დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 27.III.2011 შავნაბადა–მთაწმინდა!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით კარგად ვართ! შემთხვევით აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რა თქმა უნდა მოვინახულეთ...

დავესწარით გაკვეთილსაც, რომელიც ლიკამ ჩაგვიტარა. მე პირადად ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ სხვებმა თქვეს რომ საინტერესო იყოვო...

რეპორტაჟი და ფოტოები იქნება მოგვიანებით....
matasi
მოვინახულეთ შავნაბადა,
კიდევ ერთი სამონასტრო კომპლექსი,
ვიარეთ ფეხით ბლომად,
მივიღეთ ბე ვიტამინის საჭირო რაოდენობა,
გადმოვხედეთ თბილისს ყველა მხრიდან,რაც კი შეიძლებოდა,
ჩაგვიტარდა ფრიად საინტერესო გაკვეთილი,
მოკლედ,კაი იყო... smile.gif
nino-ticha
ესე იგი, ამ გაკვეთილებს ხომ ვერსად დავემააააააალები smile.gif დღევანდელი დღე ერთ მშვენიერ მოგენებად ჩაეწერება ჩემი დადებითი ემოციების არქივში...კმაყოფილი ვარ ყველაფრით,,,ჩემთვის უცხო სამონასტრო კომპლექსის ,,აღმოჩენით" და მაინც, ვითომ მდინარის ეპიზოდმა ყველაზე მეტად მომხიბლა smile.gif კარგი დღე იყო დღესა და გაგვმეორებოდეს smile.gif
zvio1982
ბუნება, ხედები დიდი არაფერი, მთიულეთთან შედარებაც არ შეიძლბა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის სუფთა ჰაერი ბლომად მივიღეთ, ფილტვები გავანიავეთ კარგად, და კუნთებიც გავავარჯიშეთ, ასე რომ საწვრთნელი ლაშქრობა იყო
tamo
და რაც მთავარია თბილისის ულამაზესი ხედები ვნახეთ. მე მომეწონა, ალბათ იმიტომ რომ მთიულეთში არ ვარ ნამყოფი smile.gif smile.gif სირთულით დიდი არაფერი smile.gif გაკვეთილმა დიდი გამოცდილება მომცა მე პირადად და ძალიან მომეწონა, კმაყოფილი დავრჩი
ZuraaruZ
გეთანხმებით ყველას, მართLაც სასიამოვნო და სასარგებლო გასვლა იყო, მოსათEლად, შემდგომი რთული ლაშქრობისთVის. ცუდია რო ადრე წამოვედი - მომენატრა გაკვეთილები, რაც სკოლა დავამთვრე, მის მერე არ ვყოფილვარ biggrin.gif biggrin.gif
Isengard
ლაშქრობა ნამდვილად საინტერესო იყო , ხედებიც არაჩვეულებრივი და ამინდიც . მომეწონა ასევე გაკვეთილიც , საინტერესო ინფორმაციაც მივიღე , რომელი ნამდვილად დამჭირდება . ერთადერთი გული დამწყდა არწივი რომ არ დაგვხდა ადგილზე ? sad.gif

ველოდები ფოტოებსს smile.gif)))))
matasi
რეპორტაჟი smile.gif

მოკლედ, ამ გასვლაზე ვიყავით 8 ადამიანი: ლიკა, ნინო, თამო, მაიკო,ზურა, მიშკა, გაგა და ზვიო. შეკრება მოხდა საკმაოდ ადრე ვაგზლის მეტროს მთავარ გამოსასვლელთან და 8:30-ზე უკვე სამარშრუტო ტაქსში ვიჯექით, ხოლო 20 წუთში დანიშნულების ადგილას გახლდით უკვე, შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსთან. smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ამინდი იყო მშვენიერი,შესაბამისად განწყობაც

