დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 1.V მამკოდა–გლდანი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Tsero
როგორც ლიკა იტყვის ხოლმე: ჩამოვედით, კარგად ვართ!

ეს იყო მოლაშქრე.გე-ს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა.
რთი იმიტომ, რომ ლაშქრობამ ლიკას გარეშე ჩაიარა და ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ თქვენი მონა-მორჩილი.
ეორე იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სველი გასვლაbiggrin.gif მთელი გზა წვიმდა....


რაც შეეხება 'ლაშქარა-2010'-ის ნიშნებს, ჩამოვხსენით ყველა გარდა 1 და 16 ნომრებისა (16 ისევ ვერ ვიპოვეთbiggrin.gif) ცოტა ნამდვილად არ გვივლია, ამ დღეებში დაზუსტდება რამდენი გავიარეთ და რამდენი ავკრიფეთ... გუნდმა იარა ძალიან კარგად!


ჩამოვედით ძვლებამდე სველები, ტალახიანები და დაღლილები...

სურათებს მოგვიანებით გიგა დადებს, მაგრამ სურათები ცოტაა, წვიმის გამო ვერ ვიღებდით sad.gif
Molashqre
ძალიან კარგი რომ უჩემოდ თავი გაართვით smile.gif

ველი მცირე რეპორტაჟს თავისი მცირე ფოტოებით smile.gif
ETTE
კარგი, მოდი დავიწყებ წერას და არ შემიშალოთ ხელი რეპორტაჟის დასრულებამდე;))))))))
ETTE
მოგეხსენებათ, რომ "ლაშქარა-2010"-ის შემდეგ მამკოდის მიმდებარე ტყიან ფერდობებზე ძალიან ბევრი მინიშნება დარჩა ხეებზე დამაგრებული. ჩვენი ლაშქრობა მიზნად ისახავდა ამ მინიშნებების დარჩენილი ნაწილის (რომლის ნაწილიც ჩვენამდე ჩამოხსნეს) პოვნას და წამოღებას. ლაშქრობაში ჩვენი საზოგადოების ხელმძღვანელი - ლიკა - არ წამოსულა. შესაბამისად, ლაშქრობას უძღვებოდა გიორგი ჭოლარია (წერო). გასვლაში მონაწილეობა მივიღეთ: ზვიომ, ეკამ, ნოსტრამ და მე.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ETTE
დილის 9 საათზე ახმეტელის მეტროდან ავიყვანეთ ტაქსი, რომელმაც მამკოდის მონასტრის მთის ძირში, თითქმის თიანეთის გზატკეცილზევე დაგვტოვა. აქედან გადავკვეთეთ პატარა ღელე და საკმაოდ დამრეცი აღმართებით ავედით მონასტერში. მონასტერში შესულია ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიები. იგი მდებარეობს ზღვ.დონიდან (ბალტიის!!!:))) 900 მ-ზე მაღლა. სამწუხაროდ, ჩვენი ჯიპიესი ცოტა გვიან ამუშავდა, ამიტომ გზატკეცილიდან ან ღელიდან რა სიმაღლე ავკრიფეთ მონასტრამდე, ზუსტად არ ვიცი. მონასტრის ეზოში გვქონდა ფაქტობრივად პირველი შესვენება. ეზოდან სამხრეთის მიმართულებით იშლება ძალიან ლამაზი ხედი

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ETTE
დიდხანს არ გავჩერებულვართ მონასტერში, დავიძარით პირველი მინიშნების მოსაძებნად, რომელიც საკმაოდ ადვილად ვიპოვეთ. გადავწყვიტეთ, რომ მინიშნებების ჩამოხსნამდე "ლაშქარა"-ს სტილში გადაგვეღო მათთან სურათები.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ETTE
მინიშნებების მოძიებას ვახდენდით სანახევროდ ჯიპიესით და რუკით, ხოლო ნაწილობრივ მარტო რუკაზე დატანილი რელიეფის და პირობითი ნიშნების წაკითხვით. საქმე იმაშია, რომ გარკვეულ ადგილებში რუკაზე დატანილი აღნიშვნები ცდომილებას იძლეოდა მის კალიბრაციასთან და ჩვენს კოორდინატებთან. ასეთ შემთხვევებში მხოლოდ რუკის წაკითხვით (გარემო რელიეფისთვის შედარება, კომპასით ორიენტირება), ასევე ინტუიციითა და ჩვენი მოკრძალებული გამოცდილებით ვაგნებდით გზას, მინიშნებებს და საერთოდ ცხოვრებას. საბოლოო ჯამში, ერთადერთი სირთულე ალბათ უკეთესი გზის მოძიება იყო მინიშნებებამდე. ეს რაც შეეხება ორიენტირების სირთულეებს. მაგრამ მთავარი წინ არის.... (არ გადართოთ!)
ETTE
ხვდებით ალბათ, რომ მე და წერო გულგრილად ვერ ჩამოვხსნიდით 69-ე მინიშნებას...;))

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თუმცა საიტზე აღნიშნული "კონტენტის" სრული "დისკლოუჟარი" ალბათ არ იქნებოდა მართლზომიერი და მიზანშეწონილი...
ETTE
მაშ ასე, ვაგრძელებთ!

შუადღე გადასული იყო, რომ წამოვიდა წვიმა. აი ამ მომენტიდან პრაქტიკულად სურათი აღარც გადაგვიღია, რადგან აპარატი დამისველა... აპარატს ვინ დაეძებს, ყველაფერი დამისველა. ამ დროს უკვე ჩამობრუნებული ვიყავით მამკოდის მონასტრის ქვემოთ არსებულ დაბლობზე და ვაპირებდით ნასერალას ქედზე გასვლას. საბოლოოდ, ტბასთან აღმოვჩნდით ისე, რომ ერთ-ერთი მინიშნება ვერაფრით ვიპოვეთ (65-ე). ვვარაუდობთ, რომ ეს მინიშნება საერთოდ დაიკარგა ან ჩამოხსნეს, ან მოძვრა...

