IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | რეგისტრაცია )

Closed TopicStart new topic
> ლაშქრობის წესები, მოქმედებს ფორუმის გარეთ
Molashqre
პოსტი Feb 22 2008, 10:39 PM
პოსტი #1

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

1. დაუშვებელია გასვლის დღეს, საპატიო მიზეზის გარეშე მოლაშქრეთა "გადაგდება"!

2. სასურველია დათქმულ დროს არ დაიგვიანოთ. დამგვიანებელს არ დაელოდებიან!

3. მოლაშქრეთა ყოველი გასვლა უნდა შეთანხმებული იყოს ადმინისტრაციასთან!

4. ასევე ყოველი გასვლა, აუცილებლად უნდა დაფიქსირებული იყოს "სამომავლო გასვლების" განყოფილებაში. დაუშვებელია ეგერთ წოდებული "ჩუმად გაპარვები"!

5. დასაშვებია ლაშქრობაში წაყვანილ იქნას მხოლოდ გარკვეული კატეგორია ხალხისა. ჯგუფის კატეგორია და საბოლოო სია ხელმძღვანელმა უნდა შეათანხმოს ადმინისტრაციასთან.

6. ლაშქრობაში, ჯგუფში უნდა სუფევდეს ერთიანობა, პატივისცემა და ურთერთ მხარდაჭერა.

7. დაუშვებელია ყოველგვარი წუწუნი და უაზრო პროტესტები!

8. ყოველი ფორუმელი ვალდებულია ლაშქრობაში შეისწავლოს ის უნარები, რაც საჭიროა ბუნებაში ადაპტაციისათვის.

9. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან დაემორჩილონ ჯგუფის ხელმძღვანელს და ასევე უფრო გამოცდილ ხალხს!

10. დაუშვებელია თვითნებურად მარშუტიდან გადასვლა (თუ რაიმე საგანგებო სიტუაცია არ შეიქმნა), თუმცა მცირე კორექტივების შეტანა შესაძლებელია.

ამ ჩამოთვლილი წესებიდან რომელიმეს დარღვევა, გამოიწვევს დამნაშავის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას!

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Sep 17 2009, 03:51 PM
პოსტი #2

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

2009 წლის 5 სექტემბერს გამართული შეხვედრისა, უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილ იქნა ნადირობის აკრძალვა მოლაშქრეთა გასვლებში. თევზაობას ეს საკითხი არ შეხებია. აგრეთვე განხილულ იქნა ცეცხლ სასროლი იარაღის ტარების საკითხიც. ამის შედეგად, ძველ წესებს დაემატა ახალიც, რომელიც ვალდებულია დაიცვას ყველა ფორუმელმა!

11. დაუშვებელია მოლაშქრეთა გასვლებში რაიმე სახის ნადირობა (თევზაობის გარდა), იქნება ეს კანონის დაცვით გათვალისწინებული თუ არა.

12. თევზაობა იქნება მხოლოდ კანონის დაცვით გათვალისწინებული.

13. დაუშვებელია ცეცხლ სასროლი იარაღის ტარება გასვლებში, თუ ეს საჭიროებას არ მოითხოვს. ამას გადაწყვიტავს ადმინისტრაცია. იარაღი ცხადია უნდა იყოს დარეგისტრირებული და გაფორმებული მის პატრონზე.

ამ ჩამოთვლილი წესებიდან რომელიმეს დარღვევა, გამოიწვევს დამნაშავის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას!

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Apr 6 2010, 08:28 PM
პოსტი #3

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

2010 წლის 6 აპრილს, კენჭის ყრის შედეგების მიხედვით, გადაწყდა საკითხი სამხედრო ფორმების ტარებასთან დაკავშირებით...

14. დაუშვებელია მოლაშქრეთა გასვლებში სამხედრო უნიფორმით სიარული, თუმცა ნაწილობრივ ეს დასაშვებია (ანუ მხოლოდ შარვალი, ან მხოლოდ ზედა), მოლაშქრე არ უნდა ჰგავდეს ჯარისკაცს!

ამ ჩამოთვლილი წესებიდან რომელიმეს დარღვევა, გამოიწვევს დამნაშავის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენებას!

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Apr 17 2011, 10:57 AM
პოსტი #4

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

მაშ ვახდენ ზემოთ ჩამოყალიბებული წესების დეტალურად განმარტებას!

შეკრებისას

1. დაუშვებელია გასვლის დღეს, საპატიო მიზეზის გარეშე მოლაშქრეთა "გადაგდება"!

საპატიო მიზეზში არ იგულისხმება: დილით ჩაძინება, ცუდი ამინდი, უცბად აღმოჩენა არ ქონა ფულის ან სხვა რაიმე საჭირო ნივთის და ა. შ.

