დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 5.XII.2010 წოფი-ხოჟორნი-წერაქვი!
> მოლაშქრეები > მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლები
Molashqre
ჩამოვედით კარგად ვართ!

რიგი მიზეზების გამო, ლაშქრობა ექსკურსიად ვაქციე smile.gif

სამაგიეროდ მოვინახულეთ: წოფის ციხე და სამი ეკლესია, ხოჟორნის შუასაუკუნეების სამი ეკლესია (მათ შორის X ს-ის გუმბათიანი) და წერაქვის სამონასტრო კომპლექსი.

ამ ყველაფერთან ერთად გავეცანით იქაურ მდგომარეობასაც, რის აზრზეც არც ერთი არ ვიყავით. ამაზე მოგვიანებით...

იყო ნისლი, რამაც როგორც დადებითი ისე უარყოფითი როლი ითამაშა...

ფოტოები და რეპორტაჟი იქნება მოგვიანებით...
vaniko
მოსახლეობა როგრ შეგხვდათ ხოჟორნის, მაინტერესებს სხვათა შორის.. smile.gif თუ გქონდათ კონტაქტი, რა თქმა უნდა smile.gif
Tsero
არა, ხოჟორნის მოსახლეობასთან კონტაქტი არ გვქონია, მანდ მხოლოდ მესაზღვრეები ვნახეთ (ქართველები). ნუ დაწვრილებით რეპორტაჟში.

ეს კი ჩემი სურათებია, ვაიმე რა ოპერატიული ვარ, ვგიჟდები ჩემს თავზე krutoi.gif
ლინკი
misho
სასიამოვნო ლაშქრობა ( ნუ მოჟნა სკაზაწ ექსკურსია biggrin.gif ) იყო smile.gif
ესეც სურათები
http://allshares.ge/download.php?id=E48CD17C27
Molashqre
ციტატა(misho @ Dec 5 2010, 10:39 PM) *
სასიამოვნო ლაშქრობა ( ნუ მოჟნა სკაზაწ ექსკურსია biggrin.gif ) იყო smile.gif
ესეც სურათები
http://allshares.ge/download.php?id=E48CD17C27


ნუ მოჟნა არა, ეს ექსკურსია იყო smile.gif
ZuraaruZ
ძალიან კარგი თუ ექსკურსია იყო. Xანდახან ესეც საჭIროა smile.gif
_NOSTRA_
http://allshares.ge/download.php?id=9A945B9410

ესეც ფოტოები...
ZuraaruZ
დიდად ვისიამოვნე ამ ლაშქრობით , თუმცა მართლა უფრო მეტად ექსკურსია იყო .

პ.ს. მიშკა ვარ . მეგონა ჩემით ვიყავი შესული . biggrin.gif biggrin.gif
Tsero
ციტატა(_NOSTRA_ @ Dec 6 2010, 12:04 AM) *
http://allshares.ge/download.php?id=9A945B9410

ესეც ფოტოები...

გიო ვერ ვიწერ, up.jeje.ge-ზე ატვირთე რა. და რაღაც ძააან ცოტაა მგონი 6 მბ.
matasi
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ექსკურსიას ლაშქრობა გაცილებით ჯობია,დავიღალე კიდეც მარშუტკაში ჯდომით.. ლამაზი ადგილები მოვინახულეთ,წოფის ციხეზე ის კლდე მომეწონა,სადაც უმრავლესობამ გადავიღეთ სურათები,თან ნისლში უფრო გოროზი ჩანდა, წერაქვის სამონასრტო კომპლექსიც ძაან ლამაზი იყო და ხოჟორნის ეკლესია განსაკუთრებულად მომეწონა. პ.ს. ხო,კიდევ "ბუ" ვნახეთ (მე და ლიკამ, წინ ვიჯექით) ტრასაზე მიგოგმანობდა და შემოგვანათა პაწია თვალები.. raaa.gif
tako
ლიკ ძალიან გამახარე გუშინდელი მესიჯით ლაშქრობასთან დაკავშირებით smile.gif
bartki
მშვენიერი ექსკურსია გამოვიდა smile.gif მართალია საზღვრების აბდა-უბდობის პრობლემა კიდევ ერთხელ დავაფიქსირე, მაგრამ თავად გასვლით ფრიად კმაყოფილი გახლავართ koconi.gif

ესეც ლინკ: http://up.jeje.ge//download.php?id=3E384F5129
marita
მოკლედ ვიწყებ ჩემი ერთ-ერთი მძიმე მისიის შესრულებას smile.gif

გუშინდელ წოფი-ხოჟორნი-წერაქვის გასვლაში ვიყავით 16 ადამიანი - მე, ზაზა, მარი, ლიკა, მაია, გიო (წერო), გიორგი (NOSTRA), მიშკა, ზურა, ზვიო, დავითი, გაგა (სვანი), მიშო, ნათია, გიგა და იათო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად ...

