დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 30.X.2011 ბატეტის ტბის მიდამოები!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით! ამინდში გაგვიმართლა, უბრალოდ ციოდა, მაგრამ ტბის პირას დანთებულმა კოცონმა და ცხელმა ჩაი-ყავებმა ეგ პრობლემა ადვილად მოაგვარეს smile.gif

2000 მთის წვერზე ვერ ავედით. რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებდი,(თბილისი-კოდმანის გზაზე 3.5 სთ დავკარგეთ) ამიტომ 1900 მ სიმაღლეს დავჯერდით...

ფოტოები და რეპორტაჟი იქნება მოგივანებით....
LevanVerdzeuli
რეპორტაჟს ალბათ ლიკა დაწერს. მე ჩემს შთაბეჭდილებას გეტყვით. როგორც იქნა შედგა ჩემი პირველი ლაშქრობა თქვენთან ერთად და ძალიან კმაყოფილი ვარ. თანაც ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ფეხის მოტეხვის შემდეგ.
მთის წვერზე რომ ვერ ავედით, დიდად არ დამწყვეტია გული. ის ლამაზი ხედები 1900-დანაც კარგად ჩანდა.

მადლობა მინდა ვუთხრა ზაალს, იმ საშინელ გზებზე ძალიან მაგრად იარა. იმედია მანქანას სერიოზული არაფერი სჭირს.
მადლობა ლიკას ამ ყველაფრის თავის მობმისთვის.

ჰო, კიდევ ერთი. მგონი ზაალის მანქანის საბარგულში დამრჩა ჩემი ტანსაცმელის ნაწილი. ზაალ, აპარატის გასაკეთებლად რომ გნახავ, გამოგართმევ. იმედია, სამრეცხაოში რომ მიიყვანე მანქანა, ბიჭებმა არ გადაყარეს smile.gif)) (ძალიან დასვრილი იყო ტანსაცმელი)
momtabare
მადლობა ლიკას და მთელ გუნდს!
მარტივი, მაგრამ საინტერესო და ლამაზი გასვლა იყო smile.gif
თან გუნდაობაც მოვახერხეთ smile.gif))
dadunino
მეც ვისიამოვნე ამ გასვლით, განსაკუთრებით მომეწონა ტყე და ტბა. მადლობა ბიჭებს წყლის ტარებაში რომ დამეხმარნენ. და ვაშლებისთვის.

სამანქანე გზა საშინელი იყო.

პ.ს. ჩემს მანქანაში აღმოვაჩინე ნივეას პომადა. ჩემი ნამდვილად არარის smile.gif

აქ ჩემი სურათებია

http://allshares.ge/download.php?id=D20A3BA467

ციტატა(momtabare @ Nov 2 2011, 12:34 PM) *
....
P.S. ნივეას საცხი ჩემი არააsmile.gif მგონი არც ჩემი წამოყვანილი ხალხის უნდა იყოსsmile.gif


smile.gif
zaal1976
მადლობა მოლაშქრეთა კაპიტანს და დანარჩენ გუნდს. მშვენიერი გასვლა იყო. ამინდმა ძალიან გაგვიმართლა. ტანსაცმელი ვიპოვე და ვფიქრობდი ნეტავ ვის ეზედმეტა მეთქი. უკვე გასაგებიაsmile.gif

სურათები სადაა ხალხნო? იქნებ დადოთ და გადმოვტვირთავ
hmmm.gif hmmm.gif
momtabare
ჩემი ცუნცულა აპარატით გადაღებული სურათები აქედან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ:
(ხარისხი მოიკოჭლებს, მაგრამ ეგ არის რაsmile.gif

ბმული #1
ფაილის სახელი: Bateti Lake - Part 1.rar
ფაილის გადმოსაწერი ლინკი:
http://upload.ge/download.php?id=DDA07A8B12

ბმული #2
ფაილის სახელი: Bateti Lake - Part 2.rar
ფაილის გადმოსაწერი ლინკი:
http://upload.ge/download.php?id=BE8F3D4212

კარგი იქნება დანარჩენებიც თუ ატვირთავენ სადმე და ლინკს დადებენ ;)
P.S. ნივეას საცხი ჩემი არააsmile.gif მგონი არც ჩემი წამოყვანილი ხალხის უნდა იყოსsmile.gif
LevanVerdzeuli
მე დღეს საღამოს ავტვირთავ სურათებს. რამდენიმე ვიდეოც გადავიღე.

