით. ჩამოვედით მშვიდობით, რთული ლაშქრობა იყო, ფოტოებიც ბლომად გადავიღეთ.
erekle eko
აი ფოტოებიც:
http://allshares.ge/download.php?id=673E87B894
matasi
ნოსტრა, რეპორტაჟი დაგიწერია და ეგაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
matasi
როგორც უკვე კარგად ათვისებული ფრაზა, ვიმეორებ: ვიწყებ რეპორტაჟის წერას და მხოლოდ მისი დასრულების შემდგომ, სიამოვნებით გავეცნობით თქვენს აზრს და შთაბეჭდილებებს.

რ ე პ ო რ ტ ა ჟ ი


თუ რომელიმე, ფინჯანი ყავით ან თუნდაც ჩაით ხელში მოემზადეთ მის წასაკითხად,გეტყვით, რომ არ ვიცი რამდენ დროს წაიღებს ან რამდენად გასიმოვნებთ ჩემი თვალით დანახული, ან ენით გადმოცემული ერთი არა-ჩვეულებრივი დღე, მაგრამ ვცადოთ, იქნებ გამოვიდეს რამე..

წასასვლელად გავემზადეთ 5 ადამიანი. მიშკა, რომელმაც ითავა ეს ლაშქრობა და ჩვენი ხელმძღვანელობა.2. გიორგი (ნოსტრა),რომელმაც ზევით უკვე აღწერა რეპოტაჟი 3.თამუნა,(რომელიც ძალიან ფოტოგენურია, ნუ,მე მომწონს smile.gif ) 4.ერეკლე-ეკო (რომელსაც პირველად შევხვდი ამ ლაშქრობაში და უნდა აღინიშნოს რომ დადებითი შთაბეჭდილება დამიტოვა ) და 5.მე (აქ კომენტარი ზედმეტია smile.gif)

შევიკრიბეთ დილის 8:30-ზე დიდუბეში, მე როგორც დაგვიანებულს, ზედმეტად არაფერზე მიზრუნია,იქ მისულს ტაქსი უკვე დაქირავებული, ჩანთები და ხალხი კი დაბინავებული დამხვდა.მოვთავსდი რა მძღოლის გვერდით, (როგორც მწერალი) გავუდექით გორის გზას. ამინდი დიდად სასიამოვნო არ ჩანდა და წვიმის ვარაუდსაც იძლეოდა. მძღოლის მონდომებით უკვე ერთ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით.
პირველი, რაც უნდა მოგვენახულებინა,გახლდათ ატენის სიონი, კვირა დღე იყო და ტაძარში წირვა ტარდებოდა.მოვილოცეთ,თუმცა სამწუხაროდ ფრესკების დათვალიერება არ მოხერხდა შიდა სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ყველგან ხარაჩოები იყო,როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის გარეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ტაძრიდან გამოსულებს მზე გამონათებული დაგვხვდა smile.gif რაც ორმაგად სასიამოვნოს ხდიდა ლაშქრობას. გთავაზობთ იმ ხედების სურათებს, რომლებიც თავად ვიხილეთ, არაა გასაკვირი რომ სურათების გადაღების ხასიათზე დავდექით.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე მგონი, იმიტომ ვიყავით აქ კარგ ხასიათზე, რომ ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა, გველოდა: აღმართი, აღ-მარ-თი, ა-ღ-მ-ა-რ-თ-ი............

