IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

> 

molashqre.ge–ზე დარეგისტრირებულ ფორუმელებს თავად შეუძლიათ მოაწყონ ნებისმიერი გასვლა ადმინისტრაციასთან შეუთანხმელებლად, (საექსკურსიო, ექსტრემალური და ა. შ.), რომელზეც ადმინისტრაცია ყველანაირ პასუხიმგებლობას იხსნის ამ გასვლაზე! აგრეთვე, ეს გასვლა არ უნდა ხდებოდეს molashqre.ge–ს სახელით.
ასეთ გასვლაში ამ ფორუმზე არსებული ლაშქრობის არც ერთი წესი არ იმოქმედებს. (წამოიყვანეთ რამდენი სტუმარიც გინდათ, წაიღეთ რამდენი ალკოჰოლიც გენობოთ, იარეთ არა გუნდურად და ა. შ.) ასეთი რეპორტაჟები დაიდება მხოლოდ „მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლების“ თემაში.
თუმცა ადმინისტრაცია ძალაში იტოვებს, ასეთი თემების განთავსება– არ განთავსების საკითხს (გააჩნია რამდენად სასურველია ასეთი თემა მოლაშქრეზე).

სასურველია, (ინიციატორების ნამუსსზე იყოს) რომ ასეთი სახის გასვლები არ დაემთხვეს სალაშქრო გასვლებს.

 
Reply to this topicStart new topic
> 9.XI.2014 ნორჩი მოლაშქრეების გასვლა ჭილზე, პირველი გასვლა
Molashqre
პოსტი Nov 9 2014, 08:52 PM
პოსტი #1


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




მოკლედ მგონი ყველანი კმაყოფილები დავრჩით ამ გასვლით...

სულ იყო 18 ბავშვი და ვახლდით 6 მოლაშქრე...

დავანახეთ კავკასიონის ქედი და ყაზბეგის მყინვაწვერი, ვასწავლეთ რომელი ხეებია წიფელი და რომელია მუხა, ვასწავლეთ კომპასით მხარეების დადგენა და ცხადია ცეცხლის ანთებაც...

უჰ, შეშას დიდი გულმოდგინებით აგროვებდნენ, ვეღარ ვაჩერებდით მერე biggrin.gif

დიდი მადლობა მიშკას და ნატიას... მიშკას და ბარბარას მოეწონათ ეს სიტუაცია და კიდევ შემოგვიერთდება სხვა გასვლებზეც smile.gif


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
nino-ticha
პოსტი Nov 9 2014, 09:40 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: არ შემიძლია

რეგისტრ.: 9-February 11




ხალხებო, მაშასადამე ცეცლთამპყრობელმან ლიკამან და მიშკამან დღეს ჩემს ბოვშვებს ცეცხლის დანთება ასწავლეს. ნათიამ რიგში სწორად და გრაციოზულად მოძრაობა smile.gif ბარბარა და მისი მეგობარი მაიკლი ინგლისურად ელაპარაკებოდნენ მათ. თან წამოგვყვა ფრიად საინტერესო ოთხფეხა მეგობარი, რომელმაც არ მიგვატოვა მთელი ლაშქრობის განმავლობაში. ,,ჩემმა პრელესწებმა" იციან სად არის თრიალეთის ქედი და რომ კავკასიონი ჩრდილოეთითაა. უფოთლოდაც შეძლებენ მუხა წიფელისაგან გაარჩიონ. ნახეს და დაიპყრეს ჭილის მთა და აახმაურეს ჭილის ტბა. მოკლედ, გაცილებით მეტი ინფორმაციით დატვირთულები დაბრუნდნენ, ვიდრე იყვნენ.

ფრიად კმაყოფილი დავრჩი გასვლით, მშვენიერი ამინდი იყო და და მე ვფიქრობ, ბავშვები კმაყოფილები არიან, დაღლილი კმაყოფილები. უკმაყოფილო ვარ ყვითელი ავტობუსების ზომისა და უპასუხისმგებლობის გამო ( ხინჯად მექნება ყოველთვის). ლიკამ ძალიან მაგარი საქმე გააკეთა ამ იდეის განხორციელებით. ვეთანხმები, რომ უფროსი თაობა ასწავლის და ავითარებს შემდგომ თაობებს. ხოდა პატივცემულებო, ძალიან გამიხარდება მე პირადად თუ სხვებიც შემოგვიერთდებით და ამ მშვენიერ ბავშვებს რაღაც-რუღაცებს ასწავლით.

და ბოლოს, ,,ჩემი პრელესწებისა" და მათი მშობლების სახელით ძალიან ვემადლიერებით ლიკას, მიშკას, ნათიას, ბარბარასა და მაიკლს და ძალიან ვიმედოვნებთ რომ ეს იქნება პირველი იმ მრავალთაგანი, რომელსაც ერთად გავილაშქრებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
natia
პოსტი Nov 10 2014, 10:56 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: დაკარგული

რეგისტრ.: 16-March 14




გაიხარე ნინო smile.gif მართლა "პრელესწები,, გყავს ძან ყოჩაღები არიან, გასვლაც ძალიან საინტერესო იყო მადლობა ლიკა, ვეცდები შეძლების დაგვარად თქვენთან ვიყო ყველა გასვლაში რაგაცეების სწავლა მეც არ მაწყენდა smile.gif
party2.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
_NOSTRA_
პოსტი Nov 13 2014, 06:11 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: მოსიარულე

რეგისტრ.: 25-May 10




ესე გააგრძელეთ, კარგია! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2019 - 09:46 AM