ტბასთან დავსხედით და პური გავტეხეთ - პირობითად, რომ ვთქვათ. "ნუ" იქ მცირე ალკოჰოლზე (ლიკას სანქცია გვქონდა, გერბიანი ბეჭდით) და ნოსტრას წარმოთქმულ სადღეგრძელოებზე აღარ დავკონკრეტდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან დავსველდით. ყველაფერი იყო იმის ბრალი, რომ წვიმა ძლიერი არ ყოფილა და მორიდება არც გვიფიქრია, თუმცა არც გვინახავს სადმე ისეთი ხე, რომელსაც შევეფარებოდით. ძირითადად, ჯაგნარი და მოშიშვლებული ხეები გვხვდებოდა. ადგომა და ალაგება რომ დავაპირეთ, ვიგრძენით, რომ გვეზარებოდა, გვციოდა და ა.შ.

მაგრამ გუნდა, წეროს მეთაურობით დასძლია ტბასთან სამუდამოდ დარჩენის მაცდური პერსპექტივა და გაუდგა გზას. ამასობაში, როგორც ლიკა იტყოდა... ხო.. ესე იგი, ამასობაში წვიმა გაძლიერდა და უფრო აცივდა. მოვუყვებოდით ნასერალას ქედს და ვცდილობდით ტალახში არ ჩავძირულიყავით. სამწუხაროდ ამ ტალახის და ჩვენი წვალების ამსახველი ფოტომასალა არ გვაქვს, რადგან წვიმა აპარატის ამოღების საშუალებას არ მაძლევდა. მოვდიოდით ასე ტალახში, წვიმაში და უამინდობაში. განვიცდიდით საშინელ დისკომფორტს, გვაწუხებდა სველი ტანსაცმელი, გზა, გვციოდა, გვწყუროდა, გვიხაროდა...
ETTE
გლდანის ტბასთან, რომ ჩამოვედით, გამახსენდა შარშანდელი შეჯიბრის უკანასკნელი სარბოლო ეპიზოდი - ასფალტიანი გზა ფინიშამდე... მაშინ გამარჯვებაზე ვფიქრობდი, მახსოვს. მაშინ ჯერ კიდევ არაფერი არ იყო გაფუჭებული, ან მე არ ვიცოდი, ყოველ შემთხვევაში.

...ყრუ ტკივილმა მარჯვენა მუხლში მაგრძნობინა, რომ სულელურ ფიქრებს უნდა მოვეშვა და თბილისში მიმავალ სამარშრუტო ტაქსს დავეწიო, რომელიც, პრინციპში, არც არსად გარბოდა.

Finita la commedia!

dadunino
გიგა, რეპორტაჟი არის "კლასს"!!!! სურათები კარგი და საკმარისია! მაგარია!!!
Molashqre
მშვენიერი რეპორტაჟია! smile.gif

ერთი კითხვა მაქვს, ტბა ადიდებული არ იყო ცოტა?
ETTE
thnx!!

არა, ლიკა, ადიდებული არ მომეჩვენა ტბა
matasi
ძააან მაგარი რეპორტაჟია, იუმორით სავსე, მოკლე და გასაგები.. კაი იყო სარეკლამო ჭრა.. thumbsup.gif
Tsero
ჰაჰა საღოლ გიგა smile.gif))
დიდი ინტერესით წავიკითხე (მეთქი ბოლოში რა მოხდება ნეტათქო) მართლა მაგარი რეპორტაჟი გამოგივიდა დუდ!

65-ე ნომერი ჩამოხსნილია და ამაში დარწმუენბული ვარ, თვალები დაგვცვივდა მაგის ძებნით და არ იყო (ნუ რუკის მიხედვთ) რელიეფიც არ იყო ისეთი, რომ დაემალა თეთრი ქაღალდი.

ერთადერთი რამაც გული დამწყვიტა, ეს გიგას ზურგის ამბავია...

ჰო... ესეც ჩვენი მარშრუტი...
ETTE
სენქს ფიფლ!

GPS-ს მივცემ ლიკას და ტრეკს ზუსტად დასვამს რუკაზე, როცა მოიცლის. ისე ეს მარშრუტიც ზუსტია, უჯიპიესოდაც აშკარაა.

ჩემი ზურგი დაიკიდეთ.
Molashqre
ციტატა(ETTE @ May 2 2011, 08:44 PM) *
GPS-ს მივცემ ლიკას და ტრეკს ზუსტად დასვამს რუკაზე, როცა მოიცლის. ისე ეს მარშრუტიც ზუსტია, უჯიპიესოდაც აშკარაა.



დილით 2მდე მცალია და საღამოს 9 ის მერეც....
_NOSTRA_
კაი ლაშქრობა იყო, საღოლ, რეპორტაჟი მომეწონა thumbsup.gif
ETTE
ნოსტრას უხარია... ზურგჩანთა და ინვენტარი არ წავართვი და... ეჰ, ჩვილი გული მაქვსsmile.gif)))))
Molashqre
აი როგორი ტრაექტორიით იარეს მოლაშქრეებმა და რომელი წერტილები ჩამოხსნეს...

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მაშ დარჩენილია ჩამოხსახსნელად ეს ნომრები:

76, 16, 1.

65 სავარაუდოდ ჩამოხსნილია სხვის მიერ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.