ზაალ, გამოგართმევ დღეს. თან ნიკოსთანაც (ფოტოაპარატის ხელოსანი) მივიდეთ თუ გინდა.

ჩემი სურათები და ვიდეოები
http://allshares.ge/download.php?id=23B3A5B950
_NOSTRA_
კაი ლაშქრობა გამოგვივიდა მიუხედავად იმისა რომ 100 მეტრი დაგვაკლდა, სამაგიეროდ დღის სინათლეზე დანახულმა ტბამ და კოცონმა გაასწორა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, დიდი მადლობა ყველას smile.gif
Molashqre
მაშ დავიწყებ რეპორტაჟის წერას და სანამ არ მოვრჩები გთხოვთ, ნუ დაპოსტავთ...
ფოტოები ნინოსი, მეორე ნინოსი (მომთაბარე) და ცოოტა ჩემიცაა გამოყენებული ამ რეპორტაჟში...

დილით დათქმულ დროს შევიკრიბეთ 10 ადამიანი და გავეშურეთ ქარელისკენ... ქარელში ერთ საათში ჩავედით, მაგრამ ქარელიდან კოდმანამდე კი რა გითხრათ sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აი ასეთ საშინელ გზაზე ვიარეთ სადღაც 2.5 საათი, რაც ძვირფასი დროის დაკარგვა იყო sad.gif
მივედით რა დანიშნულ ადგილამდე, დავტოვეთ მანქანები და ფეხით მივაშურეთ ტყეს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ძამას ხეობაში ჯერჯერობით ხეებს შემორჩენილი ქონდათ ჭრელი ფოთლები smile.gif
ტყე შერეული იყო, თუმცა წიფლის ხეები ბევრად ჭარბობდა ნაძვისას...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
1900 მეტრის სიმაღლეზე ვიყავით... საკმაოდ ციოდა... თოვლიც კი იდო.... შევისვენეთ აქაც და პარალელურად ხედებითაც დავტკბით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

იყო 3 საათი... წვერამდე 100 მეტრი გვქონდა დარჩენილი ვერტიკალში, მაგრამ ვერ ვასწრებდით ტბის დღის სინათლეზე ნახვას sad.gif ამიტომ, წვერი გადავიფიქრე და დავიწყეთ მსწრაფლ დაშვება, რა თქმა უნდა ყოველგვარი ბილიკის გარეშე smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
რომ შევარჩიეთ გასაჩერებელი ადგილი, დავიწყეთ კოცონისთვის მზადება... ყველა დატრიალდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მე და ნინომ (მომთაბარემ) მალევე ავაგიზგიზეთ კოცონი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ შემოუსხედით სუფრას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რომ დავნაყრდით, შემდეგ ცეცხლს მივაშურეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სადღაც 7 საათი იქნებოდა, რომ ავიბარგეთ და საკმაოდ ტალახიანი სამ კილომეტრიანი მონაკვეთი გავიარეთ...
აქ ვისვენებთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკან დაბრუნებისას, გზაზედ ძამას ხეობაში, ბიჭებმა ვაშლები დაკრიფეს, რომლებიც ყველამ გემრიელად შევახრამუნეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თბილისში ჩამოვედით, მგონი 11 იყო დაწყებული...

საბოლოო ჯამში, მგონი ყველანი კმაყოფილები დარჩნენ... ძალიან კარგად იარეს ახლებმა!
პირადად მე ბუნებით დიდად არ აღვფრთოვანდი, ტბაც ნანახი მქონდა, თუმცა ჩუდი ტბა არ არის ნამდვილად... თავად ლაშქრობა არ ღირს საფეხმავლოდ... ძამას ხეობა საველოსიპედოა აშკარად...
bentley
მაგარი ადგილია მეც ვიყავი 2 კვირის წინ
Tsero
კაი იყო. თუმცა გეთანხმები ლიკა, საფეხმავლოდ არაა მაინცდამაინც კარგი. გზაში მეტხანს ვიაყვით მგონი ვიდრე ლაშქრობაში. თუმცა ზაფხულში შეიძლება, როცა დღეც უფრო გრძელი იქნება.
nino-ticha
ისა, და ,,, მე როგორ მოვიპოვო აქაური სურათები, მეტყვის ვინცხა მადლიანი? ა?
Molashqre
ციტატა(nino-ticha @ Nov 27 2012, 09:36 PM) *
ისა, და ,,, მე როგორ მოვიპოვო აქაური სურათები, მეტყვის ვინცხა მადლიანი? ა?



ლიკას ექნება მაგის ფოტოები smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.