IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
> კაზრეთი, ერთ დღიანი
Molashqre
პოსტი Apr 18 2010, 11:14 PM
პოსტი #1


Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08




კაზრეთი
(ერთ დღიანი ლაშქრობა)


1. მარშრუტის მახასიათებლები

ხანგრძლივობა ერთ დღიანი
კატეგორია უადვილესი
გასავლელი მანძილი 10 კმ
ასაკრეფი ვერტიკალი 200 მ
საუკეთესო პერიოდი ნებისმიერი
სარეისო ტრანსპორტის ღირებულება ორივე მიმართულებით 7 ლარი


2. მარშრუტის მოკლე აღწერა

დაბა კაზრეთი ცნობილია თავისი საბადოებით, სადაც ოქროს მოპოვება ხდება. თუმცა აქ არის უამრავი ისტორიული ძეგლი, სამარხები, ეკლესიის ნანგრევები და ა. შ.

3. მარშრუტში შემავალი ისტორიული ძეგლები და მათი გეოგრაფიული მდებარეობა

სამების ეკლესია მდებარეობს დაბიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მადნეულის ქარხნებთან ახლოს, გზის პირას.

სათხის ეკლესია მდებარეობს ტყეში, დაბიდან 5 კმ-ის დაშორებით სამხრეთის მიმართულებით, მდინარის მარცხენა ნაპირას.


4. ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ:

გამგზავრება:
სამარშრუტო ტაქსის რეისი: თბილისი-კაზრეთი;
გასვლის ადგილი: ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, ფიროსმანის ქუჩა, ავტოსადგური “ექსპრესი”;
გასვლის დრო: 07:00, 08:30;
ღირებულება: 3.5 ლარი;
შენიშვნა: 08:30-იანი გასვლის ბილეთები, ნახევარი საათით ადრე მაინც შეიძინეთ!

უკან დაბრუნება
სამარშრუტო ტაქსი რეისი: კაზრეთი-თბილისი;
წამოსვლის დრო: 16:30; (ბოლო რეისი)
ღირებულება: 3.5 ლარი;

5. GPS მონაცემები:


ძეგლების კოორდინატები:

ძეგლის დასახელება Lat Long Elev
სამების ეკლესია 41 22.234 44 25.9256 757 მ
სათხის ეკლესია 41 20.8569 44 26.0402 959 მ

წერტილების (waypoint) ფაილი მიმაგრებული ფაილი  Kazreti.wpt ( 667ბაიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 485



Google map– ის ფაილიმიმაგრებული ფაილი  Kazreti.kml ( 2.16კილობიტი ) ჩამოტვირთვების რაოდენობა: 666


6. რუკა
მიმაგრებული სურათი

7. მარშრუტის დეტალური აღწერა

მიუხედავად იმისა რომ დაბა კაზრეთი არც ისე შორსაა თბილისიდან (80 კმ), სამარშრუტო ტაქსი დაახლოებით 2 საათი უნდება ჩასვლას. (ბოლნისში ცოტა ხანი ჩერდება). დაბაში მოსახლეობის დახმარებით ძალიან ადვილად მიაგნებთ სამების ეკლესიას. იგი მდებარეობს მადნეულის ტერიტორიაზე, გრუნტის გზის პირას. დაცვა ფეხით მოსიარულეებს უპრობლემოდ შეგიშვებთ. ამ ადგილიდან ეკლესიამდე დაახლოებით ნახევარი კილომეტრია.
სამების ეკლესია რესტავრირებულია და მოქმედია. შიგნით მიმდინარეობს მოხატვა.
თუ შეამჩნევდით, შლაგბაუმიდან სამებისკენ მიმავალ გზაზე, ერთ ადგილას გზა იყოფა ორ ნაწილად, ერთი მიდის სამების ეკლესიასკენ, ხოლო მეორე კი შედარებით ვიწროა და მდინარეს გასწრივ მიუყვება. სათხის ეკლესიამდე მისასვლელად, სწორედ ეს გზა გჭირდებათ. სამების მონახულების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ უკან დაბრუნება და ამ გზაზე დაჯდომა. 700-800 მეტრის გავლის შემდეგ, მიადგებით მიტოვებულ სანატორიუმს. იქვე წყაროა. გირჩევთ აქ აავსოთ წყალი, რადგან შემდეგ უკვე აღარ შეგხვდებათ. რამოდენიმე წუთში გადაკვეთ პატარა ღელეს (რომელიც სქელი მილიდან გამოედინება). აქ ერთი გზა ზემოთ ადის, ხოლო მეორე მკვეთრად უხვევს მარცხნივ, გაყევით მარცხენა გზას. სათხის ეკლესიამდე სულ ამ გზას უნდა მიყვეთ და არსად გადაუხვიოთ. ერთი საათის მერე, მარცხენა მხარეს შეამჩნევთ რკინის ბადის ღობეებს და სულ მალე- ეკლესიასაც.
სათხის ეკლესია დაზიანებულია, ჩამონგრეული აქვს ჭერი. კედლებზე შეამჩნევთ მოხატულობის კვალს.
უკან დაბრუნება მოგიწევთ ისევ იგივე გზით.

წახემსება: ეკლესიასთან არის რკინის მაგიდა და სკამები. სამწუხაროდ, წყარო ამ ადგილას არ არის.


--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2019 - 09:43 AM