neronis kavkasiuri laSqrobis miznebisa da mimarTulebis sakiTxisaTvis

ახ. წ. 63 წელს რომისა და პართია-სომხეთის ათწლიანი ომი კომპრომისული ზავით დასრულდა. რომი თანახმა იყო პართელთა სამეფო სახლის წარმომადგენელი, ტირიდატე სომხეთის მეფედ ეცნო, მაგრამ იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი რომში გამოცხადდებოდა და სამეფო ინსიგნიებს იმპერატორისაგან მიიღებდა (1). ამგვარად, ხანგრძლივი ომი სომხეთისათვის ფაქტობრივად რომაელთა მარცხით დასრულდა _ არმენიაში პართიის კანდიდატი გამეფდა, იმპერია კი მხოლოდ მისი ნომინალური ვასალობით დაკმაყოფილდა.
არმენიის კრიზისის მეტნაკლებად მოგვარების შემდეგ, რომის საგარეო პოლიტიკაში აღმოსავლეთის საკითხი არ ამოწურულა, თუმცა იმპერიის ორიენტალური პოლიტიკის ძირითადმა ვექტორმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა. როგორც ჩანს, იმპერატორი ნერონი (54-68 წწ.) არმენიაში წარუმატებლობის კომპენსაციას გარკვეულწილად შავიზღვისპირეთში რომის პოზიციების განმტკიცებით შეეცადა. 63 წ. გაუქმებულ იქნა ვასალური პოლემონიდური პონტოს სამეფო. მისი ტერიტორია პროვინციად გამოცხადდა. იმავე დროს ბოსფორიც უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა. ნერონის ბრძანებით ყირიმსა და კავკასიის სანაპიროზე განლაგებულ იქნა რომაული სამხედრო ნაწილები, ხოლო ძირითად ნავსადგურებს 40 ხომალდისაგან შემდგარი ესკადრა იცავდა (2). ასე რომ, თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი რომის მფლობელობაში აღმოჩნდა. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ნერონის ფართომასშტაბიანი გეგმისა, რომელსაც ითვალისწინებდა კავკასიაში გრანდიოზული ლაშქრობის მოწყობას. ნერონი ამ ლაშქრობისათვის დიდი მონდომებითა და ჩვეული პომპეზურობით ემზადებოდა. 66 წელს რჩეული იტალიელი ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტდა ახალი, განსაკუთრებული ლეგიონი, რომელსაც `ალექსანდრე დიდის ფალანგა~ ეწოდა (3). ბრიტანეთიდან გამოყვანილ იქნა ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონი _ XIV
Martia Victrix. აღმოსავლეთისაკენ დაიძრნენ გერმანიისა და ილირიის ლეგიონებიც (4). თუმცა, კავკასიური ლაშქრობა ჩაიშალა, რადგანაც 68 წ. გალიაში დაწყებული ვინდექსის აჯანყების გამო, ნერონი იძულებული გახდა ჯარები უკანვე გაეწვია (5), მალე კი თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ნერონის მიერ განზრახული დიდი კავკასიური ლაშქრობის მიზნისა და მიმართულების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა, რაც წყაროთა მონაცემების განსხვავებულობით არის გამოწვეული. ტაციტუსის (55-120 წწ.), სვეტონიუსისა (დაახლ. 70-160 წწ.) და დიონ კასიოსის (დაახლ. 153-235 წწ.) ცნობებით, ეს ლაშქრობა მიმართული იყო კასპიის ვიწრობებისა (
claustra Caspiarun) თუ კასპიის კარებისაკენ (Caspia portas) (6). ამასთან, ამ ლაშქრობის მიზანი მხოლოდ ტაციტუსს აქვს აღნიშნული. მისი ცნობით, ბრიტანეთში, გერმანიასა და ილირიაში შეკრებილი ჯარები ნერონმა `კასპიის ვიწრობებისაკენ გაგზავნა იმ ომისათვის, რომელსაც ის ალბანელების წინააღმდეგ ამზადებდა~ (7).
განსხვავებულ და უფრო ვრცელ ცნობას გვაძლევს პლინიუსი (23/24-79 წწ.): `საჭიროა აქ შესწორდეს მრავალთა შეცდომა, სხვათა შორის, მათიც, ვინც ამას წინათ ომს აწარმოებდა არმენიაში კორბულონთან* ერთად, რადგანაც ისინი კასპიისას უწოდებენ იბერიის კარებს, რომელთაც ეწოდებათ, როგორც აღნიშნული გვქონდა, კავკასიის [კარები]. გეგმებზე, რომლებიც გადაღებული და იქიდან გამოგზავნილ იქნა, ეს სახელია აღნიშნული. სწორედ ასევე, ექსპედიცია, რომელსაც იმპერატორი ნერონი ამზადებდა და რომელიც, როგორც ამბობენ, კასპიის კარებისაკენ უნდა დაწყებულიყო, სინამდვილეში განზრახული იყო იმ კარებისაკენ, რომლებსაც იბერიიდან სარმატებისაკენ მივყავართ~ (8).
ამრიგად, განსხვავებით ტაციტუსისაგან, რომელიც ნერონის ექსპედიციას კასპიის ვიწრობების მიმართულებით ალბანელთა წინააღმდეგ გამიზნულად მიიჩნევდა, პლინიუსი ლაშქრობის მიზნად იბერიიდან სარმატიაში მიმავალ კავკასიის კარებს ასახელებს და საერთოდ არ ახსენებს ალბანეთს. წყაროთა ისეთი წინააღმდეგობ¬რივი მონაცემებიდან გამომდინარე კი, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კამპანიის შესახებ მკვლევართა შორის ერთობლივი აზრი არ არსებობს. მეცნიერთა ნაწილი უპირატესობას ტაციტუსის ცნობას ანიჭებს და რამდენადაც იქ საუბარია ალბანელების წინააღმდეგ დაგეგმილ ომზე, მიიჩნევს, რომ ექსპედიცია მიმართული იყო ალბანეთის ტერიტორიაზე მდებარე კასპიის ვიწრობების, ე.ი. დარუბანდის გასასვლელისაკენ. მაგ., ტაციტუსის ცნობა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა ვ. შურმა ნერონის აღმოსავლური პოლიტიკისადმი მიძღვნილ თავის სპეციალურ გამოკვლევებში (9). მკვლევარის აზრით, ნერონის მიერ განზრახული ლაშქრობა წარმოადგენდა აჯანყებულ ალბანელთა წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ექსპედიციას; ალბანეთის დამორჩილებითა და დერბენტის გასასვლელის გაკონტროლებით, ნერონი მიზნად ისახავდა სომხეთ-პართიის ჩრდილოეთ საზღვართა გამაგრებას; გარდა ამისა, რომი ტერიტორიულადაც დაუახლოვდებოდა მოკავშირე ჰირკანიას და ამასთან, ხელში ჩაიგდებდა ტრანსკავკასიურ სავაჭრო-სანაოსნო გზას (10). თუმცა, ვ. შურის ეს მოსაზრება ჯერ კიდევ 1924 წ. უარყო ე. ჰოულმა (11), ხოლო ჯ. ანდერსონმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ სამხედრო თვალსაზრისით, აჯანყებულ ალბანელთა დასამარცხებლად, ნერონს არაფერში სჭირდებოდა ჯარების გაგზავნა დერბენტისაკენ, რომელიც ალბანეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობდა; მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა ალბანელების დამარცხება დაბლობ ალბანეთში; ამასთან, თუ კი ნერონს დერბენტში მისვლა შეეძლო, ალბანეთი მას უკვე დაპყრობილი ექნებოდა (12). რაც შეეხება რომის სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს, უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსკავკასიურ სავაჭრო მაგისტრალს ამ პერიოდისათვის უკვე არ ჰქონდა იმდენად დიდი მნიშვნელობა, რომ ნერონს მისი ხელში ჩასაგდებად გრანდიოზული ლაშქრობა მოეწყო (13). ამდენად, ვ. შურის მთელი ეს კონცეფცია წყაროებში ვერ პოულობს დასაბუთებას (14) და მკვლევართა მიერ უარყოფილია.