დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 03.III მსხალდიდი-წოდორეთი.
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
anterior
ჩამოვედიით ))) ყველანი სასიამოვნოდ დაღლილები ვართ,კარგად ვართ )) ძალიან სასიამოვნო ლაშქრობა იყო.მე პირადად დადებითი იმოციებით ამავსო)) ასევე სხვა მოლაშქრეებიც.დიდი მადლობა ყველას) ფოტოები და რეპორტაჟი ცოტა მოგვიანებით იქნება.
erekle eko
უჰუუუ მშვენიერი ლაშქრობა გამოვიდა! დიდი მადლობა სასიამოვნო საზოგადოებას!
erekle eko
აი ფოტოების ლინკიც:
http://mydisk.ge/download.php?id=egusujuqy
ZuraaruZ
კაი და თბილი ფოტოებია, მომეწონა თქვენი ლაშქრობა ;)
nino-ticha
მე როგორც იქნა შევძელი კომპიუტერთან მოახლება smile.gif გაზაფხულის პირველი გასვლა იყო სრულად დადებითი ემოციებით სავსე,,,თოვლიან სერზე სრიალით დაწყებული ბევრეთის მონასტრის სიმშვიდით დამთავრებული. მოკლე, მე ვარ სრულიადზე მეტად კმაყოფილი და გმადლობთ, ფიფლ, ამისთვის
Isengard
დილით 9 საათისთვის შევიკრიბეთ მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, დილა კარგ და მზიან ამინდს გვპირდებოდა. ლაშქრობაში ვიყავით ზაზა, ნინო, ერეკლე და ნიკა. დილით ლიკამ გაგვაცილა მოლაშქრეები და გაუდექით გზას. მსხალდიდში მარშუტკა სწრაფად ავიდა. მსხალდიდში დაგხვდა ქარიანი ამინდი, ცამოვცხდით მარშუტკიდან, მოვწესრიგდით და დავიწყეთ სვლა დასავლეთისკენ, ლომის სერზე.[

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზადაგზა გვხვდებოდა ყვავილები ამოსული გაყინული თოვლიდან. ძალიან მოგვეწონა ერთი მდელო რომელზეც გადავწყვიტეთ ზაფხულში პიკნიკზე ამოსვლა smile.gif). აქედან უკვე გამოჩნდა ლომის სერი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალევე დავიწყეთ ასვლა ლომის სერზე, ვერტიკალი არცთუ ისე დიდი აღმოჩნდა აღმოსავლეთ მხრიდან. თუმცა რომ მივადექით მთის წვერს უცებ გადაიშალა ფანტასტიური ხედები, როგორც ვფიქრობდი აქ ძლიერი ქარი დაგხვდა, თან გვინდოდა ცოტა გავჩერებულიყავით მარა ეს ქარი არ გვაცდიდა, თუმცა ამისდა მიუხედავად გადავიღეთ უამრავი კარგი და მხიარული ფოტოები, აქედან ჩანდა ბევრეთი,სამონასტრო კომპლექსი, მეორე მხარეს თბილისი და თბილისის ზღვა, აგრეთვე მოჩანდა სამხრეთ საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარე მთები, მხოლოდ კავკასიონი იმალებოდა ნისლში.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
გავიყინეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ დაშვება ბევრეთში, გეგმაში უნდა გავყოლოდით ქიმს და შემდგომ მთის ჩრდილოეთ მხრიდან უნდა ჩავსულიყავით. თავისთავად ჩრდილოეთ კალთაზე დაგხვდა გაყინული თოვლი, მოლაშქრეებმა ვერ გაუძელით და ვიგუნდავეთ, დავეშვით რამოდენიმეჯერ თოვზე. ერთი დიდი ფოტოსესია აქაც ჩავატარეთ biggrin.gif:D

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


აბა მოლაშქრეებო მარჯვნისააააკენ!!!

