ჭავჭავაძეების გერბი

,,ჭაღარა წარსული“ ყველა ვითარებაში არაჩვეულებრივად საინტერესო ეპოქად დარჩება მომავალი თაობისთვის, რადგან იგი მთელი შემდგომი პროგრესის საფუძველია" - ფ. ენგელსი

                                                        

 კომუნისტური პარტია და მთელი საბჭოთა მთავრობა დაუღალავი მზრუნველობით ეკიდებოდა და ეკიდება ჩვენი ხალხთა გმირული წარსულის შესწავლას, სახელოვან წინაპართა  შემოქმედებით შარავანდმოსილი ისტორიული ძეგლების გამოვლინებისა და დაცვის საქმეს. საბჭოთა სახელმწიფოს ფუძემდებელი  ვ. ი. ლენინი ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს რო მიმართავდა, ამბობდა: ,,კომუნიზმის მშენებელი რომ გახდე, საჭიროა შენი მესხიერება გაამდიდრო მთელი იმ ცნობით, რაც კაცობრიობამ დააგროვა.“ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა, ჩვენი წარსულის ეს ძვირფასი განძი კი თავმოყრილია ხალხის მატერიალური კულტურის უკვდავ ქმნილებებში, რომლებიც ერებმა შემოინახეს დამწერლობის, მხატრობის თუ ხუროთმოძღვრული ნაგებობების სახით, როგორც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი  ლ. ი. ბრეჟნევი ამბობდა: ,,ამ ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი მუშაობა გავწიეთ, რათა საბჭოთა ადამიანებისთვის ჩაგვენერგა სიამაყის გრძნობა თავისი სამშობლოსთვის. ჩაგვენერგა პატივისცემა ქვეყნის ღირსეული წარსულის ფურცლებისათვის.“ სრორედ ჩვენი ქვეყნის წარსულის ღირსეული ფურცლებია ძველი ქართული ჰერალდიკური სიმბოლიკა და მისი ნიშნები, რომელნიც გამოხატულნი არიან ჩვენი კულტურის ძეგლებზე - ციხე-კოშკებზე, ტაძრებზე, ფულზე, დროშებზე და ა. შ.
ჰერალდიკური სიმბოლიკა, ჰერალდიკა ანუ გერბთმცოდნეობა, ნუმიზმიტიკისა და პალეოგრაფიასთან ერთად, ისტორიული მეცნიერებების დამხმარე დარგია, იგი გვეხმარება გერბიანი ძეგლების შესწავლის საქმეში. გერბი, ემბლემა მიკუთვნებული ქონდა სახელმწიფოს, ქალაქს და გამოისახებოდა ფულზე, დროშაზე, ფარზე და ა. შ.