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ტაციტუსისაგან სრულიად განსხვავებულ ცნობას გვაწვდის პლინიუსი. ანტიკური წყაროების განსხვავებული მონაცემების შეჯერება და მათ შორის არსებული წინააღმდეგობების ახსნა სცადა თ. მომზენმა. იგი უპირატესობას ანიჭებს პლინიუსის ცნობას და მიიჩნევს, რომ ნერონის ექსპედიცია მიმართული იყო კავკასიის ანუ დარიალის კარისაკენ, ხოლო ტაციტუსის `ისტორიაში~ ალბანელები შეცდომით არიან დასახელებული ალანების მაგიერ; ამდენად, ტაციტუსის ტექსტში
Albanos უნდა შესწორდეს AAlanos-ად (15). თ. მომზენის ეს მოსაზრება გაზიარებული მკვლევართა უმრავლესობის მიერ და დღესდღეობით სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად მიჩნეულია, რომ ნერონის მიერ განზრახული კავკასიური ლაშქრობა მიმართული იყო ალანთა წინააღმდეგ (16) და მიზნად ისახავდა დარიალის გასასვლელზე კონტროლის დაწესებას. ჩვენ ძირითადად ვიზიარებთ ამ მოსაზრებას და შევეცდებით, მის სასარგებლოდ რამდენიმე დამატებითი არგუმენტის მოტანას.
პირველ რიგში, გვინდა შევეხოთ უშუალოდ წყაროებს. მართალია, პლინიუსის ცნობები საერთო ჯამში სანდოობით ჩამოუვარდება ანტიკური ისტორიოგრაფიის უდიდესი წარმომადგენლის, ტაციტუსის ნაშრომს, მაგრამ, ამ შემთხვევაში პლინიუსის ცნობა უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. ჯერ ერთი, პლინიუსი ჩვენთვის საინტერესო ამბებთან ქრონოლოგიურად უფრო ახლოს დგას, ვიდრე ტაციტუსი. პლინიუსი ნერონის თანამედროვე იყო. ის ცხორობდა ახ.წ. 23/24-79 წლებში. მისი ნაშრომის ნერონის ეპოქისადმი მიძღვნილი წიგნები გამოქვეყნდა 68-77 წწ. შორის (17), მაშინ, როცა ტაციტუსის `ისტორიის~ იმავე ეპოქის ამსახველი ნაწილი დაიწერა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, დაახლოებით 107 წელს (18), ყოველ შემთხვევაში, 110 წლამდე (19). ამასთან, ტაციტუსის ნაშრომი წარმოადგენს უძვირფასეს წყაროს საკუთრივ რომში მომხდარი მოვლენების შესახებ, მაგრამ იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის და აღმოსავლეთის პროვინციების აღწერისას მისი სანდოობის ხარისხი საგრძნობლად დაბალია. აღმოსავლეთი ტაციტუსის ძირითადი ინტერესის ობიექტს არ წარმოადგენდა (20). როგორც ჩანს, ტაციტუსი აღმოსავლურ პროვინციებში არასდროს ყოფილა და კარგად არ იცნობდა იქაურ პირობებს. აღმოსავლეთის შესახებ ტაციტუსის ცნობებში ხშირია გაუგებრობები; მისი აღწერილობის მიხედვით ლაშქრობათა მარშრუტების დადგენა ძნელია; ის იძულებული იყო გაემეორებინა თავისი წყაროების ტოპოგრაფიული მონაცემები და არ ჰქონდა მათი გადამოწმების საშუალება (21).
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დარიალის გასასვლელს ძველი მწერლები სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ. მაგ., პტოლემაიოსი (II ს.) თავის `გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში~ მას სარმატთა კარს უწოდებს, ზოგიერთი კი, კასპიის კარსაც არქმევდა (22). როგორც ჩანს, რომაულ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კასპიისა და კავკასიის კარები ხშირად ერთმანეთში ერეოდათ და დარიალის გასასვლელი სხვადასხვა სახელით იყო ფიქსირებული. ამიტომ პლინიუსი ამ საკითხზე საგანგებოდ ჩერდება და აღნიშნავს: `საჭიროა შესწორდეს მრავალთა შეცდომა, სხვათა შორის, მათიც, ვინც ამას წინათ ომს აწარმოებდა არმენიაში კორბულონთან ერთად, რადგანაც ისინი კასპიისას უწოდებენ იბერიის კარებს, რომელთაც ეწოდებათ, როგორც აღნიშნული გვქონდა, კავკასიის [კარები]. გეგმებზე, რომლებიც გადაღებული და იქიდან გამოგზავნილი იქნა, ეს სახელია აღნიშნული~ (23). აქ პლინიუსი გულისხმობს კორბულონის ჩანაწერებს, რომელსაც ეს უკანასკნელი, ყოველი კამპანიის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ, მოხსენებების სახით გზავნიდა სენატში. ეს ჩანაწერები პლინიუსის მიერ გამოყენებული იქნა ნერონის სიკვდილისთანავე (24). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პლინიუსს ხელთ ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტები, იგი მაინც არ ეთანხმება მათ, ისევე, როგორც სხვა ავტორებს (`საჭიროა შესწორდეს მრავალთა შეცდომა~), რომლებსაც ერთმანეთში ერეოდათ კასპიისა და კავკასიის კარები (25). აქედან გამომდინარე ჩანს, რომ პლინიუსმა ზუსტად იცოდა თუ რომელ კარებზე იყო საუბარი და აკონკრეტებს `...ექსპედიცია, რომელსაც იმპერატორი ნერონი ამზადებდა და რომელიც, როგორც ამბობდნენ, კასპიის კარებისაკენ უნდა დაწყებულიყო, სინამდვილეში განზრახული იყო იმ კარებისაკენ, რომლებსაც იბერიიდან სარმატებისაკენ მივყავართ~ (26).
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ჩვენი აზრით, პლინიუსის ცნობის სისწორეში ეჭვის შეტანა ძალზე ძნელია.
