დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 20.II ჭილის ტბა და დიდგორის მთა!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
ჩამოვედით! არაქათი გაგვძრა რომელია! მაგარი იყო, ლამაზი და რთული!

ხო, თოვლის გამო მომიწია მარშრუტის შეცვლა და გეზი ავიღEთ ჭილის ტბისკენ, კერძოდ გადავწყვიტეთ მთა დიდგორზე (1274მ) ასვლა, რასაც მოუნდით მთელი 6 საათი sad.gif

პლუს, ისეთ ბუნებრივი სანახაობა ვნახეთ, რაც აქამდე მე არ მენახა და არ გამეგო საერთოდ!

მოკლედ, რეპორტაჟი იქნება ან ხვალ ან ზეგე smile.gif
matasi
ვააა,რა საინტერესოა..ველოდები რეპორტაჟს...
Tsero
ოო დიდგორის მთა მაგარი იქნებოდა, ჩემი სახლიდან მყინვარწვერივით მოჩანს დათოვლილი :დ დიდი თოვლი იყო ალბათ არა?
SVANI
მაგარი იქნებიოდა mciva.gif mciva.gif mciva.gif mciva.gif mciva.gif
dadunino
სიცივით არ ციოდა, თან ისეთი კოცონი აინთო რომ... "ზღაპრული" smile.gif ზღაპრულ ტყეში.

მოკლედ ძალიან ლამაზი და თან საკმაოდ დატვირთული გასვლა გამოვიდა, ნისლი იშვიათდ გვანებებდა თავს, ხედები ალაგ–ალაგ გამოყოფდნენ თავს, თოვდა, მხოლოდ ქედებზე უბერვდა ცივი ქარი, იყო არაჩვეულებრივად ლამაზი ეს ახალმოთოვლილი ბუნება, მართლა ზღაპრულად ლამაზი smile.gif. მე პირადად ძალიან დავიღალე, ერთი სული მქონდა სახლამდე მივსულიყავი biggrin.gif მაგრამ მომკალით და ღირდა წასვლა ;)
temo
უF რა კარგი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Molashqre
დავიწყებ რეპორტაჟის წერას და გთხოვთ ნუ დაპოსტავთ მანამ სანამ არ მოვრჩები...

დილით რომ გავიღვიძე და ფანჯარაში რომ გავიხედე, მივხდი რომ შანსი არ იყო ჩვენი ასვლისა ობოლის ქედზე, მით უმეტეს, მხოლოდ ორს გაგვაჩნდა თხილამურები 5 კაციდან, ხოოოდა სანამ ვემზადებოდი, ვარიანტებს ვაწყობდი რომელი მარშრუტით შემეცვალა ლაშქრობა...

დიდუბის ავტოსადგური... შემდეგ მუხათგვერდის სასაფლაო... თოვლი სასაფლაოს ბოლომდე გაკვალული იყო... იდგა სქელი ნისლი unsure.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ როგორც კი გავცდით სასაფლაოს, დავიწყეთ თავად გაკვალვა... თოვლის საფარი ჯერ 20-30 სმ იყო...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გეზი არ ავიღე ჭილის ტბისკენ, არამედ გადავწყვიტე გვერდი აგვერიდა მისთვის და დიდგორის მთაზე ავსულიყავით (1274 მ) ზაფხულში სასაფლაოს დასაწყისიდან მაგ მთამდე 2 საათი სჭირდება ასვლას...
Molashqre
ერთ მონაკვეთზე მანქანის ნავალი დაგხვდა და ცოტა შეგვიმსუბუქა სიარული, მაგრამ ეგ დროებითი იყო sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ისევ გაუკვალავში გადავედით და ზედ მოვექეცით ჭილის ტბას, რომელიც თოვლით იყო დაფარული... დავნიშნეთ ეგ ადგილი, რათა უკან დაბრუნებისას თუ დიდი ნისლი იქნა, ჩვენი დანიშნულით მივხვედრილიყავით სად უნდა ჩაგვეხვია...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
დიდგორის მთა კაი ხანი აღარ ჩანდა და ნისლში იყო დამალული, მაგრამ ორიენტაციით მივდიოდი მისკენ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ისევ ტყეში შევედით, სადაც ხეების ტოტები თოვლის სიმძიმის გამო დაბლა დაწეულიყო... ახლა თემო კვალავდა თოვლს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნისლი სულ უფრო მატულობდა... ბოლოს ჩემი აზრით მივადექით მთას, თუმცა 100 მეტრით წინ გადავუხვიე, რუკის მოშველიების შემდეგ, პირდაპირ მის ძირში მოვექეცით...
მე, ნინომ და თემომ გადავწყვიტეთ მთაზე ასვლა, ხოლო კობა და გიორგი დარჩნენ დაბლა და შეშის მოგროვება და კოცონის ანთება დაიწყეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სამწუხაროდ, ნინო უკან გაბრუნდა, რადგან თოვლში ღრმად ეფლობოდა... გზა განვაგრძეთ მე და თემომ...
Molashqre
მე თხილამურები ჩAვიცვი, ხოლო თემო უკან მომყვებოდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალე გამოჩნდა მთის წვერზე მდგარი ჯვარიც... თემო ჯვართან...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ნაეკლესიარი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