2. დათქმულ დროს არ დაიგვიანოთ. დამგვიანებელს არ დაელოდებიან!

დაგეგმვა

3. ყოველი სალაშქრო თუ არა სალაშქრო გასვლის დაგეგმვა უნდა იყოს შეთანხმებული ადმინისტრაციასთან! ეს გასვლა აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული "სამომავლო გასვლების" განყოფილებაში. დაუშვებელია ეგრეთ წოდებული "ჩუმად გაპარვები"!

molashqre.ge–ზე დარეგისტრირებულ ფორუმელებს თავად შეუძლიათ მოაწყონ ნებისმიერი გასვლა ადმინისტრაციასთან შეუთანხმელებლად, (საექსკურსიო, ექსტრემალური და ა. შ.), რომელზეც ადმინისტრაცია ყველანაირ პასუხიმგებლობას იხსნის ამ გასვლაზე! აგრეთვე, ეს გასვლა არ უნდა ხდებოდეს molashqre.ge–ს სახელით. ასეთ გასვლაში ამ ფორუმზე არსებული ლაშქრობის არც ერთი წესი არ იმოქმედებს. (წამოიყვანეთ რამდენი სტუმარიც გინდათ, წაიღეთ რამდენი ალკოჰოლიც გენობოთ, იარეთ არა გუნდურად და ა. შ.) ასეთი რეპორტაჟები დაიდება მხოლოდ „მოლაშქრეთა სხვადასხვა გასვლების“ თემაში. თუმცა ადმინისტრაცია ძალაში იტოვებს, ასეთი თემების განთავსება– არ განთავსების საკითხს (გააჩნია რამდენად სასურველია ასეთი თემა მოლაშქრეზე).
სასურველია, (ინიციატორების ნამუსსზე იყოს) რომ ასეთი სახის გასვლები არ დაემთხვეს სალაშქრო გასვლებს.

ვინ წამოვა–ვინ არა

4. დასაშვებია ლაშქრობაში წაყვანილ იქნას მხოლოდ გარკვეული კატეგორია ხალხისა. ჯგუფის კატეგორია და საბოლოო სია, ხელმძღვანელმა უნდა შეათანხმოს ადმინისტრაციასთან (მიზეზი ყოველთვის იქნება მოცემული).

რთულ გასვლებში ცხადია მხოლოდ გამოცდილი და ფორმაში მყოფი ადამიანები წამოვლენ, შესაძლებელია ზოგ გასვლაში, სტუმრების, „ჰა წამოდის“ ან სხვა სტატუსის მქონე ადამიანების წამოყვანა არ შეიძლებოდეს, და ა. შ.

5. ორ და მეტ დღიან გასვლებში, სტუმრების, „ინკოგნიტო“ და „ჰა, წამოდი!“ სტატუსის მქონე ხალხის წამოყვანა არ იქნება! დანარჩენი სტატუსის მქონე ადამიანების წამოყვანაზე კი, საბოლოო პასუხი ჯგუფის ხელმძღვანელზეა.

6. ერთ და მეტ დღიან გასვლებში დასაშვებია ისეთი ადამიანების წამოყვანა (არა molashqre.ge-დან), რომლებიც მეგზურობას გაუწევს მოლაშქრეებს.

ეს ადამიანი შეიძლება იყოს, ისტორიკოსი, არქეოლოგი, ან გიდი, რომელიც მეგზურობას გაუწევს, ან კიდევ ალპინისტი რომელიც რაიმე მწვერვალზე აიყვანს მოლაშქრეებს და ა. შ.

7. სტუმრის წამოყვანასთან დაკავშირებით, გაეცანით შესაბამის წესებს და დაიცავით ისინი!

8. წამოიყვანეთ ისეთი ადამიანები მხოლოდ, რომელთაც აინტერესებთ ლაშქრობები და შეიძლება მოლაშქრეების რიგებშიც მოხვდნენ.

ნუ წამოიყვანთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ქალაქ გარეთ უნდა წასვლა და განტვირთვა. ნუ მოხდება ეს „მოლაშქრეთა“ ხარჯზე.

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Apr 17 2011, 11:08 AM
პოსტი #5

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

გუნდი როგორც მთლიანი ორგანიზმი

9. ჯგუფს გასვლისას აუცილებლივ უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი!

ყოველ გასვლას უნდა ჰყავდეს ხელძმღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერ წევრზე და ნებისმიერ მის ქმედებაზე!

10. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან დაემორჩილონ ჯგუფის ხელმძღვანელს უსიტყვოდ და ასევე უფრო გამოცდილ ხალხს!

11. გუნდში უნდა სუფევდეს ურთიერთპატივისცემა.

მიუხედავად რასისა, ეროვნებისა, რელიგიური, პოლიტიკური თუ რაიმე საზოგადოებრივი შეხედულებისა, მოლაშქრეები უნდა სცემდნენ ერთმანეთს პატივს.