გარდა ამისა, ნერონის მმართველობის პერიოდში აღმოსავლეთში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, გამორიცხულად მიგვაჩნია, რომ კავკასიური ლაშქრობა მიმართული ყოფილიყო ალბანელების წინააღმდეგ. როგორც ვნახეთ, კავკასიაში იგეგმებოდა გრანდიოზული ექსპედიცია. ამ ლაშქრობი-სათვის შეიქმნა სპეციალური ლეგიონი, ჯარები გამოიყვანეს ილირიიდან, გერმანიი-დან და ბრიტანეთიდან. მიგვაჩნია, რომ ალბანეთის დასამორჩილებლად რომს არ დასჭირდებოდა ევროპის ასეთი შორეული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო პროვინციებიდან ძირითადი ძალების გამოყვანა; იმ პერიოდისათვის აღმოსავლეთში კონცენტრირებული სამხედრო ნაწილები სრულიად საკმარისი იყო არა თუ შედარებით სუსტი ალბანეთის დასაპყრობად, არამედ ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განსახორციელებლად.**
და ბოლოს, მესამე და, ჩვენი აზრით, ყველაზე მთავარი არგუმენტი იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ეს ლაშქრობა მიმართული იყო დარიალის გასასვლელისაკენ ალანთა წინააღმდეგ, არის იმ პერიოდისათვის იმიერკავკასიაში და უშუალოდ დარიალის მისადგომებთან შექმნილი ვითარება, რასაც მკვლევარები რატომღაც ყურადღებას არ აქცევდნენ. ამასთან, ნერონის კავკასიური ლაშქრობის მიზნების და მიმართულების გაგება, ჩვენი აზრით, შეუძლებელია მთლიანად ახ.წ. I ს-ში რომის საერთო-აღმოსავლური, და კერძოდ, შავიზღვისპირეთში გატარებული პოლიტიკის გააზრების გარეშე.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წწ. ლოგიკურად გაჩნდა კითხვა: რა საჭირო იყო დარიალის გასასვლელისაკენ საგანგებო ექსპედიციის მოწყობა და მისი გამაგრება, როდესაც იგი მოკავშირე იბერების ხელში იყო. ეს საკითხი, ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანად დასვა ი. მანანდიანმა (27) და იმ მეცნიერთა ერთ-ერთ ძირითად არგუმენტს წარმოადგენს რომლებიც არ იზიარებენ პლინიუსის ცნობას და ნერონის მიერ დაგეგმილი ექსპედიციის მიმართულების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ (28).
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა ნ. ლომოურმა. მკვლევარმა სამართლიანად აღნიშნა, რომ, მართალია, იბერია რომის მოკავშირე ქვეყანას წარმოადგენდა, მაგრამ რომში კარგად ხედავდნენ, რომ იბერია არც თუ ისე ერთგული იყო და საჭიროების შემთხვევაში იბერიის მმართველებს შეეძლოთ ალანთა გამოყენება თვითონ იმპერიის საწინააღმდეგოდაც (29). თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს მკვლევარი, ნერონის კავკასიური ლაშქრობის მიმართულების საკითხი არ შეიძლება საბოლოოდ გადაჭრილად ჩაითვალოს (30).
როგორც ცნობილია, დარიალის გასასვლელს რომისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მეშვეობით იმპერიას შეეძლო ჩრდილოკავკასიელი ნომადების მოძრაობის დარეგულირება, საჭიროების შემთხვევაში მრავალრიცხოვანი დამხმარე სამხედრო ძალების გადმოყვანა და საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება (31). მაგ., იმპერატორ ტიბერიუსის (14-37 წწ.) მმართველობის დროს, პართია-რომის დაპირისპირებისას, იბერიის მეფე ფარსმან I-მა კასპიის გზით (დარიალის გასასვლელი _ კ.ფ.) გადმოიყვანა იმიერკავკასიელი მომთაბარეები და მათი დახმარებით შეძლო პართელების სომხეთიდან გაძევება (32). თუმცა, მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა და ნერონის მმართველობის პერიოდისათვის იბერები, მართალია, დარიალის გასასვლელს აკონტროლებდნენ, მაგრამ მათ უკვე აღარ შეეძლოთ მომთაბარეთა დამხმარე ძალების გადმოყვანა.
იმიერკავკასიაში განსახლებული სარმატული ტომები ორ ძირითად დაჯგუფებად, სირაკებისა და აორსების პოლიტიკურ გაერთიანებად იყოფოდა. სირაკებს ეჭირათ იმიერკავკასიის ტერიტორია აზოვის ზღვიდან თერგ-სუნჯის რაიონამდე, ხოლო მათი აღმოსავლეთით, მდ. სულაკამდე დასახლებული იყვნენ აორსები (33). სირაკები და აორსები ისტორიულად ერთმანეთის მტრები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო (34).
I ს. 50-იან წლებამდე იმიერკავკასიაში დარიალის ხეობის მისადგომები სირაკთა ხელში იყო. ისინი ტრადიციულად იბერების მოკავშირეებს წარმოადგენდნენ (35). სწორედ სირაკები ეხმარებოდნენ 35 წელს ფარსმანს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო სარმატთა მეორე ნაწილი, რომელიც, ტაციტუსის ცნობით, პართელების დასახმარებლად მიდიოდა (36), აორსები იყვნენ. თუმცა, მათ ვერ მოახერხეს ამიერკავკასიაში შემოსვლა, რამდენადაც დერბენტის გზა ზაფხულობით გაუვალი იყო, ხოლო კავკასიის სხვა გადასასვლელებს იბერები და მათი მოკავშირე სირაკები აკონტროლებდნენ (37).
ასე რომ, I ს. 30-იან წლებში სირაკები იბერთა მხარეს იბრძოდნენ და ამდენად, რომაელთა მოკავშირედ გამოდიოდნენ, ხოლო აორსები რომის მოწინააღმდეგე პართელებისათვის ცდილობდნენ დახმარების გაწევას. მაგრამ, მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. სარაკებისა და რომაელთა ინტერესები ერთმანეთს დაუპირისპირდა ბოსფორის ტახტისათვის ბრძოლაში.***