გასვლა იყო ექსკურსიის ტიპის, ძირითადად ითვალისწინებდა ისტორიული ძეგლების მონახულებას და www.dzeglebi.ge-სთვის ფოტომასალის შეგროვებას.
marita
ჯერ ჩავედით სოფელ ცოფში (წოფი), რომელიც განეკუთვნება მარნეულის რაიონს, იქ მოვინახულეთ 3 ისტორიული ძეგლი - კოშკი და ეკლესიები, რომელთა მხოლოდ ნანგრევები იყო შემორჩენილი, აღნიშნული ძეგლები ერთმანეთისაგან 1-2 კმ-ით იყო დაშორებული, ამ ძეგლების მონახულებაში გვეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლე ბატონი ჟორა პეტროსიანი, რომელიც 8 წელი თბილისის საპატრიარქოში მუშაობდა,მან ძალიან კარგი გიდობა გაგვიწია. 

სოფელში თითოეული ქვა მარმარილოსია, აქ კომუნისტების დროს იყო ქვის საამქრო, ხდებოდა ქვების დამუშავება,
ერთ-ერთი ციხის მონახულებისას კლდეში ორ ადგილას წავაწყდით 80-85 მეტრიან გამოქვაბულს, რომელიც იმ დროს მეშახტეების მიერ იქნა გათხრილი.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად  დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად


პირველ გვირამში ძალიან ბევრი ღამურა იყო და მოლაშქრეებმა გული იჯერეს ფოტოგადაღებებით smile.gif მეორე გვირაბში კი ძალიან თბილოდა.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად  დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
marita
მესამე ტაძრის სანახავად გარკვეული მანძილის გავლა მოგვიწია, გზად წყაროსთანაც შევისვენეთ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტაძარი შედარებით შემონახული იყო, მაგრამ მისი გუმბათი მორღვეული იყო.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
marita
შემდეგ გამოვემშვიდობეთ ბატონ ჟორას და მარშუტკით გავაგრძელეთ გზა სოფელ ხოჟორნაში,

ის მოგვიწია ქართველ მესაზღვრეებთან გაჩერება, მათ გადაამოწმეს ჩვენი პირადობები, დარწმუნდნენ რომ ქართველები ვიყავით, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდით და მათი თანმხლებით ფეხით გავაგრძელეთ გზა ტაძრისკენ, გზად პატარა სამლოცველოს ნანგრევები შეგვხვდა -

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გუმბათოვანი ეკლესია X საუკუნით თარიღდება,

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ტაძარში ზოგიერთ ადგილას შემონახულია მოჩუქურთმებული ქვები,

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
 
marita
ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი სოფელ წერაქვში გველოდებოდა,
ტაძარი XIII საუკუნეშია აგებული, ხოლო გალავანი და სამონასტრო კომპლექსი უფრო მოგვიანებით - შუა საუკუნეებში აიგო

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
marita
ბოლოს როგორც იქნა დადგა წახემსების დრო, სუფრა სასწრაფო წესით გაიშალა და ჭამის დროს ლამის ნახევარი საათი თავი არ აგვიწევია biggrin.gif

ბიჭებმა ცეცხლიც დაანთეს, კარგად მოვილხინეთ, იყო ცოტა სიმღერა (ბევრი არა რადგან ალკოჰოლი გვაკლდა, თითო კაცს 2 ყლუპი შეხვდა მხოლოდ biggrin.gif )

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
და მერე ჰერი-ჰერი თბილისისკენ

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ფოტოების ავტორი არიან ზაზა და იათო და მიშო კიდო smile.gif
iato
ესეც ჩემი ფოტოები

http://allshares.ge/download.php?id=6710568515
matasi
http://allshares.ge/download.php?id=F6068F7F27 ცოტა დამიგვიანდა,ხო იცით რაჭველი ვარ... biggrin.gif
dadunino
მადლობა მარიტა ლამაზი რეპორტაჟისთვის, მშურს თქვენი smile.gif
saba26
ohmy.gif:Oძალიან მაგარიააა :*:*
matasi
ზაზას სურათები მინდააააააააააა... p.s. madloba marit reportajistvis smile.gif
BBC
წერაქვის კომპლექსი ულამაზესია, ძალიან მომეწონა smile.gif
რეპორტაჟის ავტორს მადლობა !!! love.gif
zvio1982
მშვენიერი ეკსკურსია გამოვიდა smile.gif
Molashqre
რამოდენიმე წინადადებით ავღწერ იმ სიტუაციას რაც დაგხვდა საქართველო-სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ სადახლოს ახლო-მახლო...

