დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 17.II ბებერი კლდე!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Molashqre
ჩამოვედით!

ლაშქრობა გამოგვივიდა მოკლე. მოხდა ისე, რომ სწრაფად ავედით ბებერ კლდეზე და სწრაფადვე ჩამოვედით smile.gif

ერთი ის იყო, რომ თავად კლდეზე გავჩერდით დიდი ხანი smile.gif

ეგი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და თუ რატომ, რეპორტაჟში იხილავთ smile.gif
erekle eko
უჰუუუუჰ ძალიან სასიამოვნო ლაშქრობა გამოვიდა ^_^!
TAMO
კარგი იყო, ფოთლებში ვიხრაშახრუშეთ და მზის აბაზანებიც მივიღეთ smile.gif
erekle eko
ამა კვირისა ოთხი ადამიანი შევიკრიბეთ კახეთის გზატკეცილზე:ლიკა, თაკო, თამო, გიორგი და მე, ჩავსხედით თაკოს მანქანაში და გავეშურეთ საგარეჯოსკენ. შევედით ქალაქში, ამოვიღეთ ბარგი და დავიწყეთ სვლა. იყო მზიანი ამინდი ცივი ნიავით. ბრრრ.... უნდა ავსულიყავით ბებერ კლდეზე. დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
სულ ცოტა ხანში მივადექით მთავარმოწყალის პატარა დარბაზულ ეკლესიას. ინსპექტირება ჩავუტარეთ და იქვე ნახევრად დაჟანგულ სკამებზე ჩამოვსკუპდით. იქვე ხეზე ჩამოეკიდათ ტრადიციული "კრუშკაც" ^_^. დაახლოებით 10 წუთი გავჩერდით შემდეგ კი განვაგრძეთ სვლა კბილებჩამოცვენილი ბებრისკენ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
საკმაოდ სწრაფი ტემპით მივდიოდით. ხოოოდა ამიტომაც აღმართმა რთული გავხდებიო და ციცაბო გახდა. პარალელურად მცოცავი ფოთლები გვითრევდნენ თავიანთ ხაფანგებში! ჩვენც გმირულად და შხრშხრნებით მივიწევდით წინ. ფოთლები მუხლებს ზემოთ გვფარავდნენ. დავაღწიეთ თავი ამ საინტერესო გარემოებას და ცოტა ხნით შევისვენეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
განვაგრძეთ სვლა და უპს. უკვე ბებერი კლდის გვერდით აღმოვჩნდით. უფორმო ტერასებით შემკობილი ეს კლდე ნამდვილად კბილებჩამოცვენილ ბებერს მოგაგონებდათ. უკვე კარგად ჩანდა საგარეჯოც, ივრის ზეგანიც და შორეული დავითგარეჯის ნახევარუდაბნოც. ჩავუტარეთ ფოტოსესია, გამოვთქვით ჰიპოთეზა ხრამში ჩავარდნის შემდეგ გადარჩენის თაობაზე და 7 წუთში უკბილო ბებერს უკვე ზემოდან ვუყურებდით.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
ავედით თუ არა კლდეზე, მზე ღრუბლებში დაგვემალა და ამოვარდა ქარი... გადავწყვიტეთ კოცონის დანთება. დავტრიალდით, შევაგროვეთ მასალა და თამომ ლიკასთან ერთად დაიწყო კოცონის დანთება. აანთეს მშვენიერი ცეცხლი. მივუსხედით კოცონს, გავითბეთ ძვლები, გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ჭამა(ეს უფრო ნელა მოხდა).დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
კოცონის ანთების შემდეგ ქარი ცოტათი ჩადგა და მზეც გამოვიდა... იქვე ახლოს თოვლის ნაშთები იყო. ჩვენც არ დავაყოვნეთ და დავიწყეთ ტორპტოლინგის თამაში(თაკოს გარდა. თაკო მზეს ეფიცხებოდა). როდესაც ეს თამაში მოგვწყინდა მივბაძეთ თაკოს მაგალითს და მივიღეთ ზამთრის მზის აბაზანები. შორიდან მანქანი გუგუნი და საომარი ექსპერიმენტების ბათქა-ბუთქი ისმოდა. მოგვიანებით ლიკამ თბილისის ჩეხური ტიპის ბინები დაგვანახა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
დანიშნულების ადგილზე დაახლოებით ორ საათში ავედით. იქ ორ საათზე მეტხანს გავჩერდით. გადავწყვიტეთ ავბარგულიყავით და წავსულიყავით. კოცონი მივქექთ-მოვქექეთ, ჩამქრალს უფრო მეტი სითბო ჰქონდა ^_^. მთაზე უცნაური წარმომავლობის ანძის მსგავსი სხეული იდგა. დავემშვიდობეთ ანძას და დავიწყეთ დაშვება. გზად საკუთარი ჩრდილების პოზირება დავიწყეთ. შემდეგ კი რიხინ-რიხინით და ფოთლების შხურუნით მალევე დავეშვით საგარეჯოში.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
erekle eko
უკვე საგარეჯოში შესულებს შემოგვეგება ხმაჩახლეჩილი უცნობი ჯიშის ძაღლი და ერთი აბურძგნული კოკერი(კლდეზე ასვლის დროსაც ყეფით მიგვაცილებდნენ). სანამ მანქანას მივუახლოვდებოდით თვალში მოგვხვდა კოშკი. ხოოოოდა ჩვენც მივედით და გამოვიკვლიეთ. ოდესღაც ორსართულიანს საკმაოდ სქელი კედლები ჰქონდა. დავტოვეთ რაპუნცელის კოშკი, ჩავსკუპდით მანქანაში და გამოვეშურეთ თბილისისკენ.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


სასიამოვნო ლაშქრობა დამთავრდა. ზი ენდ.
_NOSTRA_
http://allshares.ge/download.php?id=AB93BE3C47 სურათები

ეს ლიკას სურათები - http://bin.ge/dl/75187/Resized-Images.zip.html
Molashqre
სულ გავიარეთ 9 კმ-მდე და ვერტიკალში ავკრიფეთ 600 მ.

ესეც რუკა, რომელზეც დატანებულია ტრეკი, ხოლო ჯი-პი-ეს-ისთვის კი წერტილების და ტრეკის ფაილებს გთავაზობთ:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც გუგლისთვის:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ვგონებ, სასიამოვნო გასვლა იქნებოდა, ამინდი იყო ეგეთი smile.gif
nino-ticha
აი ყოჩაღები ხართ რაა,,,ეკო, გადასარევად გვამოგზაურე დღევანდელ დღეში შენი რეპორტაჟით,,,იმედია, მეც ამოვაჩხაკუნებ ჩემს ბებერ ძვლებს და სადმე წამოვალ ,,,
erekle eko
სენქ იუ თიჩა ^_^.
bartki
ეჰ, როგორ მინდოდა.. ყოჩაღ, კარგები ხართ.
erekle eko
აი ფოტოებიც:
http://allshares.ge/download.php?id=B7C3F97A54
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.