ჯერ კიდევ ავგუსტუსის (ძვ.წ. 27 _ ახ.წ. 14 წწ.) მმართველობის დროიდან, ბოსფორში იმპერიის პოზიციების განმტკიცების მიზნით, რომი ცდილობდა პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს შექმნას და ამდენად, შავი ზღვის სამხრეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ სანაპიროების ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებას. ძვ.წ. 14 წ., რომაელთა დახმარებით, ვასალური პოლემონიდური პონტოს მეფე პოლემონ I ბოსფორის ტახტზეც ავიდა. მაგრამ, მან ვერ მოახერხა ბოსფორში ძალაუფლების შენარუნება. ძვ.წ. 8 წ. პოლემონი მეოტურ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა (38), რის შემდეგაც ბოსფორი ჩამოშორდა პონტოს სამეფოს. ბოსფორის ტახტზე ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელი, ასპურგი ავიდა და რომი იძულებული გახდა იგი მეფედ ეცნო (39). ავგუსტუსის მსგავსად, იმპერატორმა კალიგულამაც (37-41 წწ.) სცადა პონტო-ბოსფორის გაერთიანებული სამეფოს შექმნა. ამ მიზნით მან ბოსფორის ტახტი კვლავ პოლემონიდებს, ამჯერად უკვე პოლემონ II-ს გადასცა (40). თუმცა, ბოსფორის ტახტის კანონიერმა მემკვიდრემ, მითრიდატემ თავი მეფედ გამოაცხადა, პოლემონი კი პონტოში დარჩა და მას რეალურად ხელი არ მიუწვდებოდა ბოსფორზე. შექმნილ სიტუაციაში რომაელები იძულებული გახდნენ ისევ დათმობაზე წასულიყვნენ და 41 წ. იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54 წწ.) ბოსფორის მეფედ მითრიდატე VII აღიარა (41).
რომაელთა მხრიდან დათმობამ, მითრიდატე კიდევ უფრო გააქტიურა და ამჯერად, მან უკვე რომის გავლენისაგან მთლიანად გათავისუფლება სცადა. მაგრამ, 44/45 წ. მეზიიდან გაგზავნილმა რომაულმა ლეგიონებმა მითრიდატე ბოსფორიდან გააძევეს, ტახტზე კი მისი ძმა, კოტისი აიყვანეს (42). დევნილ მითრიდატეს მხარი დაუჭირა სირაკების ტომთა გაერთიანებამ. ამ უკანასკნელთა დახმარებით, მითრიდატე იერიშზე გადავიდა. რომაული ჯარების მცირერიცხოვნების გამო, კოტისი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაგრამ, აქ თავი იჩინა სარმატულ ტომებს შორის არსებულმა გათიშულობამ და ურთიერთმტრობამ. რომაელებმა და კოტისმა მოახერხეს სირაკთა მეზობელი და მეტოქე აორსთა მეფე ევნონე მითრიდატეს წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე დაეთანხმებინათ. 49 წელს მითრიდატესა და მისი მოკავშირე სირაკების წინააღმდეგ, რომაელ ლეგიონებთან ერთად, აორსთა ცხენოსანი ურდოებიც გამოვიდნენ. აორსთა კონფედერაციისა და რომაელთა ძალებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს სირაკების ტომთა კავშირს (43).
ამდენად, თუ ტიბერიუსის დროს, სირაკები იბერიის და შესაბამისად, რომის ინტერესებისათვის იბრძოდნენ სომხეთში, კლავდიუსის დროს ვითარება შეიცვალა, და ისინი რომის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ; მათმა ისტორიულმა მტრებმა, აორსებმა კი რომის მოკავშირეობა იკისრეს. ამ უკანასკნელთა დახმარებით, იმპერიამ, მართალია, მოახერხა ბოსფორზე თავისი გავლენის შენარჩუნება, მაგრამ ის ერთბაშად რამდენიმე გაუთვალისწინებელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჯერ ერთი, მითრიდატემ, რომელიც სირაკების განადგურების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე დარჩა, დახმარებისათვის უკვე აორსთა მეფე ევნონეს მიმართა და მისი თავის მხარეზე გადაყვანა სცადა. ევნონემ მას, მართალია, სამხედრო მხარდაჭერაზე უარი განუცხადა, მაგრამ თავშესაფარი მისცა და კლავდიუსს მოსთხოვა მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ (44). რომის მმართველ წრეებს არ შეეძლოთ იმის დაშვება რომ მათი ძალზე საშიში მოწინაღმდეგე თავისუფალი და თანაც, ბარბაროსთა გარემოცვაში ყოფილიყო. მაგრამ, მათ არც იმის საშუალება ჰქონდათ, რომ უცნობ, მიუვალ და მეომარი ბარბაროსული ტომებით დასახლებულ ადგილებში ახალი სამხედრო მოქმედებები დაეწყოთ (45). შექმნილ სიტუაციაში იმპერატორ კლავდიუსს დიდი დიპლომატიური ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ იმპერიის პრესტიჟის შეულახავად, აორსებს მითრიდატე რომისათვის გადაეცათ, თუმცა იძულებული გახდა მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა (46). მითრიდატე რომში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა და მხოლოდ იმპერატორ გალბას (68-69 წწ.) მმართველობის დროს, უკვე სხვა დანაშაულისათვის, ნიმფიდიუსის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო, დასაჯეს სიკვდილით (47). ასე რომ, რომმა აშკარად დაინახა, რომ მათი ახალი მოკავშირეები _ აორსები, არც თუ ისე საიმედონი იყვნენ და ისეთ არასტაბილურ რეგიონში, როგორიც იყო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსული სივრცე, მათზე დაყრდნობის იმედი არ უნდა ჰქონოდა.
გარდა ამისა, 49 წელს რომაელებისა და აორსების მიერ სირაკების ტომთა კავშირის დამარცხების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასიაში სარმატულ ტომებს შორის არსებული ძალთა ბალანსი დაირღვა. იბერიის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, სირაკებმა დაკარგეს ჰეგემონობა თერგი-სუნჯის რაიონში, რის შედეგადაც დარიალის გადმოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა სარმატთა ახალმა ჯგუფმა _ ალანებმა (48). ალანები სირაკების მოსისხლე მტრები იყვნენ და ამდენად, პირველ ხანებში მტრულად იყვნენ განწყობილი სირაკთა ამიერკავკასიელი მოკავშირეების, იბერების მიმართაც (49).
ყოველივე ამასთან ერთად, ალანთა გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა სარმატული ტომების ზეწოლა ბოსფორზე. ალანები, რომლებიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, როგორც რეალური ძალა გამოჩნდნენ ახ.წ. I ს. 50-60-იან წწ., მალევე ჩაუდგნენ სათავეში აღმოსავლეთ აზოვისპირეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სარმატულ ტომთა კავშირს, შედეგად კი, სარმატული ტომების აქტიურობა ბოსფორის მიმართულებით ერთიორად გაიზარდა (50).
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ საკვლევ პრობლემას. როგორც ვნახეთ, ალანთა გამოჩენამ იმიერკავკასიაში დიდი ცვლილებები გამოიწვია. ალანთა ხელში გადავიდა დარიალის ხეობის მისადგომები და იმავე დროს გაძლიერდა სარმატული ტომების ზეწოლა ბოსფორზე. აი, ასეთი იყო ნერონის მმართველობის პერიოდისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი სიტუაცია.
