დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 12.VI. 2011 გედსამანიის ქედი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
მოკლედ რა ვთქვა?

გეგმა შევასრულეთ!

ლაშქრობა კაი იყო, მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ნისლისა და ტალახისა!

ყველამ მშვენივრად იარა!
და პლუს ივლისის დიდი ლაშქრობისთვის კაარგი შემზადება გამოვიდა smile.gif
misho
ძალიან კარგი ლაშქრობა გამოდგა ... და წვიმანარევმა ლუდმაც გაასწორა biggrin.gif:D:D:D
David
მეც მოვედი....კარგი იყო! ექსტემიც ერია
_NOSTRA_
კაი ლაშქრობა იყო!!!
tamo
ძალიან გემრიელი ბულიონი იყო biggrin.gif:D:D:D
zaal1976
KIDEV KARGI MARTO AR VIYAVI. IM TYIDAN DZLIVC GAMOVEDI. MANQANA ROM DAVINAXE CHEMC SIXARULS SAZGVARI AR HQONDA.... DGES LOGINIDAN VEGA AVDEQI DA BOLOS GADMOVSRIALDI:)) LIKA CHEMI CODVIT ROGOR GEDZINA NETAV??? smile.gif)) SAGOL KVELAS... KARGI LASHQROBA IYO... ARASHVEULEBRIVI MOLASHQREEBI ARASHVEULEBRIV SOFELSHI( KINAGAM CHAVFLAVDI)... SOFLIS MASXOVREBELI MAMUKA LOMIDZE SAXLSHI GVEPATIJEBODA MTEL JGUFS ARAYZE, MCNILZE DA LOBIOZE, MAGRAM ZEMODAN BRDZANEBA MOGVIVIDA LUDZE METI ARAFERI DALIOTO DA TAVC ZEMOT DZAL AGAR GVQONDA. LIKA SHENI MIZANSTSRAFULOBIT DA SHEUPOVROBIT AGFRTOVANEBULI VAR ..AXLA ASE SAJAROD GICXADEB, DA KIDEV DAVAMATEBDI IMAS ROM GUSHIE ISE MOMECONA NATAXTARIC LUDI ROM AM CUTSHI 2 LITRASHI VZIVAR. ABA MAGRAD IYAVIT DA GELODEBIT:)))
Isengard
aba Cemi fotoebi movidaa!!!!

http://allshares.ge/download.php?id=2656C23662
George7highland
მე დავსველდი, დავტალახიანდი, დავეცი და საშინლად გამოვიფიტე. თქვენ რამ მოგხიბლათ?
Molashqre
ციტატა(George7highland @ Jun 14 2011, 03:00 PM) *
მე დავსველდი, დავტალახიანდი, დავეცი და საშინლად გამოვიფიტე. თქვენ რამ მოგხიბლათ?


ეგ რომ აგიხსნათ გიორგი, მაინც ვერ გაიგებ smile.gif

აქ მყოფ ხალხს მოგვწონს ეგეთი რაღაცეები, აქ ეგეთი გემოვნების ხალხი ვართ თავშეყრილი smile.gif

ახლა რეპორტაჟს დავწერ...
Molashqre
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა და ნოსტრას ფოტოაპარატებმა გვიმტყუვნეს, შედეგად ძალიან მწირი ფოტო მასალა დაგვრჩა ამ ლაშქრობიდან... ცოტა მიშკას მობილური წამოგვეშველა...

მოკლედ რეპორტაჟიც მოკლე იქნება...