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


მხიარულობაში და საუბარში მომენტალურად დავეშვით მთიდან ბევრეთში, ისე რომ არც კი შემგვიჩევია. ბევრეთში დაგვხვდა ტალახი რასაც ქვია ბლომააად. მონასტრამდე ტყაპატყუპით ვიარეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
გთავაზობთ ბევრეთის მონასტრის სურათებს.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ საოცარი სიმშვიდე და მისტიკური ატმოსფერო დაგხვდა, საოცარი სულიერი სიმშვიდეა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ ჩვენ ისევ ძალიან თბილად მიგვიღეს, ჩამოვჯექით ყავა მივირთვით, ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, დედაომ მრავალი საინტერესო ამბავზე და სასწაულზე გვიამბო აგრეთვე ამ ტაძრის პროექტზეც, რომლის პროექტი ეკუთვნის თუ სწორად მახსოვს გიორგი კიკნაძეს, სახელი ზუსტად არ მახსოვს და რაც შეეხება წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, საინტერესოა ის ფაქტი რომ ის არის ზუსტი განმეორება მარტვილში განცალკევებულად მდგომი ეკლესიის. ჩვენ მოლაშქრეებს ალბათ ახსოვთ ეს ტობა-მარტვილის ლაშქრობიდან.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ძალიან დიდი სიხარული და სითბო გვაჩუქა "ბონიმაც", რომელმაც თითქმის წოდორეთამდე გაგვაცილა, სულ დახტოდა და ითხოვდა მოფერებას ყმუილით. ))))

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რომ ჩამოვჯექით საჭმელად ბონიც შემოგვიერთდა და გვერძე იჯდა და ითხოვდა მაჭამეთო მეც, უსაყვარლესი თვალებით. სამწუხაროდ ამ ძაღლის ფოტოების გადაღებაში ფოტოაპარატებსაც დაუჯდათ აკუმულატორი, ამიტომაც შემდეგი ალშქრობის ეტაპი, წოდორეთში ასვლა ფოტოსურათების გარეშე იყო smile.gif))


დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

წოდორეთში მამავალ ბილიკიც შეუმჩნევლად გავიარეთ, ვსაუბრობდით კოსმოსზე და პლანეტებზე. ასევე შემდეგი ლაშქრობების გეგმებზე. წოდორეთში ჩავედით და ცოტახანი მოგვიწია ავტობუსის ლოდინი. ჩავჯექით ავტობუსში და დაახლოებით 45 წუთში უკვე ვიყავით თბილიში.



ბოლოსთვის მინდა ვთქვა რომ ლაშქრობა გამოვიდა ძალიან ხალისიანი და მხიარული. მოლაშქრეებმა კარგად ვიარეთ და ლაშქრობამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ამინდმაც ასე თუ ისე გაგვიმართლა, მადლობა მოლაშქრეებს კამპანიისთვის, ყველამ კარგად იარა.

სამწუხაროა რომ ბევრმა ვერ მოახერხა წამოსვლა ჩვენთან ერთად. კარგი რამ გამოტოვეთ ))))))
Molashqre
კი, მე სამწუხაროდ სანამ გაგაცილებდით, უკვე ვნანაობდი რომ მომიწევდა მაგ ლაშქრობის გამაზვა sad.gif
davit-geo
გადავხედე სურათებს ძალიან კარგი იყოო. ყოჩაღ smile.gif
nino-ticha
ყველაზე მარდი მოლაშქრე მოვედი,
რეპორტაჟი წავიკითხე, ვისიამოვნე, სურათები მივათმოვათვალიერე და კიდევ ერთხელ გავიხსენე, რომ მშვენიერი კვირა დღე ვაჩუქე ჩემს თავს,,,რომ არა მიშკას და ეკოს დაჟინება, მომიწევდა მშვენიერი დღის გამაზვა და შემდგომ ვაიდავიში საკუთარ სიზარმაცეზე,,,აი, ისეთი ლაშქრობა იყო, ყველაფერირომ არის. არ დამავიწყდება ზამთარი სერზე, თოვლის ზოლი, მერე ცის ზოლი და მთის ქედზე თოვლში ამაყად მოსიარულე მე, უთხილამუროდ სრიალის მოსურნე ბიჭები, წუილა ქარი, ფანტასტიური ხედი.
უჰ, მომინდა ისევ
ბიჭებო, გაიხარეთ, კარგი დღე გამოვიდა დასტურ
ლიკა, კარგი იქნებოდა რომ წამოსულიყავი ,,,
PS ლეგენდარული ,,ბაწინკებისათვის''კიდევ ერთხელ მადლობა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.