როგორც აღინიშნა, დარიალის გადმოსასვლელს რომისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ჩრდილოეთ კავკასიაში დარიალის ხეობის მისადგომების იბერიისადმი მტრულად განწყობილი ალანების მიერ დაკავებით, ფაქტობრივად იგი ჩაკეტილი აღმოჩნდა და ამდენად, რომს უკვე აღარ შეეძლო იმიერკავკასიიდან მომთაბარეთა დამხმარე რაზმების გადმოყვანა და მათი სამხედრო რესურსების გამოყენება. ეს კარგად გამოჩნდა არმენიაში კორბულონის კამპანიის დროს. თუ I ს. 30-იან წწ. სომხეთისათვის ბრძოლაში, სარმატული ტომების სირაკთა დაჯგუფება აქტიურად იბრძოდა პართიის წინააღმდეგ, ნერონის დროს, იმავე სომხეთისთვის მიმდინარე ბევრად უფრო ფართომასშტაბიან ომში, ისინი წყაროებში უკვე აღარ იხსენიებიან. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ალანთა წინააღმდეგ ლაშქრობა დაიგეგმა სწორედ დარიალის მიმართულებით.
მაგრამ, ლაშქრობისათვის მზადების მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ დარიალის გაკონტროლება. ჩვენი აზრით, მზადდებოდა ბევრად უფრო გრანდიოზული ოპერაცია. ამ ლაშქრობის მიზნები გაცილებით უფრო დიდი რომ იყო, ვიდრე ამიერკავკასიაში დარიალის ხეობის მისადგომებთან წესრიგის დამყარება, მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი მომზადების შესახებ იცოდა ყველა ავტორმა, ვინც კი წერდა ნერონის ეპოქაზე. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დარიალის გაკონტროლებისათვის საჭირო არ იყო სპეციალურად ახალი ლეგიონის ფორმირება, ევროპულ პროვინციებში _ ილირიაში, გერმანიასა და ბრიტანეთში დისლოცირებული ჯარების, რომლებიც მთელი იმპერიის სამხედრო ძალებში გამოირჩეოდნენ თავისი ბრძოლისუნარიანობით, აღმოსავლეთისაკენ გადასროლა. დარიალის გაკონტროლება, ჩვენი აზრით, იყო ნერონის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი კამპანიის მხოლოდ პირველი ეტაპი.
ამ ლაშქრობის საბოლოო მიზნების გაგება, როგორც უკვე აღინიშნა, შეუძლებელია ნერონისა და მთლიანად რომის საერთო-აღმოსავლური პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე. დაგეგმილი ექსპედიცია, ჩვენი აზრით, პირდაპირ უკავშირდება ნერონის პოლიტიკას შავიზღვისპირეთში და წარმოდაგენს ამ პოლიტიკის ლოგიკურ გაგრძელებას. როგორც ზემოთ ვნახეთ, ნერონმა სომხეთში წარუმატებლობის კომპენსირება შავიზღვისპირეთში რომის პოზიციების განმტკიცებით სცადა. ამ მიზნით რომაელებმა შავიზღვისპირეთში დაიწყეს გეგმაზომიერი ღონისძიებების გატარება. 62 წ. მეზიიდან ყირიმში გადასროლილ იქნა რომაული ჯარები მომთაბარეთა მიერ ალყაში მოქცეული ხერსონესის დასახმარებლად. რომაელებმა სკვითები უკუაგდეს (51), მაგრამ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებს კვლავ ემუქრებოდა მომთაბარეთა თავდასხმის საფრთხე. მაშინ ნერონის ბრძანებით ყირიმსა და კავკასიის სანაპიროზე განლაგებულ იქნა რომაული გარნიზონები. მეოტიდა-პონტოსპირეთში იმპერიის ინტერესებს 3000 მძიმედ შეიარაღებული მეომარი და 40 სამხედრო ხომალდი იცავდა (52). მაგრამ, ნერონის ხელისუფლება ამითაც არ დაკმაყოფილდა და ბოსფორი უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ იქნა მოქცეული (53). 63 წ. კი რომაელებმა გააუქმეს პოლემონიდური პონტოს სამეფო და მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, პროვინციად გამოაცხადეს (54).
ასე რომ, ნერონმა ავგუსტუსისა და კალიგულას მსგავსად, სცადა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრილოეთი სანაპიროების ერთ _ მთლიან ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბება, რაც საუკეთესო საშუალება იქნებოდა რომის გავლენის გასაძლიერებლად შავიზღვისპირეთში და რომლის განხორციელებასაც რომაელები დიდი ხნის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. ამასთან, ნერონის პოლიტიკა მისი წინამორბედების გეგმებთან შედარებით ბევრად უფრო რადიკალური იყო. თუ ავგუსტუსი და კალიგულა ცდილობდნენ პონტო-ბოსფორის გაერთიანებას და მის ტახტზე რომისათვის სასურველი კანდიდატის აყვანას, ნერონმა მთელი რეგიონის უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვა სცადა. ასეთ ვითარებაში ნერონს, მისი პოლიტიკური ფიგურის მთელი ოდიოზურობის მიუხედავად, არ შეიძლებოდა არ გაეთვალისწინებინა ის, რომ ამ გეგმის ყველაზე სუსტი წერტილი ბოსფორი იყო და შავიზღვისპირეთის ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანების იდეა ორივე შემთხვევაში სწორედ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ბარბაროსული ტომების აქტიურობის გამო ჩავარდა. რომის ხელისუფლებისათვის აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ ბოსფორში რომის პოზიციების გამყარება, შეუძლებელი იყო ჩრდილოკავკასიელ მომთაბარე ტომებზე გარკვეული კონტროლის დაწესების გარეშე. ვფიქრობთ, სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა ალანთა წინააღმდეგ დარიალის მიმართულებით ლაშქრობა, რომელიც მიზნად ისახავდა მთლიანად იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გაკონტროლებას. ეს გეგმა კი თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მართლაც რომ უპრეცედენტო და საკმაოდ ძნელგანსახორციელებელი ჩანდა. მაგრამ, ნერონის ზღვარგადასული ამბიციურობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მის მიერ ისეთი გრანდიოზული ექსპედიციის დაგეგმვა, რომელიც წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, იმპერატორს მართლაც რომ დიდების შარავანდედით შემოსავდა.