WavWavaZeebis gerbi

ცნობილია, რომ წინათ შუმერებს გერბად ჰქონდათ ლომისთავიანი არწივი, ვენეციას - ფრთიანი გველი, რუსეთში ქალაქ ვლადიმირს - ლომი, ბრიანსკს - ქვემეხი, ვარშავას - ქალთევზა ხელში მახვილით და ფარით. ჩვენ სახელმწიფოში მუშათ და გლეხთა იდეურ კავშირს გამოხატავს ხუთქიმიანი ვარსკვლავთან ერთად ნამგალი და ურო, თბილისის ემბლემა დღეს ქალია, რომელსაც ერთ ხელში მეგობრისთვის ღვინით სავსე თასი უჭირავს, ხოლო მეორეში მტრისათვის მახვილი. საქართველოში ჰერალდიკური ძეგლები წარმართობის დროიდან გვაქვს. ადრე ცეცხლთაყვანისმცემლობას ვცემდით პატივს და ფულზე ემბლემად ფრთიანი მზე გვქონდა, უფრო ადრე კოლხეთის სიმბოლიკაში - ხარის კულტი იყო ისევე, როგორც ასურეთში, სირიაში, ეგვიპტეში და ბაბილონში. ზოგჯერ სიმბოლიკა ლეგენდებს ქმნის, მაგალითად სვეტიცხოვლის ამშენებლის არსუკიძის ხელის მოკვეთის შესახებ.  ნამდვილად კი მცხეთის ემბლემა - ხელი გონიოთი მშენებლობის ემბლემა.
XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთში ემიგრირებულმა ქართველებმა (არჩილ II და ვახტანგ VI ამალის წევრებმა) მიიღეს იგივე უფლებები, რაც რუს თავადებს ჰქონდათ მინიჭებული მეფის მიერ, აგრეთვე გერბებიც,  ვახტანგ VI მიერ წარდგენილი სიის მიხედვით XVIII  საუკუნის მეორე ნახევარში, ხოლო ერეკლე II მიერ სიის მიხედვით უფრო მოგვიანებით.მეფის რუსეთმა ორივე სიით წარდგენილი თავადების უფლებები და საგვარეულო გერბები დაამტკიცა და შეიტანა იგი რუსი თავადების ,,ხავერდის წიგნში“. ამ სიებში დროთა განმავლობაში სხვა გვარებიც შეჰქონდათ. რუსული ჰერალდიკის ინსტიტუტისა და შემმოწმებელი კომისიების სპეციალური გადაწყვეტილებისდა მიხედვით, გერბის მიღების პრედედენტი ყოველი ქართული საგვარეულო წარუდგინა კომისიას გვარის განმასხვავებელ უძველეს ფეოდალურ სიმბოლოებს - ემბლემებსა და ნიშნებს.
გერბი, ემბლემა მიკუთვნებული ჰქონდა არა მარტო სახელმწიფოს, ქალაქს, არამედ დიდგვაროვან თავადთა შთამომავლობასაც. გერბი ჰქონდათ ჭავჭავაძეებსაც. წინათ ჭავჭავაძეები ყვარლის გაღმა მხარეს სახლობდნენ. 1529 წლიდან ყვარელში გადმოსახლებულან და ლეონ მეფის მიერ ნაბოძებ ადგილებზე დასახლებულან. ესენი იყვნენ: გლახასშვილები, მელქისედექის შვილები.
ამათ გარდა, იმავე ადგილიდან მოვიდნენ ყვარელს მეორე ჭავჭავაძეები, რომლებიც მათ ნათესაობას ამბობდნენ, მათ კი არ ჰქონდათ ყვარელში მამული, სწორედ  1680  წელს შემდგომად ერთგულნი სამსახურისთვის ჭავჭავაძეთა ეს ჯგუფი წინანდალს დაასახლა და მისცა მათ თავადობა. ადრე მათ მეორე გვარი ჰქონდათ მამუჩიშვილები. ესენი იყვნენ: 1. ივანეს შვილები,  2 ბერი. ნაზირის შვილები და 3. გარსევან რევაზისძის შვილები. 1797 წ. ერეკლე  II დაუმტკიცა მათ თავადობა მელიქსადექ და ოტია ჭავჭავაძესთან ერთად. ეს გვარი ჭავჭავაძე შეტანილია იმ სიაში, 1783 წელს ერეკლე  II  რომ წარუდგინა რუსეთის მთავრობას.
რუსეთის იმპერიის კანონების საფუძველზე შედგენილია წიგნი ფრანგულ ენაზე და გამოცემულია პარიზში  1842  წ. რ. ერმერინის მიერ  ,,
la Noblesse titre de l’empire de Russie. R. Ermerin. სწორედ ამ წიგნში არის მოთავსებული ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი, რომელიც ოთხ ნაწილად იყოფა. პირველზე - ციხე -დარბაზია, მეორეზე - ირემი, მესამეზე - ღუზა (იმედის სიმბოლო) და მეოთხეზე - ხელი ამოწვდილი ხმლით, როგორც მეომარს შვენოდა. გერბის შეფერადება ცნობილი არ არის. გვარის ზოგიერთი წარმომადგენლის აკლდამა (მაგ.  ალ. გ. ჭავჭავაძისა). დაცულია შუამთის მონასტერში (კახეთში). აქ წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის საგვარეულო გერბი. ალ. ჭავჭავაძის შტოს საგვარეულო გერბს, განსხვავებით  ი. ჭავჭავაძის საგვარეულო გერბისგან - ციხის მაგიერ სკამი აქვს, ხოლო ირმის მაგიერ ცხენი. ღუზა და ხომალამოწვდილი ხელი ორივე გვარის გერბებში ერთნაირი.



ტატიის ავტორი – ბორის კანდელაკი;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“ N45, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977 წ.



megobari saitebi

   

01.10.2014