დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვინ სად დაისვენა ამ ზაფხულს?
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
Molashqre
ვისაც გაქვთ სურვილი დაპოსტეთ ან განათავსეთ ფოტოები ამ განყოფილებაში იმ ადგილებისა, სადაც იმოგზაურეთ smile.gif

http://molashqre.ge/index.php?showforum=47
LevanVerdzeuli
კარგი აზრია.

მე სამწუხაროდ წელს ბევრი არაფერი მაქვს დასაწერი. რაჭაში მოგზაურობის შემდეგ (და თიანეთში თქვენთან ერთად გაექსკურსიების შემდეგ) მალევე მოვიტეხე ფეხი და მგონი წელს დავემშვიდობე აქტიურ ლაშქრობებს. ისე კი სადაც წავსულვარ და წამოვსულვარ, სურათებიც გადამიღია და შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ: http://www.flickr.com/photos/donshakal/set...57604210222308/
dadunino
ციტატა(LevanVerdzeuli @ Aug 29 2011, 08:53 PM) *
კარგი აზრია.

მე სამწუხაროდ წელს ბევრი არაფერი მაქვს დასაწერი. რაჭაში მოგზაურობის შემდეგ (და თიანეთში თქვენთან ერთად გაექსკურსიების შემდეგ) მალევე მოვიტეხე ფეხი და მგონი წელს დავემშვიდობე აქტიურ ლაშქრობებს. ისე კი სადაც წავსულვარ და წამოვსულვარ, სურათებიც გადამიღია და შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ: http://www.flickr.com/photos/donshakal/set...57604210222308/



ძალიან ვწუხვარ ლევან ფეხის გამო sad.gif, იმედი მაქვს მალე "წესიერად" შეასრულებს თავის მოვალეობას smile.gif. შენი სურათებით კი, მე ძალიან დაინტერესებული ვარ smile.gif
temo
ამ ზაფხულს მე "ვიხეტიალე"-აჭარაში მაგალმთიანის ჩათვლით, შემდეგ იყო სიონი ალვანი იყალთო უჯარმა, მერე სიონს კიდევ ვეწვია და თიანეთშ გადავედი, შემდეგ იყო ჩემთვი ყველაზე ძნელი მაშუთი ეს იყო სნო-ახალციხე-ჯუთა-ჭაუხები-როშკა-შათილი-მუცო-არდოტი-ბახაო-აწუნთას უღელტეხილის ძირი=)) დაგვითოვა და თუშეთში ვერ გადავედი..(( აი რა მოხა დაბანაკებიდან 12 საათში. და მგონი მოვრჩი მე...........
Molashqre
ნუ სამსახუროებრივი მოვალეობის და გამო, მომიწია ომალო-შატილის მარშრუტის შესრულება.

შემდეგ 8 დღე სტუმრად, პენსიონერულად დავისვენე ჯერ სვანეთში და შემდეგ 2 დღე წალენჯიხაში smile.gif

ამ ბოლო ორის ფოტოებს ჩემს ფეისბუკის გვერდზე შემოგთავაზებთ smile.gif
_NOSTRA_
http://www.facebook.com/media/set/?set=a.2...bda2&type=1
მე ლაგოდეხში ვიმოგზაურე
giorgifu
სახლი - სამსახური -სახლი - სამსახური - ......

ისეთი უჩვეულო და საინტერესო მოგზაურობა იკო რომ არ ვიცი მოკლედ
ika-bebo
ნუ მე დიად თურქეთში.... სწავლა - მოგზაურობა - გართობა

http://www.facebook.com/I.bebia?sk=photos
ninuca
წელს ფშავიდან თუშეთში გადავედი 12დგე დაგვჭირდა ომალომდე..უმაგრესი იყო და ულამაზესი,საკამოდ რისკიანიც.ერთ საღამოს კარავთან მგელმაც მოგვაკითხა მაგრამ გადავრჩითsmile.gif.სურათები სად ავტვირთო მასწავლეთ თუ შეგიძლიათ და დავდებsmile.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ციტატა(ninuca @ Sep 8 2011, 01:09 PM) *
წელს ფშავიდან თუშეთში გადავედი 12დგე დაგვჭირდა ომალომდე..უმაგრესი იყო და ულამაზესი,საკამოდ რისკიანიც.ერთ საღამოს კარავთან მგელმაც მოგვაკითხა მაგრამ გადავრჩითsmile.gif.სურათები სად ავტვირთო მასწავლეთ თუ შეგიძლიათ და დავდებsmile.gif



ფოტოები შეგიძლია ატვირთო ამავე განყოფილებაში. გახსენი თემა და იქ ატვირთე: http://molashqre.ge/index.php?showforum=47

ხოლო თუ როგორ ხდება ფოტოების ატვირთვა, აი ამ ბმულს გადახედე: http://molashqre.ge/index.php?showtopic=1033
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.