12. გუნდში უნდა სუფევდეს ურთერთმხარდაჭერა.

ვისაც როგორ არ უნდა გაუჭირდეს, დანარჩენი წევრები უნდა დაეხმარონ მას და მხარში ამოუდგნენ, გინდაც ამით მათ მოუწიოთ პირად ინტერესებზე უარის თქმა.

13. ჯგუფი მოძრაობს ერთად! დაუშვებელია წინ გაქცევა ან გზიდან გადახვევა!

14. დაუშვებელია ყოველგვარი წუწუნი და უაზრო პროტესტები!

15. ყველა ერთად, განურჩევლად სქესისა აკეთებს საქმეს.

კარვის გაშლა, წყლის და შეშის მოტანა, კოცონის დანთება და ა. შ.

16. ყოველი ფორუმელი ვალდებულია ლაშქრობაში შეისწავლოს მინიმუმ ის უნარები, რაც საჭიროა ბუნებაში ადაპტაციისათვის.
მინიმუმი უნარებისა არის: სისტემატიური სიარული ლაშქრობებში, კოცონის ანთება ადვილ პირობებში, საბანაკე ადგილის შერჩევა, კარვის გაშლა.

ამ უნარების შესწავლით, შესაბამისი სტატუსები მიენიჭება მოლაშქრეს.

17. გასვლის დროს ნაპოვნი რაიმე ნივთი მთლიანად გუნდისაა. თუ ამ ნივთის პატრონის მოძებნის საშუალება იქნება, შესაბამისად მას დაუბრუნდება თავისი დაკარგული ნივთი.

მწვერვალზე ან უღელტეხილზეც, ნაპოვნი ნივთები (წერილი, რაიმე ნივთი), ცხადია ისიც მთლიანად გუნდისაა.
გასვლის შემდეგ

18. ყოველი გასვლის დასრულების შემდეგ, სავალდებულოა დაიწეროს რეპორტაჟი.

19. ამ გასვლებში მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები სასურველია დროულად მიწოდებულ იქნას რეპორტაჟის დამწერისთვის და აგრეთვე განთავსებულ იქნას ფორუმზე ან დაიდოს ბმული.

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molashqre
პოსტი Apr 17 2011, 11:15 AM
პოსტი #6

Administrator
**

ჯგუფი: Root Admin

რეგისტრ.: 20-February 08

მოლაშქრეები, რა თქმა უნდა, იცავენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს და ნორმებს:

20. დაუშვებელია გასვლაში ნაგვის დაყრა! ეს ეხება სიგარეტის ნამწვავებსაც!

21. ნებისმიერ გასვლაში აკრძალულია ფლორის დაზიანება და ფაუნის წარმომადგენელთათვის რაიმე ზიანის მიყენება.

გამონაკლისია გამხმარი ხეების ტოტების მოჭრა კოცონისათვის, მკბენარების მოკვლა, ჯაგნარის გათელვა, ან გამოუვალ სიტუაციაში მტაცებელის მოკვლა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

22. აკრძალულია სხვის საკუთრებაში მყოფ ტერტორიაზე არსებული ნაგებობების, ხეხილის, ნათესების და ა. შ. მოპარვა–დაზიანება.

23. დაუშვებელია მოლაშქრეთა გასვლებში რაიმე სახის ნადირობა (თევზაობის გარდა), იქნება ეს კანონის დაცვით გათვალისწინებული თუ არა.

თევზაობა იქნება მხოლოდ კანონის დაცვით გათვალისწინებული.

24. დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ტარება გასვლებში, თუ ეს საჭიროებას არ მოითხოვს. ამას გადაწყვიტავს ადმინისტრაცია. იარაღი (მათ შორის ცივიც) ცხადია უნდა იყოს დარეგისტრირებული და გაფორმებული მის პატრონზე. საბუთები, გასვლაში თან უნდა იქონიოს იარაღის პატრონმა.

ზოგი ცივი იარაღი, მაგალითად დიდი დანები, საჭიროებს სპეციალური საბუთის ქონას მის ტარებაზე.

25. დაუშვებელია მოლაშქრეთა გასვლებში სამხედრო უნიფორმით სიარული, თუმცა ნაწილობრივ ეს დასაშვებია, მხოლოდ ორი ელემენტით. მაგ: შარვალი+ბატინკი, ზურგჩანთა+კეპი, ზედა+ზურგჩანთა და ა. შ.

მოლაშქრე არ უნდა ჰგავდეს ჯარისკაცს, რათა ამით არ ფრთხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობა!

--------------------
სანამ დროა ნახე ყველაფერი! არ გადადო!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 ანონიმური წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2019 - 09:41 AM