1. neronis principatis dros romaelTa somxeTSi laSqrobebis Sesaxeb dawvr. ix. n. lomouri, romisa da amierkavkasiis qveynebis urTierTobisaTvis ax.w. I saukuneSi. _ Tsu Sromebi, t. 77, 1959, gv. 132-138;  О.В. Кудрявцев, Римская политика в Армении и Парфии в первой половине правления Нерона. - Вестник древней истории, 1948, №3, gv. 52-65; О.В. Кудрявцев, Рим, Армения и Парфия во второй половине правления Нерона. - Вестник древней истории, 1949, №3, gv. 46-62; Т. Моммзен, История Рима, т. V, М., 1949, gv. 346-355; Ф.Я. Коськё, Поход Пета в Армению в 61-62 гг. н.э. и поражение римской армии при Рандейе. - Ученые записки Московского государственного педагогического института имени В.И. Ленина, 1960, №153, gv. 80-92; А.Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, М., 1966, gv. 188-203; К.В.Тревер, Очерки по истории культуры древней Армении (II в. до н.э. - IV в. н.э.), М.-Л., 1953, gv. 212-215.

2. k. fifia, romi da aRmosavleT SavizRvispireTi I-II ss. (politikuri urTierTobebi), Tb., 2005, gv. 52-54, 68-75; k. fifia, traianes aRmosavluri politika da saqarTvelo, Tb., 2005, gv. 11-12. iqve ix. sakiTxis irgvliv arsebuli wyaroebi da mTeli literatura.

