დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 2.X.2011 საგურამო-ავჭალა!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
ჩამოვედით! ლაშქრობა გამოდგა მარტივი.

ავედით საგურამოს მთის წვერზეც (1385 მ) და ორი დიდი შესვენებაც გავაკეთეთ...

რეპორტაჟი და ფოტოები იქნება მოგვიანებით...
zvio1982
ლიკა ლაშქრობა ზოგადად არც ისე მარტივი იყო, მე რომ მახსოვს მთიულეთის ლაშქრობა ეკლესიის ნანგვერები რომ ვნახეთ ზემოთ იმ საშქრობას არაფრით ჩამოუვარდებოდა და ის საშუალო დონის ლაშქრობებში გადიოდა როგორც მახსოვს, როგორც ჩანს უბრალოდ ფიზიკური კონდიციები უფრო მაღალ დონეზე გვაქვს, ან აღმართში სიარულს მეტად მივეჩვიეთ, მოკლედ ,,კლასი'' აგვიმაღლდა მე უფრო ასე მგონია smile.gif
levanmg
ფიზიკური კონდინციების ამაღლება შეიძლება ცოტა საკამათო იყოს, კონკრეტულად ჩემს მაგალითზე, მაგრამ ზვიადს ვეთანხმები, რომ სიმაღლის თვალსაზრისით არ იყო ძალიან მარტივი, მთლიანობაში ერთ-ერთი ძალიან კარგი ლაშქრობა იყო თუნდაც იმს გამო რომ შედარბით მეტი დრო გვქონდა საუბრისთვის და დასვენებისთვის, თან მიზნის კორექტირების ხარჯზე არა, რაც მთავარია. smile.gif
tako
მშვენიერი ლაშქრობა გამოვმიდა, ლამაზი ბუნება, ბევრი აღმართები smile.gif არც დაღმართი იყო ნაკლები. მოკლედ კარგი იყო ზაააან!
misho
სასიამოვნო ლაშქრობა იყო smile.gif

ჰოოო კინაღამ დამავიწყდა .. სურათებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!! მინდა bounce.gif bounce.gif bounce.gif bounce.gif
TAMO
რეპორტაჟი:

2 ოქტომბერს, დილის 10 ის ნახევარზე შევიკრიბეთ დიდუბეში, საგურამოს მარშუტკების გაჩერებასთან ( უფროსწორად სალაროსთანsmile.gif ). გასაკვირია, მაგრამ არავის დაუგვიანია, წინააღმდეგ სემთხვევაში აქვე, სალაროსთან მოუწევდა დარჩენა biggrin.gif. სულ რაღაც ნახევარი საათისა თუ ორმოცი წუთის შემდეგ საგურამოს ეკლესიის ასახვევთან, გზაზე ჩემოვქვეითდით და ჩვენს ჩვეულ პოზიციას დავუბრუნდით. კიდევ კარგი სვანები და მეგრელები არსებობენ თავიანთი ანეკდოტებით, თორემ მარშუტკაში რაგა გაგვახალისებდა biggrin.gif სულ მალე, ტყეში რომ შევედით, ბილიკიც ვიპოვეთ, რომელმაც რაგაც სალოცავის ნანგრევებამდე მიგვიყვანა. წარწერით:"ასურ. საყდარ." მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი ჩემთვის გაურკვევლად და ძვლვისღა ინარჩუნებდა თავის ფორმას ფერწასული ქვებით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც საგურამოს ეკლესია
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
მცირე შესვენების შემდეგ გავუდექით გზას ზედაზნისკენ. ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და კიდევ ვიარეთ smile.gif smile.gif ბუნება კი იყო ულამაზესი: ტყე ხშირი და აწოწილი ხეებით სავსე, შუაში პატარა ბილიკი ხეობასავით ჩავარდნილი და რაღა თქმა უნდა უსასრულო ვერტიკალი biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
ბოლოს სამანქანო ტრასასაც მივადექით. გზა და გზა უამრავი ტრანსპორტი მოძრაობდა, რომლებმაც სიმართლე გითხრათ, ცოტათი შემაწუხა, თუმცა ექსკურსიების მოყვარულ ბავშვებს რა დალევს
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
ზედაზნის მონასტრის ეზოდან მთელი ხეობა ჩანდა. თბილისი, მცხეთა, წიწამური, ტრიალი მინდვრები და დადუმებული ისტორიული ძეგლები, მოკლედ ყველაფერი, რაც თვალსა და სულს ესიამოვნება
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
აქაც ცოტა შევისვენეთ(სავით) და ჩვენი მიზნის განხორციელება დავიწყეტ, რომელიც უმაღლეს წერტილზე ასვლა იყო. მართალია ამინდმა ხელი შეგვიწყო, თუმცა შემოდგომა რა შემოდგომაა, რომ უქაროდ ჩაიაროს. არა ქარი მესმის მაგრამ ასეთი სუსხიანიი...უფ, ..საგურამოს ნაკრძალში გზად რაღაც საიდუმლო ბაზა თუ რაღაც მაგდაგვარი შეგვხვდა, ვერც გავიგეთ smile.gif იქ მყოფმა ოფიცერმა (თუ ვიგაცამ biggrin.gif ) ბილიკი მიგვასწავლა, რომელიც უმაღლეს ფერდობზე "ტრიანგულართან" მიდიოდა და აი ისიც!! 1386 მეტრი..we won!

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
აქ დიდი ხანი აღარ გავჩერებულვართ და ისევ დავეშვით დაბლა. გზა ქვემოთ უფრო და უფრო გაგრძელდა

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
ნაკრძალს გამოვცდით თუ არა, კუჭმა მეტი ვეღარ მოითმინა და იქვე გავშალეთ ჩვენი მოკრძალებული სუფრა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
მარშუტი საკმაოდ ხანმოკე და მარტივი გამოდგა, ამიტომაც უკვე ავჭალაში ჩამოსულებმა უყოყმანოდ გადავწყვიტეთ კოცონი დაგვენთო და დარჩენილი დრო (p.s. შებინდებულიც კი არ იყო) სიცივის დათრგუნვასთან ერთად სასიამოვნო საუბარში გაგვეტარებინა. ყველაზე მაგარი შეშის მოგროვება იყოbiggrin.gif biggrin.gif როგორც იტყვიან, პატარა "ნაჯახითა" და დიდი გულით, როგორც იქნა ბიჭებმა "დაამტვრიეს" საკოცონე-სასკამე მონაპოვარი biggrin.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
TAMO
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მოკლედ, კაი ხანი ვიჯექით კოცონის ირგვლივ სითბოში და ბოლოს, კარგა გემრიელად რომ გავიბოლეთ სახლში დაბრუნების დროცმოვიდა smile.gif

ეს კადრი უბრალოდ ძალიან მომწონს biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
dadunino
კარგი კადრებია ძალიან, ვინ იღებდა სურათებს?
ძალიან მომეწონა წარწერა ნაკრძალია შესასვლელში "ნადირობა, ძოვება და უცხო პირთა შესვლა" (?????) "გენიალურია"!!!! biggrin.gif
marita
ამ ფოტოს დალაიკება მინდა smile.gif http://molashqre.ge/index.php?act=attach&a...ost&id=8069
matasi
მომენატრეთ, რამდენი ხანია თქვენთან ერთად არსად ვყოფილვარ sad.gif(
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.