დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ვინ წამოვა მომავალ შაბათ-კვირას ქოროღლის ციხეზე!!
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
ბაჩანა
არავის სურს წამოსვლა მომავალ შაბათ-კვირას ქოროღლის ციხეზე..!! კარვებით ღამე ცეცხლი სამწვადე კარგი მინი ხეტიალი გამოგვივიდოდა რასიტყვით ... უმშვენიერესი ადგილია თან შორს არარის ხარჯიც არიქნება ისეთი ... საოცრება .. აბა რასიტყვით .... (მოდერ თუ არასწორად გავხსენი თემა იქნებ გადაიტანო ) .. ქოროღლის ციხესიმაგრე კოჯორში , თბილისიდან სამხრეთით ერთ–ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აქ IX საუკუნეში აუგიათ.
გადმოცემის მიხედვით ციხეს უწინ „აგარათა ციხეს“, ხოლო შუასაუკუნეებისათვის ,,აზეულას“ ციხეს უწოდებნენ(ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ციხეს ამ სახელით). როგორც ავღნიშნეთ, ციხეს ძველად აგარათა ციხე ერქვა, გამომდინარე იქიდან, რომ წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს წარსულში აგარები ერქვა. აგარებზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზა გადიოდა.
რაც შეეხება სახელწოდება ქოროღლის, იგი უფრო მოგვიანებით XVIII-საუკუნეში გაჩნდა. მის შესახებ არსებობს ასეთი თქმულება: თურმე ქოროღლი ერთ კაცს ერქვა, ეს კაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი ყოფილა. მამა ბრმა ჰყოლია და ამიტომ ქოროღლის ანუ ბრმის შვილს ეძახდნენ. აზერბაიჯანულად ქორ– ბრმას ნიშნავს. ამ კაცს თავის ქვეყანაში რაღაც დაუშავებია, გამოქცეულა და თავი ,,აზეულას" ანუ კოკრის ტყისათვის შეუფარებია, ამბობენ განდევნილად ცხოვრობდა, ახლოს არავის იკარებდაო და ბოლოს ეს ამაყი და უკარება ადამიანი მიუდგომელი ციხის ქარაფიდან გადაეშვაო.
როგორც ყველა ქართული ისტორიული ციხე-სიმაგრე კოჯრის ციხეც მრავალი შემოსევის და დარბევის მომსწრეა. იგი 1113 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა ეს ციხე ორბელს უწყალობა. 1177წ. ქოროღლის ციხე დემნა ბატონიშვილის და იოანე ორბელის შეთქმულების ბუდე იყო.
გადმოცემის მიხედვით ამ ციხეში გარდაიცვალა წმიდა თამარ მეფეც. იგი დიდებულთა და წარჩინებულთა თანხლებით თურმე ნაჭარმაგევსა მდგარა, როდესაც ,,გამოჩნდა სენი გამაოვრებელი ჩუენი”, რომელიც დღითიდღე მძიმდებოდა. ავადმყოფი თამარ მეფე ნაჭარმაგევითაგან ,,წამოიყვანეს კუბოთა ტფილისს” (კუბო,ეს არს ქალთა და კაცთა ჩასაჯდომელი აქლემთა ასაკიდებელი ვინა ხელით სატარებელი). ვერ შეუმსუბუქეს ავადმყოფობა, პირიქით, ,,დიდად გაძნელდა სენი იგი უწყალო’’ და წამოიყვანეს აგარათა ციხესა და დიდებული თამარ მეფე გარდაიცვალა.
1488 წ. იაკუბ ყაენის მიერ გამოგზავნილმა ლაშქარმა დიდად დააზიანა კოჯრის (აგარანის) ციხე. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, თურქმანთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა გამანადგურებელი ცეცხლი დაუშინა ქართველ მეციხოვნეებს, რომელთაც მაშველი ძალა არ ჰყავდათ. მეციხოვნეებმა ღამით უჩუმრად დატოვეს ციხესიმაგრე. “ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა, ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს” (ქართლის ცხოვრება). აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი – თოფი “ქართლის ცხოვრებაში” პირველად ამ ბრძოლასთან დაკავშირებითაა მოხსენიებული.
1625 წ. სოფ. მარაბდასთან ბრძოლაში დამარცხებულმა ქართველებმა მეორე დღეს კოჯრის მიდამოებში გამართულ ბრძოლაში დიდი ზიანი მიაყენეს ყიზილბაშებს.
ზეპირი გადმოცემის მიხედვით ამ ციხეს თავს თინა წავკისელი აფარებდა.
კოჯრის ციხეს უკავშირდება საქართველოს იტორიაში კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტიც, სწორედ კოჯრის ციხის მიდამოებში იყო უკანასკნელი ბრძოლები 1921 წელს რუსეთის 11 არმიასა ქართველ იუნკერებს შორის. ამ მიდამოებს ეხლაც ეტყობა ბრძოლის კვალი. 1989 წლამდე ქოროღლის ციხესთან დიდი ლოდი იდო, რომელზეც საქართველოში რუსეთის 11 არმიიის შემოსვლა იყო აღბეჭდილი, მაგრამ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ პატრიოტმა ახალგაზრდებმა ეს ქვა ღრმა ხევში გადააგორეს.

ekakere
მე სიამოვნებით წამოვალsmile.gif
Molashqre
შენი შემოთავაზება უფრო პიკნიკს ჰგავს, ამიტომ გადავიტან მას შესაბამის განყოფილებაში...
ბაჩანა
ციტატა(Molashqre @ Apr 2 2011, 08:41 PM) *
შენი შემოთავაზება უფრო პიკნიკს ჰგავს, ამიტომ გადავიტან მას შესაბამის განყოფილებაში...

დამიდეთ ლინკი სადაც გადაიტანთ ...
ბაჩანა
ციტატა(ekakere @ Apr 2 2011, 08:40 PM) *
მე სიამოვნებით წამოვალsmile.gif

წამოდი არარის პრობლემა..
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.