დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 20.III.2011 შიო-მღვიმე-გოროვანი!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
ჩამოვედით კარგად ვართ!

მოკლედ მგონი ყველანი კმაყოფილები ვართ! შიო-მღვიმიდან ზემოთ ასვლა საკმაოდ საინტერესო გამოდგა, და ცოტა გადავხურდით კიდევაც სიცხისგან, მაგრამ გუნდაობამ გაგვაგრილა! biggrin.gif

ახლებმა იყოჩაღეს, კარგად იარეს!

საინტერესოა მათი აზრიც...

ფოტოები და რეპორტაჟი მოგვიანებით იქნება...
tamo
კი ძალიან ვისიამოვნე smile.gif)
Tsero
კარგი იყო მართლაც, მომეწონა ძალიან!!! ამინდმა როგორც ყოველთვის გაგვიმართლა...

პ.ს. სავარცხელმა დახურა რა biggrin.gif
nino-ticha
აუ, ყოველდღე ვამოწმებდი აქაურობას და როდის დაგეგმეთ, ჯანდაბა, ძალიან მინდოდა. თან რა მაგარი ამინდი და შესანიშნავი დღე იყო
მშურს ახლა მე თქვენი smile.gif
_NOSTRA_
კაი იყო smile.gif
David
ძაან კარგი გასვლა იყო...უზომოდ კმაყოფილი ვარ..
ლაშქრობა სავარცხელით, სიცილით და ერთი ადგილის დაწვით დავამთავრე.

პს. სავარცხელის ამბავზე... I am not the only one to put a blame on.... თამჩო მაცინებადა,გიოც,უკნიდანაც მაცინებდნენ და მეც გადავუჩურჩულე რამოდენიმე კომეტარი თამჩოს. და გაგვეცინაა...

პსს.. არ უნდა გვეცინა მთლა ეგრე... მრხცხვენია (თუმცა კარგ მოგონებად კი დაგვრჩებაა)

ჭირი იქა ლხინა აქა
ქატო იქა ფქვილი აქა
diaci
ძალიან ნასიამოვნები ვარ გუშინდელი დღით smile.gif და უფრო მეტად და მეტად მსიამოვნებს თქვენთან ერთად გატარებული დრო smile.gif))))
Tsero
ესეც ჩემი სურათები
შიო მღვიმე-სხალტბა

გუნდაობის ვიდეოს სანახავ შეგიძლია შეხვიდეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე. არ დაგავიწყდეთ დალაიქება.


ასევე ველოდები ყველა სურათს, რაც გადავიღეთ კვირას.
Balu
მაგრები ხართ smile.gif , მარგრამ სადაა ფოტორეპორტაჟი baseball.gif ???
Molashqre
ეს ჩემი ფოტოები

http://allshares.ge/download.php?id=D6557B0910
_NOSTRA_
http://allshares.ge/download.php?id=A4CFAECA31 სურათები
ekakere
მშვენიერი იყო!!!!!!!!:) მადლობა ყველასsmile.gif
matasi
ძალიან კმაყოფილი ვარ .. ძლივს გამოვცოცხლდი,თორემ ძვლებიღა მტკიოდა გამათბობელთან ჯდომით.. მართლაც საინტერესი იყო შიო-მღვიმიდან ზემოთ ასვლა + ლამაზი ხედებიც..
მოკლედ,მადლობა მოლაშქრე საზოგადოებას.
http://allshares.ge/download.php?id=2AA6B40E56
mtiuli
ციტატა(tamo @ Mar 20 2011, 08:21 PM) *
კი ძალიან ვისიამოვნე smile.gif)

თოვლის გუნდაც ისიამოვნე ცხვირში biggrin.gif biggrin.gif :*

ის ტიპი მაგარი პრანჭია იყო უეჭველი biggrin.gif სავარცხელს ჯიბით ატარებდა .... biggrin.gif biggrin.gif მაგაზე მაგრად არაფერზე ვიღადავე
Molashqre
ვიწყებ რეპორტაჟის წერას და ნუ დაპოსტავთ, მანამ სანამ არ მოვრჩები თხრობას...
Molashqre
მაშ ამ ლაშქრობაში ვიყავით სულ 12 ადამიანი. არ მოვიდა ორი: ერთს ტრადიციულად ჩაეძინა და მეორემ ტრადიციულად გადაგვაგდო...

ჩავედით ძეგვში, გადავიარეთ მტკვარზე გადებული მატარებლის ხიდი და აღვმოჩნდით მტკვირს მარცხენა ნაპირას... ამინდი იყო მოღრუბლული და უჟმური...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გავიარეთ გრუნტის გზა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

და მივადექით შიო-მღვიმის მონასტერს. ჯერ პატარა, მღვიმის ეკლესია მოვინახულეთ, სადაც შიო მღვიმელი თავდაპირველად დაბინავებულა
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ უნდა ავსულიყავით ჯვრის ამაღლების ეკლესიაზე, რომელიც მთის წვერზე არის აშენებული და იქიდან როგორმე უნდა გადავსულიყავით, უფრო სწორედ ჩავსულ-ავსულიყავით ქარაფების თავზე... "გზას თქვენ ვერ გაიკვლევთ" ასე მითხრა ერთ-ერთმა მამაომ...

ავაჭერით პირდაპირ ციცაბო აღმართზე, სადაც ფეხქვეშ ქვები გვიგორდებოდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შიო-მღვიმის მონასტერი ქვემოთ მოვიტოვეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხოლო იმ ქიმზე სადაც ჩვენ მოვექეცით, ჯვრის ამაღლების ეკლესია დავინახეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დავეშვით ქვემოთ... გავძვერით პატარა გამოქვაბულში და ჩავედით ტყეში...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტყეში სულ მოულოდნელად აგურებიან ვერაშენებულ სახლს წავაწყდით... შევისვენეთ კვლავ... საშინლად დაცხა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

განვაგრძეთ გზა... ავედით მომდევნო ქიმზე და ნელა ნელა ქარაფებსაც მოვუახლოვდით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დარჩენილი იყო ბოლო მონაკვეთი, რომელიც ცოტა სახიფათო იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

და როგორც იქნა ავედით ბოლომდე smile.gif აქ კი გადახურებულებს თოვლი დაგხვდა smile.gif და რა თქმა უნდა გულიც ვიჯერეთ გუნდაობით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ გავწიეთ სხალტბის ეკლესიისკენ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სოფელ სხალტბასთან მდებარე წყაროს მახლობლად მოვჯექით და გემრიელათ მივირთვით smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ბოლოს სოფელ გოროვანში ჩასვლისას, პატარა სახალისო ინციდენტებიც გვქონდა, ისევ თოვლთან დაკავშირებული (ვინ იცის ამ სეზონზე უკანასკნელად sad.gif)
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ჩავსხედით მარშუტკაში და ჩამოვედით თბილისში smile.gif

ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა...

საერთო ჯამში გავიარეთ სადღაც 12 კმ-მდე და ავკრიფეთ 500 მეტრი ვერტიკალში...
matasi
კარგი იყო გასვლაც და რეპორტაჟიც,ორივე შემთხვევაში მადლობა ლიკას...
Tsero
კაი რეპორტაჟი იყო ლიკა, როოგრც ყოველთვის!

აუ ნოსტრას სურათები მინდა ორიგინალ ზომებში თორე ისე აპატარავებს, მერე გადიდება მიწევს რომ რამე გავარჩიო tongue.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.