გზად მიშკამ ჩიტის ბუდე შენიშნა, რომელშიც სავარაუდოდ 3 კვერცხი იდო, მაგრამ სიშორის გამო ორზე მეტი არ ჩანდა. მიშკამ დიდის მონდომებით ფოტო გადაუღო ბუდეს. აქ ცოტა ჩამოვსხედით და თავს დასვენების უფლება მივეცით და უკლებლივ ყველა იმ შლანგს მივაშტერდით, რომელიც გადაბმაში გაწყვეტილი იყო და გადმომდინარე წყალი კლდის ქიმზე
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აღმართი გვახსოვდა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო და შევუდექით გზას, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას. თავად ეკლესია იყო მცირე ზომის, ძალზედ მკრთალად შემორჩენილი 3-ოდე ფრესკით, (მეტი მე ვერ დავინახე), თუმცა როგორც ჩანს, ხალხი ამოდის იქ, იმიტომ რომ ახალი ჩადგმული ხის კარები ჰქონდა, ურდულითურთ და შორიახლოს, უფრო სწორად ცოტა დაბლობზე, ხის კაი გრძელი მაგიდა-სკამებით.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ისეთი კაი განი ჰქონდა იმ სკამებს, არ წამოწოლა და არ-გამოძინება ცოდვა იქნებოდა, მგონია biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ვის შერჩენია უქმად ყოფნა, რომ ჩვენ შეგვრჩენოდა და ვკრეფდით ვერტიკალს რაც ძალი და ღობე გვქონდა, იკეცებოდა მანძილი ჩვენის ოფლის ღვრით და სირთულის საამაყო შეგრძნებით, გზა იყო მიხვეულ-მოხვეული, ქვა-ღორღიანი, ხავსიანი, თვალს ახარებდა სიმწვანე და სმენას ატკბობდა ჩიტების ჭიკჭიკი... ძირითადად მივდიდიოდით მუხლებამდე ნეშომპალაში და ფოთლების შარიშურში. უნდა აღინიშნოს, რომ ბიჭები მშრალ ფოთლებს ადგამდნენ ფეხს და არ უცურდებოდათ, მე და თამოს კი უკვე გაგლესილ ადგილას გვიწევდა ფეხის დადგმა და ვსრიალდებოდით.. სხვა რა გზა იყო და ხელმძღვანელმა, თავად გვიჩვენა ოთხზე ფორთხვის მაგალითი smile.gif გზად ძალიან ლამაზი ფერის პაწაწინა სოკო ვნახეთ,რომლის ფოტო თქვენც აუცილებლად უნდა ნახოთ
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
აღარ გავაგრძელებ იმის მოყოლას როგორ გადავლახეთ ეს სირთულე, მცირე შესვენებებით როგორც იქნა ავაღწიეთ და ჩემზე ბედნიერი არცერთი რომ არ იყო, ამასი ეჭვი არ მეპარება smile.gif პარალელურად, ვტკბებოდით ხედებით ამ ადგილას კაი ხანი შევისვენეთ და გადავიღეთ უამრავი სამახსოვრო სურათი. მე დაღლილობამ მაჯობა და გადავწყვიტე, გადავწყვიტე რა, პრინციპში აღარ მქონდა სიარულის თავი biggrin.gif და დავრჩი იქ, სადაც სხეული დაუძლურდა, ხოლო სული გაყვა მათ,მამაც და უდრეკ მოლაშქრეებს