წინასწარ დავაფიქსირებ, რასაც მე აქ დავწერ, არის ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციაა და მხოლოდ... შეიძლება რამეში შევცდე...


სოფლები (სადახლო, წოფი, ხოჟორნი, ოფრეთი) არის ან მხოლოდ თათრებით ან მხოლოდ სომხებით დასახლებული, ან შერეულად...

უარყოფითი მხარეები:

1. ქართული არ იციან, ახალგაზრდებამა კი არც ქართული და რუსუსლი... (ნუ ასეთი ვითარება ბევრგან არის)
სოფლებში ფუნქციონირებს სკოლები, სადაც სხვათაშორის ქართულს ასწავლიან, ვაი ასეთ სწავლას! მოსახლეობამ არ იცის არც ქართული და არც რუსული sad.gif

2. სოციალურად უჭირთ, უმუშევრობა მაღალია... (ნუ ესეც სიახლე არაა და თითქმის ასეთი სიტუაცია ყველა სოფელშია...)
თათრების ძირითადი საქმიანობა მიწა–მოქმედება და მეცხოველეობაა, სომხები კი სასომხეთში გადადიან და ვაჭრობენ. მაგრამ, საერთო ჯამში უმუშევრობა მაღალია.

3. მოსახლეობას ზოგ სოფელში არ გააჩნია თავიანთი სალოცავები, ეკლესიები, მეჩეთები...
ამ მიზეზის გამო ისინი, იყენებენ ქართულ ნახევრად დანგრეულ ეკლესიებს, თქვენ წარმოიდგინეთ თათრებიც კი... ისინი შესაწირად კლავენ ფრინველებს და შემდეგ მათ ფეხებს თუ თავს, ეკლესიის კედლებში დებენ...

4. უშუალოდ საზღვარზე დაძაბული სიტუაციაა...
ხოჟორნში მესაზღვრეები ძალიან უნდობლად შეგხვდნენ: მათ იკითხეს ჩვენი მოსვლის მიზეზი და ეთნიკური წარმომავლობა, მოითხოვეს ჩვენი პირადობის მოწმობები, აგვიკრძალეს ფოტო–გადაღება და ჩამომართვეს GPS. რომ დარწმუნდნენ, რომ მართლაც ძეგლების სანახავად ვიყავით მოსულები, საკმაოდ მოლბნენ, დამიბრუნეს GPS და დაგვრთეს ნება ძეგლების ფოტო გადაღებაზე. ჰუჯაბის მონასტერი, რომელიც სოფელ ახქერფის მახლობლადააა, სომხეთის ტერიტორიაზეა და მგონი თვით სოფელი ახქერფიც, ახლა სომხების მიერ არის დაკავებული sad.gif

5. სოფლებში მდებარე ისტორიული ძეგლების მდგომარეობა საშინლად სავალალოა...
წოფის საკათედრო ტაძარი, ეკლესიები, ხოჟორნის კომპლექსი (ეს რაც ჩვენ ვნახეხეთ) საჭიროებენ აღდგენას! სახელმწიფო საქმის კურსშია ამ ძეგლების მდგომარეობაზე, მაგრამ.... unsure.gif



დადებითი მხარეები:

1. არაა ურთიერთ ქიშპობა სომხებსა და თათრებს შორის, პირიქით დადებითად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ (რამდენად მართალია არ ვიცი)...
ისინი ერთმანეთს ქორწილებშიც ჰპატიჟობენ, ახალ წელს ერთად ზეიმობენ და ა. შ.


2. არანაირი აგრესია არ იგრძნობოდა მათი მხრიდან ჩვენს მიმართ, არც ურთიერთობაში და არც სახეზე... იყო მხოლოდ ცნობისმოყვარეობა...

დიახ, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია... თუმცა ჩვენ ვიყავით მხოლოდ რამოდენიმე საათი ამ მიდამოებში...


აი ასეთი ამბებიაააა.... unsure.gif
vaniko
ჰოო, სწორედ მაგიტომ ვიკითხე ზემოთ, მოსახლეობასთან თუ გქონდათ-თქო კონტაქტი, მაინტერესებდა იქაური სიტუაციები... მე ვიცნობ ხოჟორნელ სომხებს რამდენიმეს და ძალიან კარგი ხალხია! smile.gif დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვერცერთი მათგანი წაიკითხავს, მაგრამ მაინც მოკითხვა ანდრანიკ, ტიგრან და სარქის ღარიბიანებს! smile.gif ნეტა როგორ არიან..

p.s. რა ტელევიზორულად გამომივიდა biggrin.gif
PAINTER
მაგარი გასვლა გქონიათ.... ეჰ რამდენი გასვლა გამოვტოვე...... sad.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.