დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 10.IV.2011 ყვარელი-ნეკრესი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
ჩამოვედით კარგად ვართ მგონი! ნუ ცოტა დაგლეჯილები biggrin.gif

ნეკრესში ჩასვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რის გამოც ბევრი დრო და ენერგია დავხარჯეთ. შესაბამისად ნეკრესიდან ყვარელში ვერ გადავედით, თუმცა მოვინახულეთ გრემი და თარსა გალავანი.

ხო, კახეთმა დაიწყო ყვავილობა smile.gif


ფოტოები და რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება....
matasi
აუფ,კაი იყო გენაცვალე, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა...
მართალია,დილით ამინდმა ცოტა მომშხამა,მარა საბოლოო ჯამში არც ისე წვიმდა როგორც ქუხდა..
ოოო,მაყვლის საყვარელი ეკლები,ისე მოვეწონეთ შემოგვეხვივნენ და ჩვენი გამოშვება აღარ უნდოდათ,დიდი პატივი გვცეს, მარა ჩვენ დიდხანს არ გვისარგებლია მათი სტუმართმოყვარეობით... biggrin.gif
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ძალიან მომეწონა,გრემიც მოვინახულეთ..
მოკლედ,ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,
პ.ს. ზაზას "პოეზიის 5 წუთიც" სასიამოვნო იყო ფრიად.. smile.gif
მადლობა ხალხნო!!!
tamo
ძალიან შთამბეჭდავი ლაშქრობა იყო. ყვავილოვანი ხეები, მთელს ტყეში გადაპენტილი ათასფერადი ყვავილები... და რაც მთავარია მაყვლის "საყვარელი" ეკლიანი ჯაგნარები biggrin.gif ტკბილთან ერთად მწარეც ყოფილა მაყვალი თურმე smile.gif.. თუმცა მასთან ერთად ლაშქრობა უფრო საინტერესო აღმოჩნდა smile.gif
მოკლედ მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი ...;)
SantaDzuku
http://up.jeje.ge//download.php?id=5DB2206F41
ესეც სურათების ბმული, სხვებისთვისაც იქცეს მაგალითად smile.gif
zvio1982
ძალიან საინტერესო ლაშქრობა გამოგვივიდა, მე მომეწონა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი და შილდას ულამაზესი მთები (იმ მთებსაც დავლაშრავ აუცილებლად) rambo.gif
nino-ticha
ჰოოოდა, ასე smile.gif ამ ხუმრობა-ხუმრობაში ჯერ არცერთი ლაშქარი არ გამომიტოვებია ;) კახეთშიმორიგმა სტუმრობამ კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანა და გაზაფხული მაგრძნობინა. მართალია, მეორე დილით ძლივს ავკრიფე ბებერი ძვლები და ზედ გადაკრული მაყვალბარდებზე შემოხეული ჩემი ხორცები, მაგრამ ... ოოოო.... შთაბეჭდილებები მუდამ დარჩებიან ჩემს გულში და კიდო სულში და რავიცი მე სად აღარ, წარუშლეად და დადებითად გასახსენებლად smile.gif)))))))))) გმადლობთ, ხალხნო, რომ ამის შესაძლებლობა მომეცით <3
ძაან გავაბანალურე? unsure.gif
_NOSTRA_
კაი კაშქრობა იყო ... smile.gif smile.gif smile.gif
tamo
რეპორტაჟი smile.gif
მოკლედ ამ გასვლაზე ვიყავით 10 კაცი. შევიკრიბეთ ნავთლუღის ბაზართან დილის 8 საათზე.მართალია მძღოლმა კი დააგვიანა, თუმცა დაახლოებით 2 საათში უკვე ყვარელში ჩაგვიყვანა და "ნაგავსაყრელზე" ჩამოგვსხა biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ვიარეთ.. ვიფოფხეთ.. biggrin.gif ვიფორთხეთ..biggrin.gif დავიკაწრეთ და მაყვლის ეკლიანი ბუჩქების გავლის შემდეგ როგორც იქნა ნეკრესსაც მივაღწიეთ smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
სხვათაშორის მთელი ტყე ალაგ-ალაგ აყვავებული ხეებიტა და ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული, რაც წვიმაში ძალიან ლამაზად ჩანდა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ამინდმა ასე თუ ისე ხელი შეგვიწყო და მხოლოდ ჟუჟუნა წვიმით დაკმაყოფილდა..
ნეკრესისი სამონასტრო კომპლექსში ერთ-ერთი უძველესი ტაძარი IV ს ში აუგია ასურელ მამათაგან ერთ ერთს- აბიბოს ნეკრესელს.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ესეც საწნახელი ქვევრებით
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ნეკრესიდან ჩამოსულებს კიდევ ერთი ახლად აშენებული ტაძარიც დაგვხვდა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
წავიხემსეთ, "წეროები"ვითამაშეთ biggrin.gif, ძაღლები გამოვკვებეთ, და ამდენი ჯდომისაგან სიცივემაც რომ შეგვაწუხა mciva.gif გავეშურეთ მაზდეანური ეკლესიის ნანგრევებისკენ, რომელსაც ლაბირინთისგან არაფრით გაირჩეოდა

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ბოლოს გრემისა და თარსა-გალავანის ჯერიც დადგა და აი ისიც
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


თურმე ამ ტაძარში სამი საკურთხეველი ყოფილა ერთად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ნელ-ნელა შემოგვაღამდა კიდეც biggrin.gif და სახლისკენ გავუდექით გზას. მემგონი ჩემსავით ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა...smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ესეც ესეsmile.gifsmile.gif


to be continiued biggrin.gif
tamo
რაც მთავარია ნინოს როგორც თვითონ იტყოდაbiggrin.gif "მაყვალბარდებზე შემოხეული ხორცების" გარდა ჰერბარიუმის მასალაც შერჩა სახლში წამოსაღებად smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
tamo
ესეც ჩემი სურათები
matasi
ყოჩაღ თამო,პირველითვის მშვენიერი რეპორტაჟია.. smile.gif
პ.ს. შენი სურათების ბმული არ ჩანს..
dadunino
მადლობა თამო რეპორტაჟისთვის და სურათებისთვის. გუშინ იყო ბმული,
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.