დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 10.II ასურეთი-კვირიკე-ორმოცა-კაბენი-კიკეთი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2013 წელი
Isengard
ჩამოვედით მშვიდობით, ნისლიანი იყო ლაშქრობის უმეტესობა თუმცა ბოლო ნაწილი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აგმოჩნდა, როცა ამოვედით ნისლის ზემოთ. მოვინახულეთ კვირიკე, ასევე კიდევ უცნაური ნაგებობა გზად, უფრო ნანგრევები და კედლები იყო დარჩენილი,ორმოცას ეკლესია, საბედნიეროდ ქოროღლის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პოვნა გამიჭირდა და ჯგუფი ჩავედით კაბენში, ფოტოები გადავიღეთ და დავიწყეთ ასვლა კიკეთში, როგორცვე ამოვედით მთის ქიმზე ჩამობნელდა, მარცხნივ და მარჯნივ ზღვასავით გაჭიმულ ნისლში ჩაძირული სახლები საოცრად ანათებდნენ ქვემოდან , ზემოთ ცა კი სულ წკრიალა და ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.
კიდევ გზად ბევრი საინტერესო რამ მოხდა, ყოველივეს რეპორტაჟში დავწერ.

კიდევ ერთს ვიტყვი რომ ფოტოებიც კარგები გამოგვივიდაა smile.gif
Molashqre
და მაგ ნისლში ჩაძირული განათებული სახლების ხედები თუ გადაიღეთ?
Isengard
იმდენად ჩამობნელდა და ისეთი მისტიური და უჩვეულო იყო, სამწუხაროდ ასეთი პატარა რაოდენობის შუქი ვერ აღიქვა ფოტოაპარატმა, თუმცა ერთი ორი ფოტო გადავიღეთ მაინც, მიუხედავად ამისა ეს ფოტოები ვერ გადმოსცემენ იმ ფანტასტიურ სილამაზეც, გაოცებულები ვიყავით.
anterior
საინტერესოა ))) ველოდები რეპორტაჟს აბა )) დამაინტერესა მისტიკამ.
erekle eko
მომენტი როდესაც სიტყვები არ გყოფნის! აიიიიი მაგარი იყო! განსაკუთრებით კლდის პირას დგომა და წინ მხოლოდ ნისლის ცქერა! საუბარი აღარ მაქვს ღრუბლებს ზემოთ გატარებულ წუთებზე!
ZuraaruZ
საინტერესოა, მეც ველოდები რეპორტაჟს და განსაკუთრებიტ ნისლიან ფოტოებს )))
Isengard
nino-ticha
ვა რა მაგარია ეგ ორი ფოტო,,,სხვებიც მალე რაა, მოუთმელად ველი
_NOSTRA_
კაი ლაშქრობა გამოგვივიდა, მდუმარე ნისლი ჩამოწვა და ნელ ნელა ამოდიოდა ზევით, ვარსკვლავებს ფარავდა, ბოლოს ჩვენც გვშთანთქა, მოვდიოდით უკუნით სიბნელეში, ოცი მეტრის დაშორებით ხილვადობა იყო ნული...
erekle eko
ესეც სურათები ნორმალური ფორმატით ^^:
http://allshares.ge/download.php?id=8FC2E20487

ეს ცოტა მივამუშ-მოვამუშავე ^_^:
http://wებww.flickr.com/photos/eko-eko...57632738635057/
Isengard
კვირა დღეს შევხვდით სამგორის ავტოსადგურზე, ყველანი შევიკრიბეთ დროზე, ჩავჯექით ტრანსპორტში და გავეშურეთ ასურეთისკენ. ლაშქრობაში წამოვიდა ოთხი ადამიანი მე ( მიშკა ), ერეკლე, გიორგი ( ნოსტრა ) და ჩემი სტუმარი გიორგი. ამინდი კარგს არაფერს გვპირდებოდა.

არ მისული ასურეთამდე ჩამოვედით და დავიწყეთ ასვლა პირველი დანიშნულების პუნქტამდე, კვირიკეს ეკლესია. მინდორ მინდორ გვხდებოდა აბლაბუდები და საინტერესო აბლაბუდები წვეთებით.
Isengard
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით ნისლი სულ უფრო და უფრო მატულობდა, მეშინოდა არ გადაგვეხვია გზიდან. საბედნიეროდ ვიპოვე მთის ქიმი და გაუყევით მას. დრო და დრო უკვე წვეთბის მაგივრად ტოტებზე პატარ პატარა ყინულები იყო.


აქვე დასვენებისას ჩამოვჯექით და ერთი საყვარელი ცუგა მოგვეგება.
Isengard
რაც უფრო ზემოთ ავდიოდით, გარშემო ყველაპერი უფრო დაბურული და მისტიური იყო. ბოლოსდაბოლოს დავინახეთ უზარმაზარი სილუეტი და აგერ მივაღწიეთ კვირიკესს.
Isengard
კვირიკესთან შევისვენეთ ცოტახანი და მერე დავიწყეთ დაშვება, ახლა შემდეგი ჩვენი პუნქტი იყო ორმოცას ეკლესია. ვერც კი შევვამჩნიეთ როგორ ჩამოვედით საუბარ საუბარში smile.gif))) დავინახე რაღაც ნანგრევები, როგორც გავიგე წმინდა გიორგის ეკლესია იყო ადრე, დავატვალიერეთ ეს ნაგებობა და განვაგრძეთ დაშვება. რატომღაც მდელო არ იყო როგორც რუკაზე იყო ნაჩვენები და იყო ბუჩქნარი. დავეშვით ბილიკზე და შემდეგ გავედით გზაზეც.
Isengard
გზა ვერადავერ ვიცანი რომელი იყო რუკაზე, ნისლში გაურკვეველი იყო ჩემთვის ეს ადგილი.


დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


ბოლოს და ბოლოს დავინახეთ სახლები, საიდააანნ ვერ მივხვდი რადგან რუკაზე არაფერია ნაჩვენები, როგორც ვფიქრობთ სახლები არ იყო აღნიშნული რუკაზე რადგან რუკა საკმაოდ ძველია. ცოტა რომ გადავიდა ნისლი მივხვდით სადაც ვიყავით რუკაზე, გავაგრძელეთ გზა. გზად შეგხვდნენ მონადირეები, ბრუნდებოდნენ ნადირობიდან და მათაც დაგვაკვალიანეს და გვაჩვენეს გზა ორმოცას ეკლესიამდე.
Isengard
ნისლს არ სურდა გადასვლა sad.gif((

გაუყევით გზას, მალევე მივედით წყაროსთან და ეკლესიასთან. შევედით და დავათვალიერეთ, როგორც გვითხრეს ეს ეკლესია 16 საუკუნეშია აგებული

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
გთავაზობთ სურათებს.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გეგმა ავსულიყავით კოჯრის ციხეზე, ბილიკები წარამარა იყოფოდა, საბედნიეროდ ნისლიც გადადიოდა და გამოჩნდა კლდეები თუმცა არა იმ მხრიდან რომლიდანაც უნდა ჩანდნენ biggrin.gif:D:D

ჩამოვჯექით საჭმელად და ამ დროს მოგვარდა ორი ძაღლი, როგორც ჩანს მონადირეებს გამოექცნენ, ჩვენც გავუმასპინძლდით სტუმრებს და ამის შემდეგ არც კი მიუტოვებივართ, და გამოგვყნენ კაბენამდე. smile.gif)
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


როგორც ბოლოს დავასკვენი გამოვტოვეთ მოსახვევი ( მიუხედავად იმისა რომ სულ მარჯვნივ ვიღბდით გეზს ). ჩავედით კაბენში, უკვე დაიწყო ჩამობნელება, სწრაფად დავატვალიერეთ გარშემო ტერიტორია და უნდა გვენახა ბილიკი, რომელიც აგვიყვანდა ზემოთ, აქეთ იქით უზარმაზარი კლდეები იყო არსად არ გეგულებოდა ბილიკი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Isengard
ნელნელა ბნელდებოდა და დროზე უდნა გვეპოვა ბილიკი, ამ მომენტში ჩემმა ორიენტაციამ არ დამაღალატა და მოვნახეთ ბილიკი, რომელიც გადათხრილი იყო და რაღაც კაბელი იყო გაყვანილი, გავყევით და როგორც აღმოჩნდა კლდეებში მიდიოდა, წყლის მილი კლდეებიდან ქვედა სოფლებში აწვდიდა წყალს. ამ დროს ნევებ ათხრილებმა უკან დავიწყეთ მოძრაობა, მე შევამჩნიე კიდევ ერთი ბილიკი რომელიც ადიოდა იმ მხარეს სადაც წესით და რიგირთ უნდა ყოფილიყო სამხედრო ბილიკი. როგორცვე მოვხვდით ბილიკების გზავარედინზე გამახსენდა რომ ამ ადგილას ოდესღაც უკვე მქონია ლაშქრობა გახარებულმა ვიცოდი რომ წინ ლამაზი ხედები შეიძლებოდა შეგხვედროდა, თუმცა ისევ ჩამოწვა ძლიერი ნისლი, მარა მაინც ლამაზი იყო. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის მომენტი იყო როცა ამოვედით ნისლის ზემოთ და მოვექეცით წკრიალა ვარსკვლავებით მოჭედილ ცის ქვეშ, ნისლის ღრუბლები კი ჩვენს ქვემოთ ხევში იყო და ნელნელა მოიწეოდა ზემოთ. ეს საოცარი მომენტი იყო და დააგვირგვინა ჩვენი სათავგადასავლო ლაშქრობა.
Isengard
ამოვედით კიკეთში და ახლა ველოდებით ტრანსპორტს, უცებ გაისმა ავტობუსის ხმა, გაგვეხარდა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

..... ეჰ მარა რა .... ჩაგვიქროლა არც კი გააჩერა ... ისე ეჩქარებოდა მძღოლს biggrin.gif:D:D ერეკლემ კადრში დაიჭირა მაინც.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თუმცა უკანა გზაზე როცა ამოვიდა გაგვიჩერა და მალევე ჩამოვედით თბილიში. ზე ენდ.
matasi
ზე ენდ!!! კაი იყო.. smile.gif მიშკა მაგ ტოვლისთვის რაღაც თხლად გეცვა,ხო იცი smile.gif მომეწონა 1-2 სურათი..
TAMO
რა მაგარი ძაღლია smile.gif)) ფოტოებიც მომეწონა, კარგი ლაშქრობა ყოფილა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.