3. Suet., Nero, 19.

4 Tac., Hist., I, 6; Т. Моммзен, Итория Рима, V, gv. 356, Sen. 3.

5. Tac., Hist., I, 6.

6. svetoniusis cnobiT, `is (neroni) amzadebda eqspedicias aseve kaspiis karebisaken...~ (Suet., Nero, 19), dion kasiosis Tanaxmad ki, `...neroni ar wavida... arc eTiopiisaken da arc kaspiis karisaken, rogorc es ganzraxuli hqonda~ (Dio Cass., LXIII, 8,1).

7 Tac., Hist., I, 6.

* korbuloni gneus domicius _ niWieri romaeli strategosi da gamocdili politikosi, neronis dros armeniaSi mebrZoli romauli jarebis mTavarsardali.

8. Plin., NH, VI, 16, 6.

9. W. Shur, Die Orientpolitik des Kaisers Nero. - Klio, Beiheft XV, 1923; W. Shur, Untersuchungen zur Geshichte der Kriege Corbulos. - Klio, Bd. XIX, Heft 1, 1923; W. Shur, Zur Neronischen Orientpolitik. - Klio, Bd. XX, 1925.

10. W. Shur, Die Orientpolitik..., gv. 4-26.

11. E. Hohl. recenzia W. Shur-is naSromze _ `Die Orientpolitik des Kaisers Nero~. - Deutsche Literaturzeitung für Kritik der internationalen Wissenschaft, 1924, Heft 11, gv. 915-920.

12. J.G. Anderson, The Eastern Frontier from Tiberius tu Nero. - Cambridge Ancient History, vol. X, 1934, gv. 884.

13. n. lomouri, romisa da amierkavkasiis qveynebis..., gv. 147; misive, dion kasiosis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, Tb., 1966, gv. 127-128; Я.А. Манандян, О торговле и городах Армении, Ереван, 1954, gv. 52-57; Я.А. Манандян, Цель и направления подготовлявшегося Нероном Кавказского похода. - Вопросы истории, №7, 1946, gv. 69-70; О.В. Кудрявцев, Восточная политика Римской империи в начале правления Нерона (Критический обзор историографии вопроса). - Вестник древней истории, 1948, №2, gv. 90-92.

14. v. Suris mosazrebas mTlianad imeorebs v. gaidukeviCi (ix. В.Ф.Гайдукевич, Боспорское царство, М.-Л., 1949, gv. 331-332), xolo k. treveris azriT, neronis kavkasiuri laSqroba mimarTuli iyo albanelebis winaaRmdeg da miznad isaxavda darubandis gasasvlelis Caketvas. Tumca, v. Surisagan gansxvavebiT, k. treveri Tvlis, rom am gasasvlelis gakontrolebiT nerons surda aRekveTa momTabare alanebis amierkavkasiaSi SemoWra (К.В. Тревер, Очерки по истории и культуре Кавказской Албании, М.-Л., 1959, gv. 121-126); am mosazrebis argumentirebuli kritika ix. n. lomouri, dion kasiosis cnobebi..., gv. 129-130).

15. Т. Моммзен, История Рима, V,  gv. 356-357.

16. tacitusis cnobebis al. gamyreliZiseul gamocemaSi aRniSnuli fragmentis qarTuli Targmani gaugebrobas iwvevs. ZiriTad qarTul teqstSi gaTvaliswinebulia T. momzenis mosazreba da dafiqsirebulia alanebi (ix. tacitusis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, laTinuri teqsti qarTuli TargmaniT, Sesavali narkveviTa da komentarebiTurT gamosca al. gamyreliZem, Tb., 1973, gv. 125), magram komentarebsa da paralelur laTinur originalSi saubaria albanelebze (iqve, gv. 125, gv. 133, Sen. 65).

17. О.В. Кудрявцев, Истчоники Корнелия Тацита и Кассия Диона по истории походов Корбулона в Армению. - Вестник древнней истории, 1954, №2, gv. 130-135.

18. О.В. Кудрявцев, Источники Корнелия Тацита..., gv. 129.

19. berZeni da romaeli istorikosebi, Tb., 1998, gv. 233; Публий Корнелий Тацит, Анналы Малые произведения. История, М., 2003, gv. 785.

20. О. В. Кудрявцев, Источники Корнелия Тацита..., gv. 130. Cvens konkretul SemTxvevaSic, tacitusis ZiriTadi interesis sagans warmoadgens imperator galbas (68-69 ww.) romSi Sesvlis droisaTvis qalaqSi Seqmnili situacia da swored am konteqstSi, sxvaTa Soris axsenebs, rom am dros romSi Tavmoyrili iyo neronis mier Sekrebili, kavkasiuri eqspediciisaTvis gamiznuli jarebi (Tac., Hist., I, 6).

21. О.В. Кудрявцев, Источники Корнелия Тацита..., gv. 130.

22. pliniusis kavkasiis karebis, tacitusis kaspiis gzisa da ptolemaiosis sarmatiis karebis (Cl. Ptol.,Geogr., V, 8, 11) identurobis Sesaxeb ix. g. gozaliSvili, kaspiis kari. _ `enimkis moambe~, V-VI, Tb., 1940, gv. 469-477; tacitusis cnobebi..., gv. 36-37, 131, Sen. 23; В.И. Модестов, Сочинения Корнелия Тацита, т. II, М., 1887, gv. 280, Sen. 180; Публий Корнелий Тацит, Анналы. Малые произведения. История, gv. 829, Sen. 48.

23. Plin., NH, VI, 16, 6.

24. О.В. Кудрявцев, Источники Корнелия Тацита..., gv. 141.

25. am sakiTxTan dakavSirebiT srul gaugebrobas iwvevs i. manandianis Semdegi gancxadeba _ `tacitusisa da svetoniusis cnobebi aRniSnuli laSqrobis mimarTulebisa da miznis Sesaxeb... jer kidev ax.w. I saukuneSi uaryofil iqna plinius ufrosis mier~ (Я. А. Манандян, Цель и направления..., gv. 68). im avtorebSi, romelTac ar eTanxmeba pliniusi, ar SeiZleba tacitusi da svetoniusi igulisxmebodnen, im ubralo mizezis gamo, rom es ukanasknelni ufro mogviano xanaSi moRvaweobdnen, da im dros, roca maTi naSromebi iwereboda, pliniusi ukve didi xnis gardacvlili iyo; piriqiT, rogorc cnobilia, pliniusis naSromi warmoadgenda rogorc tacitusis, aseve mogviano xanis sxva avtorebis, erT-erT wyaros.

26. Plin., NH, VI, 16, 6.

** neronis mmarTvelobisas, jer kidev 57-63 ww. dasavleTidan aRmosavleTisaken gadaisroles rCeuli legionebi _ IV Scythica, V Macedonica da XV Apollinaris. garda amisa, kapadokia-armeniis sazRvarze Tavmoyril iqna saukeTeso Zalebi iliriidan, egviptidan da mokavSireTa mier gamogzavnili damxmare jarebi (ix. k. fifia, romi da aRmosavleT SavizRvispireTi I-II ss., gv. 72-73).