2 საათნახევარში ჩავედით სოფელ ხუნევში, დავტოვეთ მანქანები ტრასასთან ახლოს და გავწიეთ სოფელ გედსამანიისკენ... ამინდი იყო მოღრუბლული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სოფელი 3 კილომეტრში იყო, ეს ერთი და სოფელში მდებარე ვარდობის ეკლესია კი სოფლის გაღმა და მაღლა...
მოვინახულეთ ეგ ეკლესიაც, თუმცა მის ქვეშ არსებული გვირაბი უკვე მიწით იყო ამოვსებული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამ ყველაფერზე დავკარგეთ ერთი საათი მინიმუმ. ბოლოს როგორც იქნა გავედით სოფლიდან და დავიწყეთ სიმაღლის კრეფა... ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან სულ ტალახით იყო იქაურობა სავსე და გვისრიალებდა ფეხები... მთების მწვერვალები ნისლში იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ზოგჯერ გვჭირდებოდა მოვლა ამ საშინელ ტალახს რომ გავცლოდით... ართულებდა ამ ყველაფერს კიდევ ის იყო, რომ გზად წაქცეულ ხეებში გაძვრომაც გვიწევდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

საკმაოდ მალე ავკრიფეთ ვერტიკალი და მივადექით მეორე, ტბეთის წმ. გიორგის ეკლესიას...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აქ უკვე მივუახლოვდით ნისლს... თითქმის 1000 მ-ზე ვიყავით ზღვის დონიდან, დარჩენილი იყო კიდევ 500 მეტრი...
Molashqre
ტალახი სულ უფრო და უფრო მატულობდა... ვერტიკალს კი საკმაოდ სწრქაფად ვკრიფავდით, მიუხედავად ყველაფრისა... ცოტა ხანში ნისლში შევედით... ერთ საათში 300 მეტრი ავკრიფეთ და შევისვენეთ... დარჩენილი იყო კიდევ 200 მეტრი ვერტიკალისა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გთავაზობთ მიშკას მობილით გადაღებულ ფოტოებს ....
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
როგორც კი დავიძარით, დაუშვა... დაუშვა და დაუშვა... აღარც უფიქრია გადაეღო biggrin.gif
ორჯერ სხვა ბილიკს გავყევით და უკან მოგვიწია დაბრუნება...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

უკვე სველები ვიყავით თავიდან ბოლომდე, თუმცა არავის უშლიდა ეს ხელს რომ გზა გაეგრძელებინა...

მოკლედ, მეტი ფოტო მასალა აღარ არის და ვიტყვი რამოდენიმე წინადადებაში:
მალევე მოვექეცით გედსამანიის ქედის უმაღლეს წერტილში და იქ წავიტრაპეზეთ, საშინელ წვიმაში. ლუდის დასხმას ვერ ვასწრებდით ჭიქაში, რომ უკვე კაი გვარიანად გაწყალებული იყო წვიმის წვეთებისგან biggrin.gif

დაშვებისას წვიმდა კიდევ, მარა მერე გადაიღო... დაცემისას ვებერტყებოდით biggrin.gif სხვათაშორის საკმაოდ მალე დავეშვით... სოფელი აღფრთოვანებული იყო ჩვენით...

მანქანებთან გამოვიცვალეთ და გამოვეშურეთ თბილისისაკენ... smile.gif

ფსიქოლოგიის მხრივ რთული გასვლა იყო...

ვერტიკალში ავკრიფეთ 1100 მ (მინიმუმ) და სირგძეში ვიარეთ დაახლოებით 18 კმ...
matasi
ბოლოდან მეორე სურათი მომეწონა ძალიან..
...და მიშკას სურათები მისი მობილურითაა ეგ გადაღებული თუ ზურასით? არაჩვეულებრივად ხასხასა ფერებიაა...
მომენატრეთ..
zvio1982
კარგად გიძრომიალიათ და გიფორთხიალიათ smile.gif მეც მომენატრა ეგეთი რამეები, წვიმამ უფრო გაალამაზა ლაშქრობა როგორც რეპორტაჟიდან ჩანს
levanmg
სურათები იმდენად კარგია, რომ 2 მაგად დამწყდა გული რომ წაგეშალათ
SF-28
ყოჩღ ბიჭებო მაგრები ხართ. ეგ ჩემი სოფელია და ძაან ვამაყობ ამით. ასევე ვაფასებ ყველა იმ ადამიანს ვისაც უყვარს ბუნება და მისი სილამაზე. ჯიგრები ხართ thumbsup.gif thumbsup.gif thumbsup.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.