IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Closed TopicStart new topic
> სტატუსები
Molashqre
პოსტი Sep 19 2009, 06:10 PM
პოსტი #1


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




სტატუსები

სტატუსები ფორუმში პოსტების რაოდენობის მიხედვით არ განისაზღვრება!
მნიშვნელობა არა აქვს ვის რამდენი პოსტი აქვს!
სტატუსების მიღება განპირობებულია ფორუმელთა რეალურ მოღვაწეობასთან და მათ მდგომარეობასთან!


1.ინკოგნიტო – წევრები, რომლებსაც ჯერ ერთი გამოხმაურებაც არ აქვთ გაკეთებული. შეზღუდული აქვს რამოდენიმე თემაში პოსტინგის უფლება. ამ სტატუსის მქონე პირები ერთი თვის შემდეგ წაიშლებიან ფორუმიდან. თუ, რაიმე დაბრკოლება შეექმნებათ დაპოსტვასთან დაკავშირებით, აუცილებლივ შეატყობინონ ადმინისტრაციას.

2.ჰა, წამოდი! – წევრები, რომლებსაც აქვთ ერთზე მეტი გამოხმაურება. შეზღუდული აქვს რამოდენიმე თემაში პოსტინგის უფლება. ამ სტატუსის მქონე პირები ორი თვის შემდეგ წაიშლებიან ფორუმიდან.

3.ახალბედა – წევრები, რომლებიც ორჯერ მაინც არიან წამოსული molashqre.ge-სთან ერთად ლაშქრობაში. შეზღუდული აქვს რამოდენიმე თემაში პოსტინგის უფლება. აგრეთვე შეზღუდულნი არიან მიიღონ მონაწილეობა ზოგიერთ ღონისძიებაში და რამოდენიმე დღიან გასვლებში. ამ სტატუსის მქონე პირები ბოლო გასვლიდან ორი თვის შემდეგ გადავლენ “ჰა წამოდის” სტატუსში.

4.დაკარგული – წევრები, რომლებიც იყვნენ მოლაშქრე, მოლაშქრე ან მოსიარულე სტატუსის მქონე, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არც ერთ გასვლაში არ მიუღიათ მონაწილეობა და აგრეთვე არ შემოდიან ფორუმზე. შეზღუდული აქვს რამოდენიმე თემაში პოსტინგის უფლება. ამ სტატუსის მქონე პირები, ორი თვის შემდეგ ისევ დაუბრუნდებიან ძველ “ჰა წამოდის” სტატუსს.

5. მოსიარულე - წევრები, რომლებიც წელიწადში მინიმუმ 8-ჯერ მაინც დადიან გასვლებზე და ნაწილობრივ ფლობენ მინიმალურ სალაშქრო უნარ-ჩვევებს. ამ სტატუს მხოლოდ მაშინ მიიღებს წევრი, თუ იგი პირველ სამ გასვლას გააკეთებს ორ თვეში.
მინიმალური სალაშქრო უნარ-ჩვევები:
ა)კარვის გაშლა (თუნდაც ერთი ტიპის);
ბ)კოცონის ანთება (ადვილ პირობებში);
გ) საკარვე ადგილის შერჩევა;

6. მოლაშქრე - წევრები, რომლებიც გარდა ხშირი სიარულისა, (წელიწადში, ერთი სალაშქრო ხასიათის გასვლა აუცილებლივ უნდა ჰქონდეს სამ დღიანზე მეტი შესრულებული), ფლობენ აუცილებელ სალაშქრო უნარ-ჩვევებს.
აუცილებელი სალაშქრო უნარ-ჩვევები:
1) იყოს კარგი მოსიარულე (ფიზიკურად);
2) შლიდეს კარავს (რამოდენიმე ტიპის);
3) კოცონის ანთება (საშუალო სირთულის პირობებში);
4) კომპასით ორიენტირება;
5) საკარვე ადგილის შერჩევა;
6) ზურგჩანთის სწორად ჩალაგება;
7) თოკზე დაშვება.
8) პირველადი სამედიცინო დახმარება;

7. მოლაშქრე - წევრები, რომლებიც დადიან ხშირად ლაშქრობებში, (მიუხედავად სეზონისა და მეტეოროლოგიური პირობებისა) და კარგად ფლობენ სალაშქრო უნარ-ჩვევებს.
სალაშქრო უნარ-ჩვევები:
იყოს კარგი მოსიარულე (ფიზიკურად)
საკარვე ადგილის შერჩევა;
კარვის გაშლა (რამოდენიმე ტიპის);
ზურგჩანთის სწორად ჩალაგება;
კოცონის ანთება (რთულ პირობებში);
კომპასით ორიენტირება;
ორინტირება ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე (ტყეში, ღამით);
ტოპოგრაფიული რუკის წაკითხვა (საშუალო დონეზე);
GPS ხელსაწყოს გამოყენება;
პირველადი სამედიცინო დახმარება;
თოკზე დაშვება.
კვანძების გაკეთება (მინიმუმ 3 კვანძი);
რამოდენიმე სახეობის სოკოს ცნობა;
მარშრუტების დაგეგმვა;


8. იშვიათად წევრები, რომლებიც იშვიათად ღებულობენ მონაწილეობას გასვლებში (მაქსიმუმ წელიწადში 4-ჯერ). ან, რომლებიც იყვნენ “ახალბედას”, “მოლაშქრე” ან “მოსიარულე” სტატუსის მქონე, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არც ერთ გასვლაში არ მიუღიათ მონაწილეობა, თუმცა შემოდიან ფორუმზე.

9.VIP წევრები - რომლებიც არ დადიან molashqre.ge-სთან ერთად ლაშქრობებში, მაგრამ ეხმარებიან სხვადასხვა ღონისძიებებში.

10.არ შემიძლია – ეს სტატუსი მიენიჭებათ იმ წევრებს, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ ლაშქრობებში სიარულს. თუმცა, ადმინისტრატორი თავად გადაწყვიტავს რამდენად მისაღებია ეს მიზეზი და შესაბამისად მიანიჭებს ამ სტატუსს. ტყუილის შემთხვევაში, წევრი წაშლილი იქნება ფორუმიდან.

სტატუსიდან სტატუსში გადაყვანა მოხდება თვეში ერთხელ ყოველ 4-10 რიცხვში, თუმცა შეიძლება იქნას გამონაკლისებიც დაშვებული, ანუ მოხდეს წევრის სტატუსის ნაადრევად შეცვლა.

მოსიარულე, მოლაშქრე და მოლაშქრე სტატუსის მქონე წევრები აგრეთვე ვალდებულნი არიან პატარ-პატარა დახმარებები გაუწიონ მოლაშქრეთა საზოგადოებას, (რეპორტაჟების აღწერა, რაიმე ღონისძიებებში დახმარება და ა. შ.), წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას გასვლებში და შესაბამისად გადავლენ სხვა სტატუსებში.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2019 - 10:38 AM