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
სამწუხროდ,მე ვერ გაგიზიარებთ იმ ემოციებს თუ რა სილამაზე იხილეს მთის წვერზე ასულმა მოლაშქრეებმა, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებულები ჩამოვიდნენ, მივხდი, ბევრი დავკარგე.. sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ზევით დახვდათ თოვლი biggrin.gif მოკლედ, იმდენ ხანს მალოდინეს, მივხდი ჩამოსვლა აღარ უნდოდათ biggrin.gif მე, ამასობაში მზეს მიფიცხებულმა, კარგად გამოვიძინე, თუმცა ადამიანის ხმები აშკარად ჩამესმოდა და გადავწყვიტე მიყურადება," ხმა მესმის, კაცი არა ჩანს" -დამემართა biggrin.gif და უცებ ვხედავ, 3 ახალგაზრდა მოაბიჯებს, ზუსტად ჩვენს პონტში რაა, მოლაშქრეები smile.gif საბოლოოდ 4 კაცი აღმოჩნდა, 2 გოგო, 2-იც ბიჭი smile.gif მგონი არწივის დანახვა უფრო არ გამიკვირდებოდა ისე როგორც ადამიანების, ვფიქრობ მსგავსი ემოცია გაუჩნდათ მათაც smile.gif მოკლედ, გავიცანით ერთმანეთი და აღმოჩნდნენ ასევე ლაშქრობების მოყვარულთა ფორუმის "კარავი.გე-ს" წევრები, რომლებიც ასევე დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან აპირებდნენ ასვლას. ამ დროს ჩვენები უკვე ჩამოდიოდნენ... მისალმების და გამოცნაურების შემდეგ, მხოლოდ სალმით არ შემოვფარგლულვართ და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ამ დროისთვის საგზალი უკვე გაშლილი გვქონდა,მოვიწვიეთ ახალგაცნობილებიც, მადლობა გადაგვიხადეს და აღნიშნეს რომ გზის გაგრძელების დრო იყო. ჩვენ კი ვიწექით და ვნებივრობდით..
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნოსტრამ სერიოზულად გამოიძინა, თამუნა ღრუბლებს აკვირდებოდა, ერეკლემ კი აღმოაჩინა რომ თვალებში შავი, წრიული ზოლები უჩნდებოდა და რაღაცეები ეჩვენებოდა, სხვაგვარად წარმოუდგენელია იმის დაჯერება რასაც ის მოკრიალებულ ცაზე ხედავდა..biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე რას ვაკეთებდი? პრინციპში მეც მეძინა, მაგრამ არა გიორგივით გულმოდგინედ.. მე უფრო ხედებით ვტკბებოდი თვალდახუჭული biggrin.gif ამოვწურეთ რა შესვენება-დასვენების ლიმიტი, ავლაგდით, ჩავლაგით და დავადექით გზას ამჯერად გაცილებით ცივილიზებული ფორმით, მარტივად, მდელოზე მოვსეირნობდით, გადასარევად ჩანდა გორი და ახლო-მახლო სოფლები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზად ჩავუარეთ ვერეს ციხეს, ასვლის და ახლოდან მონახულების დრო აღარ იყო და უბრალოდ, მოვაბიჯებდით უკვე გრუნტის გზაზე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჩამოვედით სოფელში, დავჯექით სანახშოზე და დავუწყეთ ბედს ლოდინი biggrin.gif ჩვენი ბედი აღმოჩნდა ატენი-გორის სარეისო სამარშრუტო ტაქსი, რომელიც ბოლო რეისზე მოდიოდა, 10 წუთში გორში ვიყავით, იქიდან კი კერძო ტაქსით 40 წუთში თბილისში. აი, ასეთი გამოვიდა ჩვენი ლაშქრობა,ლაშქრობით კი, ზოგი ძალიან და ზოგიც უ-ძალიანესად კმაყოფილი.
marita
ერთ დროს მოლაშქრეებთან ერთად მეც ავედი დანახვის წმინა გიორგზე, არ მავიწყდება ის ხედები რაც იქ დამხვდა, სული შემეკრა იმ სილამაზის დანახვისას.
ფოტოებმა და რეპორტაჟმა მომხიბლა, წარსულში დამაბრუნა...
Tsero
ყოჩაღ სასტავ, მაგარი გივლიათ. მუხლები გამიხურდა სურათებს რო გადავხედე biggrin.gif
nino-ticha
წეროსი არ იყოს , ყოჩაღ, სასტავ smile.gif მაგრამ მე გავიაზრე, რაფერ ამძვრებოდა სახე გზადაგზად biggrin.gif მშვენიერი რეპორტაჟია მადმაზზელ,,,მართლაც და კარგი დღე შერჩება თქვენს მახსოვრობას
Molashqre
მშვენიერია!

დასანანია, რომ სხვები არ წახვედით, მართლა ლამაზი ხედებია დანახვისიდან...

ისე, 6 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, რომ კარველებს შეხვდა მოლაშქრე smile.gif მიყვარს მოლაშქრე ხალხი ერთმანეთს რომ ხვდება გზაზედ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.