27. Я.А. Манандян, Цель и направления..., gv. 71-72. i. manandiani sruliad gansxavebul lokalizacias aZlevs kaspiis viwrobebs. misi azriT, kaspiis karebSi igulisxmeba ara darialis an darubandis gasasvleli, aramed awindeli axalqalaqisa da sof. xospias raioni. i. manandianis mtkicebiT, aq Tavi unda moeyaraT neronis legionebs da aqedan, e.w. meotida-kolxeTis magistraliT, e.i. kolxeTze gavliT, unda elaSqraT alanTa winaaRmdeg. am mosazrebis sruli usafuZvlobis Sesaxeb ix. n. lomouri, romisa da amierkavkasiis qveynebis..., gv. 146-153.

28. К.В. Тревер, Очерки по истории т культуре Кавказской Албании, gv. 121.

29. n. lomouri, romisa da amierkavkasiis qveynebis..., gv. 148-149; n. lomouri, dion kasiosis cnobebi..., gv. 130-131.

30. n. lomouri, dion kasiosis cnobebi..., gv. 130.

31. s. janaSia, adreuli feodalizmi. _ Sromebi, II, Tb., 1952, gv. 181-182; m. inaZe, kaspiis kari (dariali, darubandi) ax.w. I-IV saukuneTa saerTaSoriso-diplomatiur urTierTobebSi. _ qarTuli diplomatia, 3, Tb., 1996, gv. 49-54; k. fifia, romi da aRmosavleT SavizRvispireTi I-II ss., gv. 29-30; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские взиамоотношения, Тб., 1981, gv. 105-106.

32. Tac., Ann., VI, 33-36. am sakiTxis Sesaxeb dawvr. ix. k. fifia, parTia-iberiis brZola somxeTisaTvis I s. 30-50-iani ww. dasawyisSi. _ saistorio Ziebani, VIII, Tb., 2006.

33. sarmatuli tomebis lokalizaciis Sesaxeb ix. z. anCabaZe, T. bocvaZe, g. TogoSvili, m. cincaZe, Crdilo kavkasiis xalxTa istoriis narkvevebi, nakv. I, Tb., 1969, gv. 24; Очерки истории Адыгей, т. I, Маикоп, 1957, gv. 55-56; Очерки истории Карачаево-Черкесии, т. I, Ставрополь, 1967, gv. 49-50; История народов Северного Кавказа с древнейших времен до конца XVIII в., под редакцией Б.Б. Пиотровского, М., 1988, gv. 78-85.

34. В.Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа. - Чечено-Ингушский научно-исследовательский институт при совете министров ЧИАССР, Труды, т. VI, Грозный, 1963, gv. 161-164; История Северо-Осетинской АССР, т. I, Орджоникидзе, 1987, gv. 47.

35. В.Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа, gv. 161.

36. Tac., Ann., VI, 33.

37. В.Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа, gv. 161; История Северо-Осетинской АССР, gv. 59-60.

*** bosforisaTvis brZolaSi aziuri sanapiros tomebi jer kidev Zv.w. I s. Suaxanebidan iRebdnen aqtiur monawileobas. bosforze gansakuTrebiT Zlier zewolas sirakebi axorcielebdnen (ix. История народов Северного Кавказа..., gv. 80-81). yvela samxedro SetakebaSi, rac ki fiqsirebulia literaturul wyaroebsa da epigrafikul ZeglebSi, bosforis mowinaRmdegeebad Cveulebriv gamodian tavro-skviTebi da sirakebi. tavro-skviTuri tomebi yirimis mxridan, xolo sirakebi aRmosavleT azovispireTidan moqmedebdnen. es ukanasknelni bosforisaTvis ZiriTad safrTxes warmoadgendnen (В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 337).

38. Dio Cass., LVI, 24, 4; Strabo, XI, 2, 11; XII, 3, 29.

39. С.Ю. Сапрыкин, Понтийское царство, М., 1996, gv. 326-327.

40. Dio Cass., LIX, 12,1.

41. ix. k. fifia, romi da aRmosavleT SavizRvispireTi I-II ss., gv. 49-50; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 326-327; Е.С. Голубцова, Северное Причерноморье и Рим на рубеже нашей эры, М., 1951, gv. 128.

42. Tac., Ann., XII, 15.

43. Tac., Ann., XII, 15-17; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 327-328; В.Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа, gv. 161; История Северо-Осетинской АССР, т. I, gv. 59-60.

44.Tac., Ann., XII, 18-19.

45. Tac., Ann., XII, 20; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 218; Е.С. Голубцова, Северное Причерноморье..., gv. 129.

46. Tac., Ann., XII, 20; Е.С. Голубцова, Северное Причерноморье..., gv. 129.

47. Plut., Galba, 13, 15.

48. В. Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа, gv. 164. werilobiT wyaroebSi alanTa saxeli pirvelad swored I s. SuaxanebisaTvis Cndeba (ix. Ю.А. Кулаковский, Аланы по сведениям классических и византийских писателей, Киев, 1899, gv. 102. alanTa Sesaxeb ix. agreTve, К.Ф. Смирнов, Сарматские племена Северного Прикаспия. - Краткие сообщения института материальной культуры, 34, 1950, gv. 109-110; Очерки истории Карачаево-Черкесии, gv. 49-50; История народов Северного..., gv. 85-86).

49. В.Б. Виноградов, Сарматы Северо-Восточного Кавказа, gv. 164.

50. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 337, 543, Sen. 46.

51. В.Н. Дьяков, Оккупация Таврики в I в. н.э. - Вестник древней истории, 1941, №1, gv. 92.

52. Jos. Flav., Bell. Jud., II, 366-368; М.И. Ростовцев, Римские гарнизоны на Таврическом полуострове и Айтодорская крепость. - Журнал министерства народного просвещения, 1900, кн. 3, gv. 141-159.

53. В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство, gv. 330.

54.k. fifia, romi da aRmosavleT SavizRvispireTi I-II ss., gv. 52-54.




სტატიის ავტორი – კახაბერ ფიფია,  ისტორიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის  პროფესორი.
სტატია აღებულია კრებულიდან – "სოხუმის უნივერსიტეტის შრომები", ჰუმანიტარულ და სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია, I, თბილისი, 2007წ.

.


megobari saitebi

   

01.10.2014