შემდეგ ვჭამათ პური ცეცხლთან და ცოტას გავშრით... (სამწუხაროდ ამის ფოტოები არ გვაქვს sad.gif)
Molashqre
ერთი საათის შემდეგ, ანუ 17:40-ზე, ავიბარგეთ და როგორც კი გამოვშორდით მთას, გამოჩნდა დიდგორის მთის წვერიც თავისი ჯვრით smile.gif (არადა რამდენი გვაწვალა ვარაუდებმა თუ სად იყო იგი ზუსტად biggrin.gif)
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მაგრამ ჯერ სად ვიყავით smile.gif რო მოვექეცით ქიმზე დავინახეთ უჩვეულო რამ smile.gif ჩვენ ვიყავით ღრუბლების თავზე smile.gif დედაქალაქი, ჩრდილოეთით შიდა ქართლის მტკვრის ხეობა, აღმოსავლეთით კახეთის ნაწილი, ღრუბლებით იყო დაფარული... სამწუხაროდ უკვე ბნელდებოდა და ფოტოაპარატმა სამაგალითოდ ვერ ასახა ეს კადრები sad.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
უჩვეულო კი ამ სანახაობაში ის იყო, რომ ჩვენ ხომ ვიყავით ღრუბლების ზემოთ, ჩვენს თავზე იყო კიდევ ღრუბლები, ჩვენ კი შუაში biggrin.gif ქვედა ღრუბლებიდან თურმე წვიმა მოდიოდა, ხოლო ზედა ღრუბლები გვათოვდა გემრიელად biggrin.gif

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მალე ჩამოღამდა და დავიწყეთ მსწრაფლ დაშვება...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სადღაც საათნახევარში ვიყავით ჭილის ტბაზე, ტბიდან უკვე გზა გაკვალული აღმოჩნდა და მალე დავეშვით სასაფლაობამდე, იქიდან კი ფეხით დიდ დიღომამდე, სამწუხაროდ ამის ამსახველი ფოტო მასალა არ გაგვაჩნია sad.gif

ამით დასრულდა ჩემი მონაყოლი... ძალიან ძალიან დავიღალეთ ყველანი smile.gif მაგრამ, ძალიან მაგარი გასვლა გამოგვივიდა smile.gif

მოკლედ, ვერტიკალში ავკრიფეთ 700 მეტრი, სიგრძეში გავიარეთ 23 კმ, აქედან გაუკვალავში ვიარეთ 15 კმ...
zvio1982
ვერტიკალში რამდენზე ახვედით?
Molashqre
ციტატა(zvio1982 @ Feb 22 2011, 10:52 PM) *
ვერტიკალში რამდენზე ახვედით?



წაიკითხე რეპორტაჟის ბოლო პოსტი ყურადღებით...
zvio1982
700 მეტრიო წერ და ღრუბლებს ზემოთ ვიყავითო და ვერ ვხვდები
Molashqre
ციტატა(zvio1982 @ Feb 22 2011, 11:02 PM) *
700 მეტრიო წერ და ღრუბლებს ზემოთ ვიყავითო და ვერ ვხვდები



დიდგორის მთა (1274 მ), წერია ეგეც...
zvio1982
დათოვლილ ბუნებასაც თავისი სილამაზე აქვს, ლამაზი სურათებია
dadunino
ვამატებ რამოდენიმე პანორამას
PAINTER
ქარქი იყო ძაან... კიდო მინდა smile.gif) ისა და ყველა სურათი არ აგიტვირთიათ?? ჩაწერა მინდა smile.gif)
soso_gars
იფ რა თოვლში ყოფილხართ tongue.gif კოცონი კი გაასწორებდა მანდ biggrin.gif.
იმედია შემდეგ წელს მეც მოვახერხებ თოვლიან ლაშკრობაში წამოსვლას unsure.gif
geo2ge
ვისიამოვნე რეპორტაჟით smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.