ხედები.. კუმისის ტბა & თბილისი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადშავნაბადას სამონასტრო კომპლექსთან მიმდინარეობს მშენებლობა, აბრაზე არსებული წარწერის მიხედვით, იგეგმება სასწავლო ცენტრის აშენება,სადაც მსურველები შეისწავლიან ხელოსნობას, (დურგალი), ოსტატობას (ხეზე მჭრელი,ტიხრული მინანქარი) და ა. შ.
matasi
მოვინახულეთ რა შავნაბადას სამონასტრო კომპლექსი და დავტკბით ხედებით,გამოვეშურეთ თბილისისკენ,რასაკვირველია ფეხით biggrin.gif .. გზადაგზა ვისვენებდით და ისევ და ისევ თბილისის გავყურებდით გზად ჯერ ვაკეზე ვიარეთ,რაც გავაპროტესტეთ კიდეც, იმიტომ რომ სირთულეს მოკლებული იყო და უბრალოდ მივსეირნობდით.. ამასობაში კარგად დაცხა და მცივანებს ქურთუკები სათრევი გაგვიხდა.. biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
ცოტა ხანში გზამ დაღმართის ფორმა მიიღო და უცბად ანძის მახლობლად (მის მარცხენა მხარეს) რაღაც სამონასტრო კომპლექსი შევნიშნეთ, რომლის შესახებაც როგორც აღმოჩნდა არავინ არაფერი იცოდა.. დრო საკმარისი გვქონდა და გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა.. დავეშვით დაღმართზე, ზოგი მოსეირნობდა,მიშკა და მე კი სირბილში შევეჯიბრეთ ერთმანეთს, გამარჯვებული ვინ დარჩა მიშკას ჰკითხეთ.. biggrin.gif სანამ ეკლესიასთან მივედით,მოგვიწია ჯერ ჯაგნარში გავლა, ხოლო შემდეგ პატარა ღელეს გადალახვა, რაზეც კარგად ვიხალისეთ..

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ეკლესიასთან მისულებს ერთი ახალგაზრდა დაგვხვდა,რომელმაც გვითხრა,რომ ეს ეკლესია საბა მახარობლის სახელობის იყო
matasi
ამ ეკლესიების მონახულების შემდეგ, თბილისისკენ მიმავალ ტრასას დავადექით, მაგრამ გადავწყვიტეთ ავტობუსს დავლოდებოდით, რომელიც მთაწმინდის პარკთან მიგვიყვანდა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
matasi
პარკში მისულებს,სამწუხაროდ ზურა დაგვემშვიდობა,რომელსაც საქმეზე დაურეკეს, (თუ თვითონ ზურამ დაურეკა,რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია საქმემ კარგად ჩაიარა biggrin.gif ) ჩვენ კი, უკვე კარგად მოშიებულებმა ადგილის ძებნა დავიწყეთ და ძაან კარგიც შევარჩიეთ,ვისაც უნდოდა მზეს მიეფიცხებოდა,ვისაც კიდე ჩრდილი ერჩივნა,ხედი კი არაჩვეულებრივი იყო მართლაც..
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
იმავე დღეს დაგეგმილი იყო სასწავლო გაკვეთილიც, მამადავითზე ჩამოსულები შევხვდით სხვა მოლაშქრებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

თუ როგორ ჩაიარა გაკვეთილმა,ამას უკვე სხვა რეპორტაჟიდან შეიტყობთ smile.gif

http://molashqre.ge/index.php?s=&showt...ost&p=13781
Isengard
კარგი რეპორტაჟია , სურათებსაც თუ ატვირთავთ სადმე უფრო მაგარი იქნება . smile.gif))))
Molashqre
ეს ჩემი ფოტოებია...

http://allshares.ge/download.php?id=F8A9613413
_NOSTRA_
http://mydisk.ge/download.php?id=sajusynap

ფოტოები
nino-ticha
გადასარევია და მშვენიალური კიდო, სამწუხაროდ, მე ვერა და ვერ მოვახერხო დროული მობრძანება ონლაინ სივრცეში სურათების გასაზიარებლად...კარგად წერ smile.gif მოსაწონრად smile.gif
ჩქიმი ნახტომით განსაკუთრებით აღფრთოვანებული ვარ bayan.gif (<------სმაილიკებს ახლა დავაკვირდი და გულმა ვერ მომითმინა, შესაბამისად შესაძლოა არა მიზანმიმართულად ვიყენებ , მაგრამ ძალიან საყვარელია smile.gif )
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.