დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 30.I.2011 დრისის ციხე!
> ლაშქრობა > შემდგარი ლაშქრობები > 2011 წელი
Molashqre
მოკლედ ჩამოვედით და კარგად ვართ!

სამწუხაროდ ერთ-ერთს ჩაეძინა და მეორემ გადაგვაგდო, შედეგად ვიყავით ექვსნი...

ფოტოები იქნება მოგვიანებით!
marita
მოკლედ თოვლს მონატრებულმა მე პირადად დიდად ვისიამოვნე გუშინდელი ლაშქრობით, გული ვიჯერე თოვლში სიარულით,
მემგონი წელს თბილისი ასე არც გაგვანებივრებს, ნელ–ნელა დაგვავიწყებს გუნდაობას, ყინულზე სრიალს და ამოყირავებას... biggrin.gif

ლიკამ ძალიან კარგი სახელი შეურჩია ამ ლაშქრობას, იმედია მერე რეპორტაჟში ამის შესახებ იტყვის smile.gif
Molashqre
მოკლედ ავღწერ ჩვენს ლაშრობას.

ვიყავით ამ ლაშქრობაში 6-ნი, ძეგლები.ჯეს ხალხი და ნოსტრა biggrin.gif

მაშ ტრანსპორტებით მოგზაურობის მერე, სოფელ ჭყოპიანიდან გავეშურეთ პირდაპირ დრისის ციხისკენ. გადავედით მდინარე თეძამზე გადებულ ხიდზე.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

და მივადექით დრისის ციხეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
საჭირო იყო ამ კლდეზე შემოდებულ ციხეზე ასვლა. დაახლოებით ვიცოდით, რომ ბილიკი სამხრეთით მდებარეობდა და გავეშურეთ მაგ მხარეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დაზვერვის ჩატარების შემდეგ, ვიპოვეთ ბილიკი და მივადექით ციხეს...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ციხეში შესვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა... საჭირო იყო აძრომა... ასაძრომი თითქოს არაფერი, მაგრამ დასველებულ კლდეზე, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
პირველ ცდაზე, გიორგი თითქმის გასული იყო ბოლოში, მაგრამ ჩამოსრიალდა და თითები დაიზიანა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მაგრამ მეორე ცდაზე უკვე ავიდა და ავიდნენ დანარჩენი ბიჭებიც... ჩვენ გოგოები დაბლა დავრჩით რადგან, ჩვენი ჩამოყვანა გაართულებდა საქმეს biggrin.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

აი რა ნახეს ბიჭებმა ციხის შიგნით...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
ჩამოსვლისას, პირველს გოგოები დავეხნმარეთ, ხოლო შემდეგ უკვე ერთობლივი ძალებით ვეხმარებოდით... ძალიან სრიალებდა ფეხები unsure.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ეს დრისის ციხეზე ასასვლელი ბილიკია, იგი ძნელად მისაგნებია და თან ტანდაბალ ხეებშია გაკვალული...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ამის მერე, გავწიეთ სოფელ ფიცესისაკენ... თავიდან თოვლი ამდენი იყო smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მერე გახდა ამდენი smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გავედით ტიტლიკანა ადგილზე, იქაც ცოტა იმატა თოვლმა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გიორგი შანს არ უშვებდა ხელიდან და ყველაფერს იღებდა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გამოვედით შემაღლებულ ადგილას და მიუხედავად ნისლისა, გამოჩნდა სოფლები და კასპი...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გზად აი ეს საყდარი დავაფიქსირეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
სამწუხაროდ ზაზას მეტი ფოტო აღარ დაუფიქსირებია sad.gif როგორც კი გიო მომაწვდის დანარჩენებს, ჩავამატებ...

ვიტყვი იმას, რომ ერთ-ერთმა ჯიგარმა იქაურელმა, ნივით გაგვიყვანა 3 კმ და ხეხმელას ხეობაში ჩასასვლელი ბილიკი გვაჩვენა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ხეხმელას ხეობა...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

რადგან დრო არ იყო, ნაზიანას ეკლესიის მონახულებას ვეღარ ვასწრებდით და იქვე წავიმხესეთ...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჭამის მერე, ზაზამ და მარიტამ წაიცეკვეს smile.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
Molashqre
შემდეგ გავწიეთ სოფელ ხოვლესაკენ...

ჯერ თოვლში მივაბიჯებდით... შემდეგ თოვლი ტალახად იქცა sad.gif
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მარშუტკას წკიპზე მოუსწარით და მშვიდობიანად ჩამოვედით თბილისში...
temo
ზაზა ჩვეულ ფორმაშია.................როგორც ყოველთვის.........)))))))))))))))))))))))))
matasi
დრისის ციხე ძაან მომეწონა და გული დამწყდა რომ ვერ (და არა არ) წამოვედი,გზად რომ საყდარი ნახეთ,ისიც ლამაზი იყო და რა დასანანია რომ დანგრევის პირასაა..
ზაზას მიერ გადაღებული პეიზაჟები ძაან ლამაზია და ნოსტრას გადაღებული სურათი მომეწონა კიდე,მგონი ციხის შიდა კედელია..
პ.ს. გიო,თითები როგორ გაქვს?.
dadunino
ვააააააა რა კარგიააააა!!!!!
geo2ge
კარგიაა, ძალიან კარგია smile.gif
zvio1982
მიხარია კარგი ლაშქრობა რომ გქონდათ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.